მთავარი ასტროლოგია სტრუქტურული ჰოროსკოპი: რას ამბობს დაბადების წელი და ზოდიაქოს ნიშანი ერთად თქვენ შესახებ

სტრუქტურული ჰოროსკოპი: რას ამბობს დაბადების წელი და ზოდიაქოს ნიშანი ერთად თქვენ შესახებ

by guramus

იცოდით, რომ არსებობს ჰოროსკოპი, რომელიც ჩინურ ჰოროსკოპს და ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს?

სტრუქტურული ჰოროსკოპი

ადამიანის ფსიქოტიპის ასახსნელად ასტროლოგების უმეტესობა დასავლურ (ევროპულ) და აღმოსავლურ (ჩინურ) ზოდიაქოს სისტემას იყენებს. დასავლური ჰოროსკოპი ადამიანის ხასიათს დაბადების თვის მიხედვით საზღვრავს, აღმოსავლური კი წლის.

მათი შერწყმით ადამიანის უფრო კონკრეტულ პორტრეტს ვიღებთ.

ის დეტალურად შეიმუშავა გრიგორი კვაშამ. სტრუქტურული ჰოროსკოპი 7 პიროვნულ პორტრეტს გამოკვეთს. გაიგეთ თქვენი სპეციალური ცხრილის მიხედვით. ზედა ნაწილში იპოვნეთ თქვენი ზოდიაქო, ქვედაში კი ცხოველი, რომლის წელშიც დაიბადეთ. მათი გამაერთიანებელი ციფრი თქვენს თვისებებს განსაზღვრავს.

მეფე (I)

ეს ადამიანები დაბადებიდან ბრძენები, მიზანდასახულები და გამჭრიახები არიან. ყოველთვის მიმართულნი წარმატებისკენ. მათში დიდი ინტელექტუალური, ემოციური და ფიზიკური პოტენციალია ჩადებული. ეს ადამიანები დასახულ მიზნებს ნებისმიერ ფასად აღწევენ. კარიერაში წარმატება ახლავთ თან, მატერიალურ სისუსტეს ვერ გრძნობენ.

მეფეები ძალიან მეგობრულები არიან. მაგნიტის მსგავსად იზიდავენ ადამიანებს, რომლებიც მათში შთაგონებას ხედავენ. ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, რომ ცხოვრებაში წარმატება და იღბალი თავისით სდევთ თან, მაგრამ ეს ასე არაა. ყოველი მიღწევის მიღმა უდიდესი შრომა და თვითგანწირვა იმალება.

დამალული პოტენციალის გამოსაყენებლად, მეფეები ამბიციებისგან და სხვებისთვის ბრძანებების მიცემისგან უნდა განთავისუფლდნენ. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ნეგატიურ გრძნობებზე, სიძულვილსა და ბოროტებაზე. მეფეები წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი გონიერებით და სიბრძნით აღწევენ.

ლიდერი (II)

ეს ადამიანები ბუნებით მეთაურები და ლიდერები არიან. მათ იციან რა სჭირდებათ გარშემომყოფებს, შთააგონებენ და აინტერესებენ მათ, ადამიანის ძალისხმევას საჭირო საჭისკენ მიმართავენ. მათი ძალა არა ინტელექტში, არამედ დარწმუნების ძალაშია. ცხოვრების მიზანი – ადამიანების გაძღოლა.

ჰარმონიის მისაღწევად ბელადებს თვითრეალიზება სჭირდებათ. სასურველია რაიმე საქმის ხელმძღვანელობა. თუ შესაძლებელია დამრიგებლები და იმ ადამიანების მასწავლებლები უნდა გახდნენ, რომლებიც ცოდნას ეძებენ. საკუთარ ძალას არასწორად ნუ გამოიყენებთ. ნამდვილი  ბელადები არასდროს მოატყუებენ და ითვალთმაქცებენ. ისინი სამართლიანობას და ადამიანთა კეთილ ნებას აფასებენ.

რაინდი (III)

რაინდი სიკეთის, შეწყალების და თვითგანწირვის განსახიერებაა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გულთან ახლოს მიიტანენ სხვების უბედურებას და პრობლემებს. ყოველთვის ცდილობენ დაიცვან სუსტები, დააპურონ მშივრები და გაუძღვნენ დაკარგულებს.

საქმიანობის ნებისმიერ სფეროში ოცნებობენ გმირობა გამოიჩინონ და საკუთარი თავი გამოხატონ. მაგრამ, მათი ცხოვრების ნაწილი ისე ლაგდება, რომ მოქმედებები შეუმჩნეველი ხდება. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაიბადეთ საყოველთაო აღიარებას არ უნდა ელოდოთ. თქვენი ბედი ადამიანების დახმარება და 200%-ის გაღებაა. მაშინ მთელი მსოფლიო თქვენს მხარეს იქნება.

