ლამაზი სხეულის კულტმა მსოფლიო მოიცვა. ქალები და კაცები ნებისმიერი ხერხებით ცდილობენ სასურველ შედეგებს მიაღწიონ, მაგრამ ხშირად, მსგავსი მისწრაფებისთვის თანხა არ ჰყოფნით. რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ ბევრის დახარჯვის საშუალება არ გვაქვს?
სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის გთავაზობთ 5 იაფიან დიეტას, რომელთა წყალობითაც შესანიშნავ ფორმას დაიბრუნებთ.
ეკონომიური დიეტა
ყველა ეს დიეტა მაქსიმუმ 3 პროდუქტის გამოყენებას გვთავაზობს, რომლებიც ხელმისაწვდომი და იაფია. მსგავს დიეტებს ერთი წესი აქვთ: 7 დღეზე მეტი არ უნდა დაიცვათ, რათა ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ.
წიწიბურას დიეტა
ამ დიეტის ორი ვარიანტი არსებობს: მკაცრი, რომელიც მხოლოდ წიწიბურას ფაფების გამოყენებას გვთავაზობს, უმარილოს, შაქრის და კარაქის გარშე. სუსტი, რომელიც რაციონს უცხიმო კეფირით, ვაშლით და უსაფუარო ბოსტნეულითაც ავსებს. ასევე, დაშვებულია არაგაზირებული წყლის და უშაქრო მწვანე ჩაის დალევა. წიწიბურას დიეტა მხოლოდ 7 დღე უნდა დაიცვათ.
სასმლის დიეტა
ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივი და იაფია, დიეტის რაციონი მთლიანად სითხისგან შედგება: არაგაზირებული წყლისგან, უცხიმო ბულიონისგან, სუპ-პიურესგან, ახლადდაწურული წვენებისგან, სმუზისგან, მწვანე ჩაისგან და უცხიმო კეფირისგან. ამ დიეტიდან ნელ-ნელა უნდა გამოხვიდეთ: პირველ დღეს სასმელები მხოლოდ წასახემსებელი საშუალებებით ჩაანაცვლეთ, მეორე დღეს ბოსტნეულით და ხილით. ეფექტის მისაღებად დაიცავით 7 დღე.
კეფირისა და კიტრის დიეტა
ეს საკმარისად სასტიკი დიეტის ფორმაა: მთელი დღის მანძილზე დაშვებულია მხოლოდ კოქტეილის მიღება, რომელიც 1.5 ლ უცხიმო კეფირისგან, გახეხილი კიტრისგან და დაჭყლეტილი მწვანილისგან შედგება. არც მარილის ან საკმაზების დამატებაა დაშვებული. შესაძლოა, მსგავსი სასმელი უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნამდვილად ეფექტურია. ის არამხოლოდ დაგეხმარებათ სწრაფად გახდეთ, არამედ ორგანიზმს დაგროვებული ტოქსინებისგან გაანთავისუფლებს და მეტაბოლიზმს დააჩქარებს. კეფირისა და კიტრის დიეტა 3 დღეზე მეტხანს არ დაიცვათ.
ვაშლის დიეტა
შესაძლოა უსამართლოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველიან პურზეც ხდებიან! მთავარია დაგეგმილი რაციონი დაიცვათ და პროდუქტები არ ჩაანაცვლოთ. ამ დიეტის მენიუ დღის მანძილზე 800 გ ვაშლისგან, 70 გ სრულმარცვლოვანი პურისგან და 70 გ მაგარი ყველისგან შედგება. დალევა მხოლოდ წყლის, მწვანე ჩაის და უშაქრო ყავისაა შესაძლებელი. ვაშლი შეგიძლიათ მიირთვათ არამხოლოდ ქორფა, არამედ გამომცხვარი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ის უფრო ნოყიერი იქნება. ვაშლის დიეტა არ დაიცვათ 4 დღეზე მეტხანს, რადგანაც რაციონი საკამრისად ბალანსირებული არაა.
საზამთროს დიეტა
საზამთროს დიეტის ხანგრძლივობა 3 დღეზე მეტი არ უნდა იყოს, რადგანაც რაციონი საკმარისად ორგანული არაა და მწირია. 1 დღის დაახლოებით მენიუ შემდეგნაირად გამოიყურება:
საუზმე: 2–3 ნაჭერი საზამთრო, 1 ჩ.კ. თაფლი
სადილი: 3 ნაჭერი საზამთრო და სუხარი
ვახშამი: 150 გ უცხიმო ხაჭო დაჭყლეტილ მწვანილთან ერთად
დიეტის დროს მხოლოდ არაგაზირებული წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი უნდა მიირთვათ.
ეს დიეტები არაა გათვლილი ადამიანებზე, რომლებიც დიაბეტით, წნევის პრობლემებით ან გულის დაავადებებით იტანჯებიან. ასევე, მათ დაცვამდე უნდა გაიგოთ, გაქვთ თუ არა ალერგია იმ პროდუქტებზე, რომლებიც რაციონში წერია.
თუ ამ კვების ყველა წესს და მოთხოვნას შეასრულებთ, მაშინ, ერთ კვირიანი დიეტის შემდეგ, ადვილად დაიკლებთ 3-დან 5 კილომდე ზედმეტ წონას. ეცადეთ გაექცეთ ფიზიკურ დატვირთვას – მწირი რაციონის გამო სპორტით დაკავება შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.