მთავარი ტესტები თქვენი ჯდომის მანერა ბევრს იტყვის თქვენს ჭკუასა და ხასიათზე

თქვენი ჯდომის მანერა ბევრს იტყვის თქვენს ჭკუასა და ხასიათზე

by guramus

იმას, რასაც ადამიანი გაუცნობიერებლად აკეთებს, ბევრის მოყოლა შეუძლია მასზე, როგორც პიროვნებაზე. წარმოგიდგენთ ტესტს იმის მიხედვით, თუ ყველაზე ხშირად რა პოზაში ზიხართ.

აირჩიეთ პოზა, რომელსაც უპირატესობას ყველაზე ხშირად ანიჭებთ

 

პოზა А

ეს ადამიანი გამოირჩევა მსუბუქი ხასიათით. ის მიმდინარე მოვლენებზე არ იციკლება და იშვიათად ფიქრობს ერთსა და იმავეზე დღის მანძილზე. ასეთი ადამიანებისთვის დამახასიათებელია ისეთი ხასიათის თვისებები, როგორებიცაა: სიფიცხე, სპონტანურობა, მხიარულების და ყველაფერი ორიგინალურის სიყვარული.

მათ იშვიათად აღელვებთ გარშემომყოფთა აზრი, თუმცა მათი მეგობრულობის მხოლოდ თუ შეშურდებათ. ინფანტილურობა – კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია. მსგავს პოზაში ჯდომა ნიშნავს იცურო დინების მიმართულებით. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ კრეატიულობა და მომხიბვლელობა, სწრაფად იმსახურებენ ნდობას, მაგრამ შეუძლიათ იმედი არ გაგიმართლონ, მაშინ, როცა ამას არავინ ელის.

პოზა В

ადამიანი, რომელიც ამ პოზას ამჯობინებს, კრეატიული ხასიათით გამოირჩევა. ამასთან, საკუთარი იდეების გაზიარებას ის ძალიან იშვიათად მიმართავს. ამ მხრივ ინტროვერტული ნატურის მიუხედავად, ეს ადამიანები არაჩვეულებრივი მსმენელები და მოსაუბრეები არიან.

მათ კარგად გამომუშავება გამოსდით, ადვილად თანხმდებიან ცვლილებებს და არ დაელოდებიან რაიმე შესაფერის მომენტს, რათა იმიჯი, სამსახური ან საცხოვრებელი შეიცვალონ. ამ ქმედებებს უცებ წყვეტენ და არასდროს ნანობენ საკუთარ არჩევანს. ასევე, ისინი ცხოვრობენ პრინციპით: “არ განსაჯო და არ განგსჯიან”.

პოზა С

ადამიანი, რომელიც ამ პოზას ამჯობინებს, თავდაჯერებლობით გამოირჩევა. ასეთი ადამიანები პიროვნული განვითარებით და თვითშემეცნებით გამოირჩევიან, ამიტომაც მშვენივრად უმკლავდებიან საკუთარ უარყოფით თვისებებს და იციან, როგორ გამოხატონ თავიანთი პლიუსები.

მათი უმრავლესობა ექსტროვერტია, ამიტომაც გიჟდებიან მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნაზე, მოსწონთ ქება და საყოველთაო აღიარება. ხანდახან ჭირვეულები არიან და ტანისამოსში და კავშირებში შერჩევითობას მიმართავენ. მიუხედავად ამისა, მათ ნამდვილად შეგვიძლია კამპანიის სული ვუწოდოთ.

პოზა D

ადამიანი, რომელიც ამ პოზას ამჯობინებს, გულწრფელობით და პირდაპირობით გამოირჩევა. მათ შეძლეს ეპოვნათ ბალამსი ცხოვრებაში და მისი დაცვაც ისწავლეს. მათი ხასიათისთვის დამახასიათებელია თანაგრძნობა და დახმარების პასუხად არავისგან არაფერს ელიან. თუ ვინმე ან რამე უყვართ, მათი სიყვარული პრობლემების წარმოქმნასთანაა დაკავშირებული: გარშემომყოფები მათ მხვერპლს ვერ ხვდებიან. მიუხედავად ამისა, ისინი ოპტიმიზს არ კარგავაენ და ახალ ურთიერთობაში თავით ეშვებიან.

პოზა Е

ადამიანი, რომელიც ამ პოზას ამჯობინებს, ემოციურობით გამოირჩევა. ხშირად ეს ვნებიანი ნატურები არიან, ამბიციურობითა და საუკეთესო ხელმძღვანელური თვისებებით. მათი ცხოვრება საუცხოოდ ორგანიზებულია, ბევრ რამეში პერფექციონისტები არიან და კარგი დაკვირვებით გამოირჩევიან. გარეგნობითაც და შინაგანადაც ძალიან მიმზიდველები არიან, შეუძლიათ მოსმენა და მათი ნიჭი გაიგონ მინიშნებები, ყველას აოცებს.

მიზანდასახულობა – აი კიდევ ერთი ხასიათის თვისება, რომელიც ხანდახან სიმკაცრეში გადადის. მაგრამ, ამის დახმარებით ბევრ აღწევენ. მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ნეგატიურად ხვდებიან, რადგანაც შინაგანად ძალიან დარწმუნებულები არ არიან საკუთარ თავში. ამის გამო, მათი ცხოვრების დიდი დრო თავის მოვლაში იხარჯება.