დღეისათვის დაბალი ნახშირწყლების შემცველი დიეტები საკმაოდ პოპულარულია. პურ- პროდუქტების და მაკარონის ნაწარმის რაციონიდან ამოღებას თითქმის ყველა დიეტა მოითხოვს. ამ უკანასკნელს მავნე პროდუქტადაც კი მიიჩნევენ. რამდენად სამართლიანია ასეთი მიდგომები?
აი, რა მოხდება, თუ პურისა და ფქვილოვანი ნაწარმის მიღებას მინიმუმამდე დაიყვანთ ან საერთოდ შეწყვეტთ.
1. დაიწყებთ წონაში კლებას
პირველი, რასაც შეამჩნევთ პურის მოხმარების მინიმუმამდე დაყვანით, ეს წონის სწრაფი და არსებითი კლებაა. თქვენი ორგანიზმი სწრაფად გათავისუფლდება ზედმეტი სითხისგან. თუმცა, ეს არც ისე სასიხარულო ფაქტია, რადგან ცხიმი თავის ადგილზე რჩება. ამიტომ თუ გსურთ ცხიმის ჩანართებისგან გათავისუფლება, ეს პურზე უარის თქმის ხარჯზე კი არ უნდა გააკეთოთ, არამედ საჭიროა მიმართოთ აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას.
2. თქვენ ნახშირწყლოვანი გრიპის მსხვერპლი გახდებით
პურის მოხმარების მკვეთრი შეწყვეტის შემდეგ, შესაძლოა გრიპის სიმპტომები დაგეწყოთ. რასთან არის დაკავშირებული ეს? საქმე იმაშია, რომ ნახშირწყლები ორგანიზმის ენერგიის ძირითადი წყაროა. მათი დეფიციტის დროს ორგანიზმი ახდენს ნახშირწყლოვანი მარაგის ხარჯვას. ხოლო როცა ისიც ამოიწურება, იწყება ბუნტი, რაც გამოიხატება რიგი სიმპტომების სახით: პირის სიმშრალე, დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, უძილობა, ზოგჯერ გულისრევაც. დიეტოლოგები თანხმდებიან, რომ რთული ნახშირწყლები, რომლებიც მსხვილად დაღერღილი ხორბლის პურშია, აუცილებელია ორგანიზმისთვის.
3. გექნებათ გუნება-განწყობის ხშირი ცვლა
რაციონში პურის შემცირების შემდეგ თუ ამჩნევთ განწყობის გაუარესებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ხან ნაღვლიანი ხართ, ხან მხიარული, ცუდად გძინავთ… ეს საერთოდ არ არის პრემენსტრუალური სინდრომი. ნახშირწყლების დეფიციტი სწორედ გუნება-განწყობის ცვლილებებს იწვევს.
ინსულინის მონაწილეობით ნახშირწყლების შეთვისება იწვევს ამინომჟავა ტრიფტოფანის რაოდენობრივ ზრდას, ეს კი ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის გამომუშავების წინა ფაზაა. ადამიანები, რომელთაც ამ ჰორმონის დონე მაღალი აქვთ, უფრო წყნარები არიან, მხიარულები და უკეთესი ძილი აქვთ.
4. შესაძლოა თავი იჩინოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებმა
პურის მოხმარების შემცირების შედეგად, ზოგი ადამიანი უჩივის ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის გაუარესებას. ამ დროს ნამდვილად არის მსუბუქი ჰიპოთირეოზი, რაც ხშირად ხდება სიცივის აუტანლობის, თმის ცვენის, დაღლილობის, ნაწლავთა შეკრულობის მიზეზი.
საქმე ის არის, რომ პური, როგორც საფუარიანი, ასევე უსაფუარო, წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინების წყაროს. მათ გარეშე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები სათანადოდ არ ფუნქციონირებს. ამიტომ თუ უარს ამბობთ პურზე, იფიქრეთ B ჯგუფის ვიტამინების სხვა ალტერნატივაზე.
5. შესაძლოა, წარმოიქმნას ვიტამინ C-ს დეფიციტი
დაბალნახშირწყლოვანმა დიეტამ პურის გამორიცხვით, შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინ C-ს დეფიციტი, მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობით მივიღებთ მას. რას ნიშნავს ეს?
საქმე იმაშია, რომ სტრესის ან ინფექციის თანხვედრა ინსულინის დაბალ დონესთან ერთად, იწვევს იმას, რომ ვიტამინი C იჟანგება და არ გადამუშავდება. ამას კი ორგანიზმისთვის სერიოზული შედეგები მოსდევს.
6. ქვეითდება ენერგიის დონე
სრულად არ გამორიცხოთ რაციონიდან პური, რადგან დაკარგავთ ძალას და ენერგიას, რომელიც საჭიროა ფიზიკური ვარჯიშისთვის. თუნდაც სპორტთან არ მეგობრობდეთ, ნახშირწყლების შეზღუდვით მაინც უარესად იგრძნობთ თავს, რადგან, კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, ჩვენი ორგანიზმისთვის არ არსებობს უკეთესი ენერგიის წყარო, ვიდრე ნახშირწყლებია.
სავსებით აშკარაა, რომ პურის რაოდენობის შემცირების გზით, ანუ ნახშირწყლების დაბალი შემცველობის ხარჯზე, შესაძლოა, წონაში სწრაფად დაიკლოთ. თუმცა ისმის კითხვა – რის ფასად? არ ჩავარდეთ უკიდურესობებში, გაუფრთხილდით ნახშირწყლებს და უზრუნველყავით ორგანიზმი საჭირო ენერგიით! შეგიძლიათ შეზღუდოთ მათი წყაროს მოხმარება (თუნდაც პურის), მაგრამ არ გამორიცხოთ სრულად ყოველდღიური რაციონიდან. ეს განსაკუთრებით ეხება პურის სასარგებლო სახეობებს – ჭვავისა და მსხვილად დაღერღილი ხორბლის პურს.
გაუზიარეთ ეს სასარგებლო ჩვევები თქვენს მეგობრებსაც!