ჩვენი არჩევანი ბევრ რამეს ამბობს ჩვენზე, თუნდაც წვრილმანზე. მნიშვნელოვანია ეს ტანსაცმლის კუთხითაც. სტილის დახმარებით გამოვხატავთ ჩვენს განწყობას და ხასიათს. ფეხსაცმელებს შეუძლიათ სამოსის მთავარი აქცენტის როლი მოირგონ. და რას იტყვიან ისინი მის მფლობელზე? ჩაიტარეთ ეს ტესტი და მიხვდებით.
აირჩიეთ ფეხსაცმელი
1. მაღალი ქუსლი
ქალი მსგავს ფეხსაცმელზე მამაკაცისთვის თავდაჯერებული და მიუღწევადია. ბევრს, რა თქმა უნდა თქვენთან მოახლოების ეშინია, მაგრამ თქვენ იცით, რომ ღირსეულები აუცილებლად იპოვნიან თქვენი გულისკენ მომავალ გზას. ამასთან, შინაგანად ძალიან ნაზი და გულნატკენი ადამიანი ხართ.
2. ღია ფეხსაცმელი ქუსლზე
მამაკაცისთვის თქვენ სიცოცხლით სავსე და მსუბუქად მოსაუბრე ჩანხართ. ყოველთვის ღია ხართ ურთიერთობისთვის და ღიმილის მეშვეობით ყველას მოხიბვლა შეგიძლიათ. თქვენს ქალურობას საზღვარი არ აქვს, სიკოხტავე და სიფაქიზე კი თქვენი სტილის მთავარი წესია.
3. ღია ცხვირით
მამაკაცების თვალში თავად ელეგანტურობა ხართ. ამასთან, ძალიან თამამი და ხანდახან თავგადასავლების მოყვარული. მამაკაცებისთვის თქვენთან ყოფნა მარტივი არაა, თუმცა ვერასდროს იწყენენ. მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ მსუბუქად მოაზროვნე ჩანხართ, არასდროს ღალატობთ თქვენს პრინციპებს და ყოველთვის ინარჩუნებთ ქალურობას.
4. წვეტიანი ცხვირით
ქალი მსგავს ფეხსაცმელებში მამაკაცის თვალში მაღალი მოთხოვნილებების მქონეა. თქვენ ზუსტად იცით, რა გსურთ ცხოვრებისგან და თავდაჯერებულად მიდიხართ მიზნისკენ. დიდი ალბათობით, ბევრი თაყვვანისმცემელი გყავთ, მაგრამ ყველას არ შეუძლია თქვენი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.
5. სქელ ქუსლზე
თუ ფეხსაცმელს ირჩევთ, აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს. ქალი, რომელიც უპირატესობას მსგავს ფეხსაცმელს ანიჭებს, არაკომფორტულობას ვერ მოითმენს. თქვენ არასდროს გაცვლით კომფორტს საზოგადოებაში ეპატაჟურ გამოჩენაზე. მამაკაცები ამას ხედავენ და ხვდებიან, რომ თქვენ უზარმაზარი თაიგულებით ვერ გაგაოცებენ, ქმედებებით კი ნამდვილად.
6. დაბალი ქუსლი
მამაკაცებზე ნაზი და რბილი ქალის შტაბეჭდილებას ტოვებთ. ასეთ ქალებთან შეხვედრისას სურთ რომ მათზე იზრუნონ, მათ გამო მთებსაც გადადგამენ. თქვენ ოსტატურად იყენებთ თქვენს ღირსებებს. მამაკაცები, რომლებსაც სურთ მოიპოვონ თქვენი ყურადღევა, დიდი ძალისხმევა და მცდელობა სჭირდებათ.