ტესტი: როგორ განვსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტები ცხოვრებაში

აბათ ყველა მათგანი შეჯახებია საკუთარ გრძნობებში გაურკვევლობას. ეს ბევრი მიზეზით ხდება. ხშირ შემთხვევაში ადამიანები მსგავს პრობლემას მოულოდნელად აწყდებიან. ვართ მუდამ დაკავებულები და სულიერი თვითანალიზისთვის დრო აღარ გვრჩება.

ცხოვრებისეულ საკითხებზე პასუხის გაცემა ძალიან რთული ხდება, თუმცა ყველა პასუხი ჩვენს არაცნობიერშია დამალული. თუ მათ რიგებში ხართ, ვინც ცხოვრებისეულ პრიორიტეტებში ჩაიკარგა და ყველაფრის თავის ადგილას დაბრუნება უნდა, ამის გარკვევაში ეს ტესტი დაგეხმარებათ.

ეს ფსიქოლოგიური ტესტი გაგაგებინებთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა გრნობებს განიცდით გარშემომყოფების მიმართ.

აიღეთ პასტა და ფურცელი, რათა პასუხები ჩაიწეროთ. გაეცით სწრაფად და გულახდილად. გახსოვდეთ, რაც პირველი მოგივათ თავში, ისაა მთავარი.

კითხვები

1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინაშე 5 ცხოველია: ძროხა, ვეფხვი, თხა, ცხენი, ღორი. დააწყვეთ ისინი ისეთი თანმიმდევრობით, როგორც მოგწონთ.

2. ჩამოწერეთ ერთი სიტყვით თუ რა ასოციაციას იწვევს თქვენში შემდეგი სიტყვები: ძაღლი, კატა, თაგვი, ყავა, ზღვა.

3. დაფქრდით თქვენთვის 5 მნიშვნელოვან ადამიანზე. თითოეულ მათგანს თავისი ფერი შეურჩიეთ ამ ჩამონათვალიდან: ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, თეთრი და მწვანე.

ტესტის შედეგები

1. პირველ კითხვაზე პასუხი თქვენს ცხოვრებისეულპრიორიტეტებზე მეტყველებს. ძროხა კარიერის სიმბოლოა, ვეფხვი საკუთარი ღირსების, თხა სიყვარულის, ცხენი ოჯახის, ხოლო ღორი ფულის.

2. ასოციაციები, რომლებიც მეორე კითხვაზე მოგაფიქრდათ, ხსნის თუ როგორ ხედავთ ცხოვრებას. ძაღლის დახასიათება საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას ასახავს. კატა თქვენი პარტნიორის პიროვნული სიმბოლოა, თაგვის დახასიათება თქვენს მტრებს აღწერს, ყავა – ესაა დამოკიდებულება ინტიმურ სიახლოვესთან, ზღვა კი თქვენს ცხოვრებას აღწერს.

ტესტი: როგორ განვსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტები ცხოვრებაში

3. ფერები, რომლებიც მნიშვნელოვან ადამიანებს შორის გაანაწილეთ, შემდეგს ნიშნავს –
ყვითელი: იმ ადამიანის ფერია, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. ნარინჯისფერი ასახავს ადამიანს, რომელიც თქვენი ნამდვილი მეგობარია. წითელი: ის, ვისაც მთელი გულით გულწრფელად უყვარხართ. თეთრი თქვენი მონათესავე სულია. მწვანეთი კი აღწერეთ ადამიანი, რომელთან დაკავშირებული მოგონებებიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ თან.

ტესტი: როგორ განვსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტები ცხოვრებაში

  კომენტარები