გემრიელი პროდუქტი იშვიათად არის ხოლმე თან სასარგებლოც. ამიტომ ორმაგად სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ბანანს ეს არ ეხება და გემოთი ტკბობის გარდა მას ორგანიზმისთვის უდიდესი სარგებლობა მოაქვს.
ჩვენ მივეჩვიეთ ბანანის მირთმევას ძირითადად ზამთარში და გაზაფხულზე, როცა დახლებზე სხვა ხილის ნაკლებობაა. ითვლება, რომ ვაშლი, ქლიავი, ან ატამი უფრო სასარგებლოა.
თუმცა ბანანს აქვს უნიკალური ქიმიური შემადგენლობა, რისი წყალობითაც მისი მოხმარება მრავალ საინტერესო ეფექტს იძლევა. განვიხილოთ ბანანის დადებითი თვისებები და განვსაზღვროთ მისი ნორმა – ღირს თუ არა ბანანის მირთმევა ყოველდღე.
როგორ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე გაყიდვების მიხედვით მეოთხე ადგილზე მყოფი ხილი
1. ბანანი – გემრიელი ,,ელემენტია”
ბანანი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და სხვა უნიკალური ნივთიერებებით. ის წარმოადგენს A, E, B6 ვიტამინების, მაგნიუმისა და სპილენძის წყაროს. ასევე ბანანი შეიცავს რამდენიმე ანტიოქსიდანტს.
ბანანის ნაყოფი შედგება რბილი და ადვილად შეთვისებადი უჯრედისისგან, ის შეიცავს მარტივ შაქრებს – ფრუქტოზას და საქაროზას. ბანანის მირთმევის შემდეგ ორგანიზმი სწრაფად ივსება ენერგიით.
2. ბანანი იცავს გულს
კალიუმი მუშაობაში ეხმარება კუნთებს, მათ შორის, ყველაზე მთავარს – გულის კუნთს. კალიუმის გარეშე ასევე სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, სისხლძარღვები, ნერვული უჯრედები…
მოზრდილი ადამიანსთვის რეკომენდებულია დღეში 3 გ კალიუმი, ხოლო 100 გ ბანანი შეიცავს ამ ნივთიერების 350 მლ-ს. მედიკოსების აზრით, საკმარისი რაოდენობის კალიუმის მიღება და ნატრიუმის მოხმარების დაქვეითება, წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ყველაზე მნიშვნელოვან პროფილაქტიკას.
3. ბანანი აუმჯობესებს გუნება-განწყობას
საკვირველია, რომ ეს ყვითელი ნაყოფი ფლობს უნარს, იმოქმედოს ჩვენი ბედნიერების შექმნაზე. ბანანი ამინომჟავა ტრიფტოფანის შესანიშნავი წყაროა, რომელიც სხეულში გარდაიქმნება ნეირომედიატორ – სეროტონინად, რომელიც ამაღლებს ჩვენს გუნება-განწყობას. თუ ბანანს ყოველდღიურად გამოიყენებთ, დაამარცხებთ გაღიზიანებადობას და განიქარვებთ ნაღველს.
4. ბანანი აწყნარებს ნაწლავებს
ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, რომ დაიცვათ ბანანის, ბრინჯის, ვაშლის პიურეს დიეტა, თუკი საჭმლის მონელების დარღვევები გაქვთ. ბანანის გამოყენება შეიძლება გასტრიტის, გულძმარვის, დიარეის დროს. ის აღადგენს დაკარგულ მინერალებს. ბანანში უჯრედისის შემცველობა ასევე ხელს უწყობს ნაწლავის ბალანსირებულ მუშაობას.
5. ბანანი დაგეხმარებათ ჭარბი წონისგან გათავისუფლებაში
დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველობის გამო, ბანანი სწრაფად და ხანგრძლივად ანაყრებს. ის შეიცავს ბევრ მდგრად სახამებელს. ეს სახამებელი მსხვილ ნაწლავამდე პრაქტიკულად გადაუმუშავებელი მიდის. სისხლში შაქრის რაოდენობა ამ დროს ნელა მატულობს, ამიტომ ბანანი აუმჯობესებს ინსულინისადმი მგრძნობელობას და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს.
B ჯგუფის ვიტამინების მაღალი შემცველობის გამო, ბანანი აწყნარებს ნერვულ სისტემას და ამით საშუალებას მოგცემთ, რომ სტრესს არ მიაყოლოთ შოკოლადი ან ჩიფსი.
6. ბანანმა შესაძლოა გამოიწვიოს მიგრენი და ალერგია
არსებობს აზრი, რომ ზოგ ადამიანში ბანანი იწვევს მიგრენს. ამ შემთხვევაში უნდა დაიცვათ ნორმა და არ უნდა მიიღოთ ნახევარ ბანანზე მეტი დღეში. ზოგს ბანანზე ალერგია უჩნდება, ქავილის, შეშუპების, გამონაყარის სახით.
ბანანის სარგებლობა ორგანიზმისთვის ეჭვგარეშეა. თუმცა, არ ღირს მისი ბოროტად გამოყენება. ბანანი ეკუთვნის საკმაოდ კალორიული ხილის ჯგუფს. 100 გ ბანანი შეიცავს 90 კალორიას.
მას, ვინც საკუთარ ფიგურას უფრთხილდება, შეუძლია დღეში 1-2 ბანანის მირთმევა. თუმცა ამ დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ტკბილეული და სახამებლის შემცველი პროდუქტები, მაგალითად, კარტოფილი, მაკარონი, პურ-ფუნთუშეული… სხვა შემთხვევაში ბანანის მოხმარების დღიური ნორმა შეგიძლიათ გამოთვალოთ. ამისათვის უნდა განსაზღვროთ იმ ნივთიერებების რაოდენობა, რომელთა ზედმეტმა დოზამაც შესაძლოა ორგანიზმისთვის პოტენციური საფრთხე გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით ეხება კალიუმს, მაგნიუმს და ვიტამინ B6-ს.
ერთ საშუალო ბანანი, რომლის წონა არის 160-200 გ, B6 ვიტამინის დღიური ნორმის 56%ს შეიცავს. აქედან გამომდინარე, ვასკვნით, რომ დღეში ბანანის მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს 2-3 ცალი. ამ ნორმის სისტემატური გადაჭარბება ხშირად უფრო ზიანისმომტანია, ვიდრე სარგებლის. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ კალიუმისა და მაგნიუმის ზედმეტი რაოდენობა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე მათი დეფიციტი.
გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს!