მთავარი გასართობი მარტოხელა დედა კაცივით გამოეწყო და შვილს სკოლის ზეიმზე გაჰყვა, რათა გული არ დაეწყვიტა

მარტოხელა დედა კაცივით გამოეწყო და შვილს სკოლის ზეიმზე გაჰყვა, რათა გული არ დაეწყვიტა

by guramus

როცა უიტნი კიტელის 5 წლის შვილი ლუკასი დაბრუნდა და უთხრა დედას, რომ “მამები და დონატები” -ს წვეულება ჰქონდათ სკოლაში, ქალმა ბავშვს ჰკითხა უნდოდა თუ არა პაპა წაეყვანა, რადგან მამა არ ჰყავდა. ლუკასმა იუარა და დედას უთხრა, რომ დედაც და მამაც მისთვის უიტნი იყო.

ქალს შეეძლო ჩვეულებრივად გამოწყობილი წასულიყო წვეულებაზე, მაგრამ კრეატიული იდეა მოუვიდა თავში. უიტნიმ გადაწყვიტა ლუკასისთვის დაუვიწყარი დღე მოეწყო და შვილი გაემხიარულებინა. ქალს ბევრი არ უფიქრია და არც მეტი, არც ნაკლები, კაცივით გამოეწყო.

“მე და ჩემს შვილებს ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ამიტომ ვიცოდი ლუკასს ჩემი გიჟური იდეა მოეწონებოდა. არ შევმცდარვარ, წვეულებამ შესანიშნავ ტალღაზე ჩაიარა. ლუკასი ყველაზე ბედნიერი ბავშვი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მამა არ ყავდა. ვფიქრობ შევძელი მამის დანაკლისის ამოვსება.” – ამბობს უიტნი კიტელი.

უიტნიმ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც აღწერა ეს სიტუაცია. მარტოხელა დედას სოც.ქსელში ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა და წლის დედადაც აღიარეს.

მართლაც, რამდენი სიგიჟე შეიძლება გაგაკეთებინოს შვილის სიყვარულმა?!