ექსცენტრიკული მომღერალი და უკვე მსახიობიც, ლედი გაგა გამხდარი არასდროს ყოფილა. რთულია დავიჯეროთ, რომ მას ვარსკვლავური კარიერა სამოდელო ფორმებით არ დაუწყია. შემოქმედების სხვადასხვა პერიოდებში სტეფანი ხან იმატებდა წონას, ხან კარგავდა. ბოლოს, ზედმეტი წონის მომატებისას ის ბოტულიზმითაც კი დაავადდა.
გასულ წელს, ლედი გაგამ მოდური ჟურნალების ყდები ისევ დაიპყრო და ჰოლივუდის მთავარი ჯილდოც დაიმსახურა. გაიაზრა უკონტროლო შიმშილის საფრთხე და თავისი კვების წესით შოუ-ბიზნესში კვლავ ყველაზე მოთხოვნადი გოგონა გახდა. ეს ცნობილი დიეტოლოგის, ჰარლი პასტერნაკის დამსახურებაა.
დიეტის პრინციპები
დიეტა სახელად “5 ფაქტორი” უფრო მეტად კვების წესია, ვიდრე დიეტა. საქმე იმაშია, რომ პროგრამა 5 კვირაზეა გაწერილი, რომლის დროსაც, ჩვეულებრივ 10 კილოს იკლებენ. მიუხედავად ამისა, ამ ხერხის დაცვა მთელი ცხოვრების მანძილზეა რეკომენდირებული. რა თქმა უნდა, რეგულარული ფიზიკური დატვირთვაც აუცილებელია.
დიეტა ითვალისწინებს 2-3 საათიან შუალედს ყოველ მორიგ ჭამას შორის. ეს მეტაბოლიზმის დაჩქარებისკენაა მიმართული. თავად კერძები მსგავს კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ: შეიცავენ სასარგებლო ცხიმებს, რთულ ნახშირწყლებს, ცილებს და უშაქრო სითხეებს.
ამ დიეტაში სხვა სასიხარულო მომენტებიცაა: 5 კვირიანი პროგრამის მანძილზე 5 დღიანი დასვენება. ამ დროის მანძილზე შეგიძლიათ მიირთვათ რაც გსურთ, მაგრამ ზედმეტი არ ჭამოთ. “5 ფაქტორის” მთავარი პრინციპია ნახევარფაბრიკატების და მინიმალურ დონეზე თერმოგადამუშავებული საკვების სრული უარყოფა. კვებისგან მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოთ.
ვარსკვლავის კვება
“5 ფაქტორის” გათვალისწინებით, ლედი გაგას დიეტა სამჯერადი კვებისგან და 2 წახემსებისგან შედგება. მისი რაციონი მოიცავს ბოსტნეულს, პარკოსანს და თხილს ეს პროდუქტები კუჭში ნელა გადამუშავდება, ამიტომაც მათი მიღებისას ჭამა დიდიხანი არ მოგინდებათ.
ამას გარდა, ხილი და ბოსტნეული, ჩირი და მარცვლეული – ეს რთული ნახშირწყლებია. ისინიც ნელა გადამუშავდებიან ორგანიზმში, მაგრამ ამავდროულად ცხიმის წვის პროცესს აჩქარებენ. მსგავსი პროდუქტები ენერგიით მთელი დღე გვავსებს.
კერძები დიეტისთვის
ლედი გაგა ვეგეტარიანელია. ამიტომაც, მის მენიუში შედის ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული. მაგრამ, მისი საყვარელი ვახშამი მაინც შემწვარი კრევეტებია კინოათი. მსგავსი ტრაპეზის საკვები ღირებულება ხორცისას უტოლდება, ამიტომაც, რეალურია, ცხოველური ცილა მცენარეულით ჩაანაცვლოთ.
ზღვის მარილი, ზეითუნის ზეთი და ნიორი – მომღერლის საყვარელი საკმაზებია. ისინი არამხოლოდ კერძების გემრიელ დანამატად გვევლინებიან, არამედ სასარგებლო, ნატურალურ პროდუქტებად. ასევე, ვარსკვლავი გიჟდება სხვადასხვა მცენარეულ პროდუქტზე: სალათის ფურცლებზე და კომბოსტოზე, პრასზე.
სასარგებლო წახემსება
სტეფანი პრაქტიკულად არ იღებს ტკბილ და გამომცხვარ საკვებს. ამის მაგივრად, მიირთმევს ჩირს, თხილს და სხვადასხვა ყველს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით უყვარს. ყველით სავსე თეფში ხილით – აუცილებელი საუზმეა როგორც ტურის დროს, ისე დასვენების ჟამს.
ასევე, მომღერალი დარწმუნებულია, რომ ქოქოსის წყალი – ჯანმრთელობის და დიდი ხნის სიცოცხლის გარანტიაა. მისი მეშვეობით სრულად ჩაანაცვლა ჩვეულებრივი წყლის გამოყენება. გაგა დარწმუნებულია, რომ როგორი სტრესული და რთულიც არ უნდა იყოს დღე, ინდაურის ნაჭერი, ჰუმუსი, ცოტაოდენი ტოფუ და ქოქოსის წყალი აღდგენაში აუცილებლად დაგვეხმარება.
ეს მშვენიერი და ნიჭიერი მომღერალი – ახალი თაობისთვის საკულტო პიროვნებაა. ის გულწრფელობის, ცხოვრებისეული ძალების აღმოჩენის და ემანსიპაციის სიმბოლოა. სტეფანი დარწმუნებულია, რომ ხასიათი მშობლებისგან ერგო, რადგანაც სისხლით ნამდვილი, ცეცხლოვანი იტალიელია.