4. არისტოკრატი (IV)

ამ ადამიანების მისია სამყაროში სილამაზის შემოტანაა. არისტოკრატებს უყვართ სიმდიდრე, მოდურად ჩაცმა და ბევრ დროს უთმობენ გარეგნობას. გამოირჩევიან კარგი გემოვნებით და სტილის შეგრძნებით, მაგრამ სუსტი ნებით. არ არიან მიზანდასახულები, იციკლებიან გარეგნობაზე და უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ბუნებამ არისტოკრატები ნიჭით დააჯილდოვა, თუმცა ისინი არ მიილტვიან საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისკენ, ისევ და ისევ ბუნებრივი სიზარმაცის გამო. მათ აინტერესებთ სწრაფი შედეგი და თუ მისი მიღწევა შეუძლებელია, ამჯობინებენ არაფერი აკეთონ.

არისტოკრატებმა შრომიმოყვარეობა და მოთმინება უნდა განავითარონ. სცადეთ იპოვნოთ ხელმძღვანელი, რომელიც შეცდომაზე მიგითითებთ და საჭირო მომენტში სწორ გზაზე დაგაყენებთ.

5. პროფესორი (V)

ესენი ჯანსაღად მოაზროვნე და რაციონალური ადამიანები არიან. იციან ლამაზად საუბარი და დარწმუნება. მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან. არასდროს მოქმედებენ დაუფიქრებლად, არ წუწუნებენ და ცივი გონებით მოქმედებენ. რაინდის და მეფისგან განსხვავებით, პროფესორი არ ელის აღიარებას და საზოგადოებრივ პატივისცემას. მისი მოქმედებები მიმართულია შედეგისკენ შედეგისათვის.

იმისთვის, რომ ხასიათის საუკეთესო მხარეები გამოავლინოთ, ნუ ჩაერევით კონფლიქტებსა და კამათში. პანიკა, სტრესი, ისევე როგორც სხვა ზედმეტი ემოციები ღრმად დაგაზარალებენ და სტაბილური, ჩვეული სამაყროც შთაინთქმება.

6. მასხარა (VI)

ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, რომ ისინი მთელი დღეები მხიარულობენ და საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ. მაგრამ სინამდვილეში მასხარა – ექსტრავაგანტური და არასტანდარტული ადამიანია. ის მოსწონთ ადამიანებს, გადასცემს მათ პოზიტივს, მაგრამ თავად ხშირად იწყენს და დეპრესიას განიცდის.

მასხარებს არ უყვართ ყველას მსგავსად ყოფნა, უარს ამბობენ ცხოვრების ჩვეულებრივ წესსზე. დაუცველები არიან მავნე ჩვევების მიმართ. ამაშია მათი იდუმალი მისიაც – აჩვენონ ადამიანური მანკიერებები და სხვები გაანრიდონ მას.იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ, მასხარებს მხარდამჭერი გარშემომყოფების პოვნა სჭირდებათ, რომლებიც დააფასებენ ისეთებს, როგორებიც არიან.

7. ვექტორი (VII)

ვექტორი ნათელი და მოულოდნელობებით აღსავსე ადამიანია, ხშირად ავანტიურისტი და მოგების მოყვარული.ეს არასტანდარტული პიროვნებაა, რომელიც მაგნეტიზმს, მიმზიდველობას და სექსუალურობას ფლობს. მოკლეს ვნების ქარიშხალი!

ასეთი ადამიანები ყოველდღე იმუშავებენ წუწუნი გარეშე, ერთ მომენტში კი ყველაფერს მიატოვებენ და სამუდამოდ წავლენ სხვა ქვეყანასა თუ ქალაქში. ისინი მრავალმხრივები არიან მაგრამ, არა მუდმივები. მთელი ცხოვრება ეძებენ საკუთარ თავს სამსახურსა და სიყვარულში.

ვექტორის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სულიერ მხარეზე ძალიან განვითარებულები არიან. ბევრს ფიქრობენ და მუდამ აანალიზებენ ცხოვრებას, ინტუიციასაც ემადლიერებენ. ზოგიერთი მათგანი ღირებულ სიზმრებს ხედავს და მომავალს წინასწარმეტყველებს. უნიკალურობა რომ არ დაკარგონ, აუცილებლად უნდა მიიღონ საკუთარი თავი და არ ეცადონ საზოგადო კანონებს მოერგონ.