მართალია ადამიანის ხასიათის თვისებები ასაკთან ერთად შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მათ მაინც გამოვავლენთ სხვადასხვა წვრილმანებით. მაგალითად, სიარულის მანერით ვიგებთ ეამდენად თავდაჯერებულია ადამიანი, საყვარელი სასმლის არჩევით კი მის ტემპერამენტს გამოვიცნობთ.
დადებითი და უარყოფითი მხარეები ყოველთვის ღრმად არ იმალება. ისინი ქმედებებში და ჩვენს არჩევანში ვლინდება. არაა გასაკვირი რომ ამ არჩევნის ანალიზი გვეხმარება შინაგან სამყაროს ჩავწვდეთ.
შეხედეთ თითოეულ გოგონას და წარმოიდგინეთ, რომელი იქნება ყველაზე ლამაზი, როცა შემოტრიალდება. ნუ იხელმძღვანელებთ საყოველთაოდ აღიარებული სილამაზი კანონებით, დაეყრდენით პირად შეგრძნებებს.
1. თუ ყველაზე ლამაზი პირველი გოგონა გეჩვენებათ, ძალიან საიმედო და გაწონასწორებული ადამიანი ხართ. გარლვეული გარემოებები თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც იცით რომ ყველაფრია გადაწყვეტა შეგიძლიათ. თამამად მიიღეთ ახალი გამოწვევები და თავდაჯერებით აკეთეთ ნებისმიერი საქმე. შინაგანი მზაობის წყალობით, ბედის გარდატეხებთან მიმართებაში, თქვენი მწყობრიდან გამოყვანა ადვილი არაა. ამასთან, საოცარი მოთმინებით გამოირჩევით, რაც გეხმარებათ მიაღწიოთ შედეგს იქ, სადაც ბევრს იმედგაცრუება ხვდება და უკან იხევს.
2. მეორე გოგონას არჩევანი თქვენს მეგობრულობაზე მეტყველებს. ადვილად ეცნობით და პოულობთ საერთოს ადამიანებთან. ამაში გულუბრყვილობა და ხანდახან დაუდევრობა გეხმარებათ. ხშირად ხართ სიკეთის და თამაშის ხასიათზე. ამჯობინებთ გიხაროდეთ ყველაფერი და მარტო ყოფნის დროსაც არ მოიწყინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ყოველთვის პოზიტიურ ადამიანად რჩებით, დაუკვირვვებელ სოტყვებს შეუძლიათ ძლიერ გაწყენინონ.
3. მესამეს ყველაზე ლამაზად მორიდებული და ჩაკეტილი ადამიანები მიიჩნევენ. თქვენთვის მარტივია არაა გაეხსნათ სხვას და ხშირად დრო გჭირდებათ, სანამ ამას გადაწყვეტთ. მოულოდნელობები თქვენთვის არაა, რადგან ყოველთვის გიყვართ მისდიოთ საკუთარ გეგმას და მისგან ნებისმიერი სახის გადახვევა არ გსიამოვნებთ. შინაგანად კეთილი და უკონფლიქტო ადამიანი ხართ, რომელიც წყენას წლობით არ შეინახავს. ყოველთვის ცდილობთ გაგებით მოეკიდოთ სხვების გრძნობებს, ხშირად უძებნით ახსნას სხვა ადამიანის ყველაზე საშინელ ქმედებასაც კი. შესაძლოა საკუთარ თავს ატკინოთ კიდეც, რათა სხვებს არ აწყენინოთ.
სტატიის გაგრძელება იხილეთ მეორე გვერდზე: