მთავარი საკითხავი რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენა-გაქირავება-გაყიდვის დროს?

რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენა-გაქირავება-გაყიდვის დროს?

by guramus

ბინისა თუ საკუთარი სახლის გაყიდვა, გაქირავება ან შეძენა საკმაოდ რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული. მეპატრონესა თუ უძრავი ქონების მაძიებელ პიროვნებას ბევრი ეტაპის გავლა და უამრავი ფაქტორის გათვალისწინება უწევს. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ, თუ რა არის მხედველობაში მისაღები თითოეული პროცედურის დაწყებამდე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მყიდველისა თუ გამყიდველის ინტერესების დაცვა.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ბინის ყიდვის წინ

გაბი ორკატისა და მისი მეუღლის ისტორია, რომელიც გვასწავლის, თუ რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ ბინის ყიდვის დროს.

გააქტიურე ხუთივე გრძნობა

როცა ორკატი და მისი ქმარი პირველად შევიდნენ სახლში, რომლის ყიდვაც უნდოდათ, მათ ძლიერი ხის წვის სუნი იგრძნეს. ,,თითქოს კოცონი იყო დანთებული’’. მაგრამ მათ დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ ამისთვის, რადგან სახლს ორი ხის მწველი ღუმელი ჰქონდა. როცა ისინი ამ სახლში გადავიდნენ, დაიწყეს სხვადასხვა შერეული სუნის შეგრძნება, რომელსაც უმეტესად ხის არომატი ჰქონდა. შემდეგ ორკატმა აღმოაჩინა, რომ ეს ხალიჩიდან იყო.

,,ეს ხის და შარდის სუნს ერთდროულად ჰგავდა, მას ხელსაც კი ვერ ვადებდი,’’ ამბობს ორკატი. ,,ვერც ვხვდებოდი მის უკან ადამიანი იყო, თაგვი თუ ძაღლი.’’ ამის შემდეგ სახლში თაგვების არსებობის პრობლემაც აღმოაჩინეს. ბოლოს მათ დაიწყეს სხვადასხვა ღრმულების დანახვა, კარადაში თაგვის მოსაქმულები იპოვეს, ჭურჭლის სარეცხი მანქანაში კი – მწერები. საშრობში მელანის ლაქები და დამდნარი კანფეტები იყო.

ხის სუნის მიზეზი კი ის აღმოჩნდა, რომ ღუმელის საცეცხლე დაზიანებული იყო და საკვამური მილი – დეფექტური, რაც სახლს ნახშირჟანგით ავსებდა. ,,ჩვენ სულ ახალი გათბობის სისტემის ყიდვა დაგვჭირდა’’ – ამბობს ორკატი.

გამოიყენე კვალიფიცირებული კადრები

ორკატმა ბინა პირდაპირ მყიდველისგან შეიძინა, მას არ მიუმართვს გაყიდვების აგენტისთვის. საბოლოოდ კი მან ინანა ეს გადაწყვეტილება, ასევე ის, რომ არ დაიქირავა უკეთესი ადვოკატი. უმჯობესია ყიდვა-გაყიდვის პროცედურა დოკუმენტირებულად იყოს დაცული, რათა შემდგომში ადგილი არ ჰქონდეს უფლებების დარღვევას.

ნუ შეგიყვარდება სახლი

როცა ახალი სახლის სანახავად შედიხარ, გული კართან დატოვე. პირველი ნახვით შეყვარება მარტივია, მით უმეტეს, თუ სახლის ადგილმდებარეობა მოგეწონა.

,,სახლის შეყვარება მცდარი გამოსავალია, ნუ ივაჭრებთ გულით. ივაჭრე შენი თვიური შემოსავლის მიხედვით, მე ეს ვერ გავითვალისწინე და შესაბამისად, იმედგაცრუებული დავრჩი,’’ – თქვა ორკატმა.

ნუ მოექცევი ზეწოლის ქვეშ

როცა სახლის სანახავად მივედით, რეალტორმა თქვა, რომ იმ დღეს უკვე სამმა ადამიანმა ნახა ის ადგილი და სხვებიც გამუდმებით რეკავდნენ ბინის თაობაზე. მან თქვა, რომ ვინც სახლი ნახა, მალევე მოუნდებოდა მისი ყიდვა, ამიტომ გვითხრა, საღამოსვე მიგვეღო გადაწყვეტილება.

ჩვენ ბევრი სახლი არც გვქონდა ნანახი, მეზობლებსაც არ ვიცნობდით და ისევ სახლის მფლობელს ვენდეთ, როცა მან თქვა, რომ ირგვლივ შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს. სახლი მართლაც კარგი იყო, მაგრამ დღემდე მიკვირს, რანაირად გავფლანგეთ მთელი ჩვენი ფული, ოცნებები და იმედები იმ სახლისთვის, რომელიც მხოლოდ 10 წუთის ნანახი გვქონდა.

არ მისცეთ სხვებს ზეწოლის უფლება, თავად იფიქრეთ და თავად გადაწყვიტეთ, რა გსურთ, რადგან თუ სხვებს მოუსმენთ, შეცდომების დაშვების რისკი გაიზრდება.

იცოდე, რისი გამომუშავების უნარი გაქვს

სესხის აღების შემთხვევაში ბანკის ოფიცრებმა არ უნდა გითხრან, ის თუ რამდენად გადახდისუნარიანი ხარ, ეს თავად უნდა განსაზღვრო. გახსოვდეთ, ყოველთვიური გადასახადი საკმაოდ გრძელვადიანია და თუ ეს თანხა დიდი აღმოჩნდა, ადამიანს სტაბილურობის განცდა ეკარგება.

მოძებნე სახლი, რომელიც შენს ცხოვრებას ერგება

უმჯობესია, ისეთ სახლზე იოცნებო, რომელიც შენთვის არის მოსახერხებელი და არა ისეთზე, როგორში ცხოვრებაც გინდა. თუ სახლს ყიდულობ, ჯობს, ხანგრძლივი და სტაბილური კაპიტალი გქონდეს.

იყიდე სახლი, რომელსაც ფინანსურად ყოველთვის გასწვდები

მე მსურდა სახლში ხშირად ვყოფილიყავი, ჩემს ახალდაბადებულ ქალიშვილთან ერთად, მაგრამ ახალი სახლის ყიდვის შემდეგ ეს სურვილი თავისთავად გაქრა, რადგან ჩვენ მეტი ფული გვჭირდებოდა. იფიქრე მომავალზე – შეძლებ ბავშვის კერძო სკოლის ფულის გადახდას? იპოვი ძიძას? მანქანა გყავს, მაგრამ ოდესმე ხომ მოგიწევს მისი შეცვლა? დარწმუნდი, რომ მთელი ოჯახური ფინანსები სახლს არ შეეწირება.

ფრთხილად აირჩიე აგენტი

პირველ რიგში, აგენტებს ინტერვიუ უნდა ჩაუტარო და სწორი კითხვები დაუსვა. ასევე გაეცანი მათი მუშაობის სტილს. მაგალითად, თუ ტელეფონზე საუბარს ვერ იტან, აირჩიე აგენტი, რომელიც იმეილით დაგეკონტაქტება. ხშირად ჰკითხე შენს თავს: ,,მომწონს მე ეს ადამიანი?’’

ყიდვის პროცესი გაწელილი და დამღლელია, ამიტომ სანდო ადამიანი ყოველთვის დაგჭირდებათ, რომელიც საქმეში თავდაჯერებულობას დაგიბრუნებთ.

არ დაისახო მიუწვდომელი ვადები

თუ სახლის ძებნა მაისში დაიწყე და იმედი გაქვს, რომ სკოლის დაწყებამდე – ანუ სექტემბრამდე – ბინას იპოვი, არ გაოცდე, თუკი ეს მოლოდინი ჩაიშალა. სახლის ძიების საშუალო ვადა 12 კვირაა, თუ არ ჩავთვლით, 90დან 120 დღემდე პერიოდს, როცა კალმით და ფურცლების დასტით ზიხარ და დოკუმენტებს ხელს აწერ.

ნუ ენდობი ზეპირად გამოთვლილ ვადებს, ჯობს, ნელ-ნელა მიჰყვე დროის დინებას და უკეთესი არჩევანი გააკეთო.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის ქირაობის დროს

დაათვალიერე გარემო

სანამ სახლს იქირავებ, დაფიქრდი ადგილზე. ბინა ახლოა საავადმყოფოსთან? თუ ასეა, მუდმივად სასწრაფოს ხმა ხომ არ გესმის? ახლო ხმაურიანი რესტორნები ან კლუბები ხომ არაა? ირგვლივ არსებული დაწესებულებები შესამოწმებელია.

გაითვალისწინე ავეჯი

მაცივარი, საყინულე, სარეცხი მანქანა, გაზქურა და ა.შ. ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრება, ალბათ, წარმოუდგენელია.

შეამოწმე წყლის წნევა

ის, თუ როგორ მოდის წყალი, როგორ ცხელდება და ა.შ. მართლაც მნიშვნელოვანი დეტალია.

შეამოწმე გამათბობელი

სიცივეში გაძლებაზე ხომ არ უნდა იყო? არა. ამიტომ გათბობა მნიშვნელოვანია.

გათვალე ხარჯები

ბინის ქირის გარდა გასათვალისწინებელია კომუნალური გადასახადები, ინტერნეტი, ყოველდღიურად საჭირო მასალები და პროდუქტები.

შესაძლოა დაგჭირდეს აგენტი

სამართლებრივი გაუგებრობების თავიდან არიდებისთვის, თავის დაზღვევა ყოველთვის შესაძლებელია.

გაარკვიე ცხოველების საქმე

თუ ბინის პატრონი არ არის თანახმა, რომ ცხოველები შეგაყვანინოს, ეს ადრევე გაითვალისწინე და ან სხვა ბინა მოძებნე ან ცხოველების დამტოვებელი.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის გაყიდვის დროს

დაიქირავეთ გამორჩეული აგენტი

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: ,, ქონების მართვის ყველა აგენტი ერთნაირი არ არის?’’ პასუხია – არა. შენ სახლის გაყიდვის დროს, დაქირავებული აგენტის მიმართ დიდი მოლოდინები უნდა გქონდეს. აუცილებელია მისი გულდასმით შერჩევა, სწორი კითხვების დასმა და პასუხების ჩანიშვნა.

სწორად დაწერეთ განცხადება

განცხადებაში უნდა ჩაიწეროს საცხოვრებელი ბინის მისამართი: რომელ უბანში და რომელ კორპუსში მდებარეობს ის. სასურველია მიუთითოთ, ძველი კორპუსია თუ ახლად აშენებული. ასევე – ჭერის სიმაღლე, ოთახების რაოდენობა და ბინის ფართობი – ზუსტად უნდა მიუთითოთ, რამდენი კვადრატულია ბინის ფართობი. ასევე სასურველია მიუთითოთ ოთახების და სველი წერტილების რაოდენობა, კუთხის ბინა ხომ არ არის და აქვს თუ არა გამავალი ოთახები. თუ ბინა გარემონტებულია, უნდა მიუთითოთ, როდის გააკეთეთ რემონტი და მიუთითოთ მისი აღწერილობაც. სასურველია განცხადებაში ჩაწეროთ, თუ რით არის კორპუსი ნაშენები.

განცხადებაში დართვისთვის, ეცადეთ ბინას რეალური სურათები გადაუღოთ და არ დაამუშაოთ ისინი სხვადასხვა პროგრამით.

მოაწესრიგეთ დოკუმენტები

იმისათვის, რომ უძრავი ქონება გავყიდოთ, საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში უნდა გვქონდეს. პირველ რიგში, აუცილებელია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო-აზომვითი ნახაზი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სახლის, ან მიწის ნაკვეთის შეძენისას. გარდა ამისა, კეთდება ნასყიდობის ხელშეკრულების ნოტარიულად გაფორმება. კონკრეტულ შემთხვევებში კონსულტაცია გაიარეთ დაქირავებულ აგენტთან.

კიდევ ხომ არ დაამატებდით რაიმე რჩევას? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილებებიც!