ორგანიზებულმა ქურდება იციან, რომ უცნაური ნიშები შემოსავლიანია. წარმოგიდგენთ მსოფლიოში მომხდარ ყველაზე უჩვეულო ქურდობებს.
10) კომპანია “ეფლის” ფანი – კლიენტების ფაილები
ავსტრალიელი თინეიჯერი გიჟდებოდა “ეფლზე”. 16 წლის ასაკში ოცნებობდა ერთ დღეს ემუშავა ამ კომპანიაში. თუმცა, მისი სიყვარული კატასტროფაში გადაიზარდა საკუთარი თავის და Apple-ის მიმართაც.
1 წლის მანძილზე მან 90 გიგაბაიტის რაოდენობის მონაცემები შეაგროვა. ინფორმაციები მოიცავდა მომხმარებელთა ექაუნთებს და დაცულ ფაილებს. 2018 წელს “ეფლმა” იპოვნა დამნაშავე და სამსახურის შეთავაზების მაგივრად, “FBI”-ის გადასცა. ირონიულია, რომ კრიმინალი ჩადენილი იყო რამდენიმე “ეფლის” ლეპტოპით.
თინეიჯერი ბავშვთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხვდა. სამწუხაროდ, “ეფლზე” შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. კანონდარღვევა შეურაცხმყოფელი იყო, რადგანაც ჰაკერი მათ ფაილებში თვეების განმავლობაში ძრომიალობდა. კომპანიამ ერთადერთი განცხადება გააკეთა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.
9) ჭიანჭველა – მსოფლიოს ყველაზე პატარა ბრილიანტის ქურდი
ეს უნიკალური ვიდეო “იუთუბზე” ვირუსული გახდა. სამუშაო მაგიდაზე აღმოაჩნეს ქურდი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ჭიანჭველა იყო.
ჭიანჭველების ზოგიერთ სახეობაში არიან წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთ თავზე დიდი და მძიმე ნივთები ზიდონ. რათ უნდოდა მწერს ეს ქვა, მისტიკად რჩება.
8) კოსმეტიკური ჩარევის პაციენტი – ოპერაციებით გამოწვეული კლეპტომანია
როცა 40 წლის ქალი კოსმეტიკურ ოპერაციებზე ჩაეწერა, შესაძლო შედეგი ვერავინ ამოიცნო. 2016 წელს, პაციენტმა გაიკეთა ხელის ლიფტინგი, მუცლის და მკერდის ოპერაცია და ლიპოსაქცია. ბრაზილიელი დედა ჯანმრთელი იყო, ამიტომაც რამდენიმე დღის შემდეგ გაწერეს.
მალე მან კლეპტომანიის პირველი ნიშანი გამოსცადა. რაღაცის მოპარვა მის მისწრაფებად იქცა. რეალურად, ქალმა იაფიანი ნივთი აიღო, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა საკმარისი გადასახდელად. შედეგად პოლიციაშ მოხვდა. ექიმებმა იფიქრეს, რომ ოპერაციის დროს რაღაც არასწორად მოხდა. მათ აუხსნეს პოლიციელებს, რომ ქალი არ იყო კრიმინალი, მას ტვინის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.
ოპერაციის დროს, სისხლის ნაკადი შევიწროვდა და ნერვული რეგიონი დააზიანა, რომელიც პასუხისმგებელი იყო იმპულსთა კონტროლზე. სიტუაცია ამის გააზრების შემდეგ გამოსწორდა. კლეპტომანია რამდენიმე კვირაში გაქრა, ტვინის დაზიანება მოკლევადიანი აღმოჩნდა.
7) საკონდიტროს კონტრაბანდისტი – 1,020 ტორტი
დევიდ ლივიგანეიმ ბევრი ტორტი მოიპარა. ფაქტობრივად, 1200 ცალი თავისივე სამუშაო ადგილიდან. ყველას ეგონება, რომ ქურდი ტკბილეულზე გიჟდება, მაგრამ მას სხვა მიზნები ამოძრავებდა. თითოეული ტორტი 90 დოლარი ღირდა. ლივიგანეი, რომელიც Lady M Confections-სთვის კურიერად მუშაობდა, 90 000 დოლარი ღირებულების ტორტი მოიპარა.
ტკბილეულს შეეძლო შავ მარკეტზე სარფიანად გაესროლა. ამ დაწესებულების ტორტები ცნობილ ადამიანებსაც მოსწონდათ. The New York Times – მა ისინი ქალაქში საუკეთესოებად აღიარა. არაა გასაკვირი, რომ გამჭრიახ შემსყიდველებს ის სურდათ და ლივიგანეიმაც დაინახა ფულის გაკეთების შესაძლებლობა.
Lady M-მა ტორტების გაატაცების შესახებ წელს გაიგო. მათ ყურამდე მივიდა, რომ მათვე კრეპები სადღაც უფრო იაფ ფასად იყიდებოდა. კამერებმა აჩვენა, თუ როგორ მალავდა ლივიგანეი ტორტებს. კომპანიას ახლა სურს, რომ კურიერმა მოპარული ტორტების ღირებულების სრული თანხა გადაიხადოს.
6) აკვარიუმის ენთუზიასტი – ზვიგენი
გასულ წელს, სან ანტონიოს აკვარიუმში თანამშრომელი შოკში ჩავარდა. ვიზიტორები ტოვებდნენ დაწესებულებას, თუმცა საბავშვო ეტლს რაღაც არ ჰქონდა წესრიგში. აკვარიუმის მენეჯერი მათ პარკინგზე დაეწია. ის სთხოვდა მიეცათ უფლება ჩაეხედა მანქანაში, მაგრამ ორი მამაკაცი და ქალი უარს ეუბნებოდნენ.
სტაფმა ჩანაწერები შეამოწმა და საშინელი ქურდობის მოწმე გახდა. ტრიო ღია მარილიან აუზს მიუახლოვდა. იქ ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ შეხება ჰქონდეთ ზვიგენებთან. მაგრამ, ამჯერად შეხება ზედმეტში გადავიდა. ერთმა კაცმა ზვიგენი კუდით მოიხელთა და წყლიდან ამოიყვანა.ახალგაზრდა ქალმა კი მეორე კაცთან ერთად ის პლედში შეახვია. 0.5 მეტრი სირძის ზვიგენი საბავშვო ეტლში დამალეს.
ისინი დააკავეს, მათი მსხვერპლები კი აკვარიუმს დაუბრუნეს.
5) მეტალის ქურდები – ხიდი
ერთმა დაჯგუფებამ დიდი სარგებელი ნახა. მათ გადაწყვიტეს მოეპარათ მეტალი და ის დილერისთვის მიეყიდათ. მათ არ აკმაყოფილებდათ მეტალის კაბელები სხვების ეზოებში. მათ ყურადღება მიაქციეს ხიდს და მატარებლის რელსებს. ორივე მდებარეობდა ჩეხეთში.
არავის შეუმჩნევია, თუ როგორ მოხსნეს 9 ტონიანი ხიდი და 198 მეტრიანი რელსი. მაგრამ, ესეც საქმის ნახევარი იყო. მეტალს გაყიდვა სჭირდებოდა. ერთ-ერთი წევრი ქვეყნის აღმოსავლეთში, სლავკოვის დეპოს ეწვია. მან დილერს უთხრა, რომ ხიდი და რკინიგზა ბრძანების საფუძველზე მოხსნეს, რადგანაც არავინ იყენებდა. ყალბი დოკუმენტი ოფიციალურად გაასაღეს. სინამდვილეში, ორივე აქტიური ინსფრასტრუქტურა იყო და მხოლოდ ხიდის შეცვლას მილიონი სჭირდებოდა.
4) უცნობი რუსები – $300,000-ის ღირებულების კაკალი
2012 წელს დიდი რაოდენობით კაკლის პროდუქციამ ვერ მიაღწია მაიამიმდე. გზავნილმა ორი დღით დაიგვიანა. კომპანიამ პოლიციას დაურეკა და უთხრა, რომ მას კალიფორნიიდან ელოდნენ. გაირკვა, რომ ის იქაც დაკარგეს. ორი მოპარული გზავნილი (37,194 კილოგრამი ოდენობის და 300,000 დოლარის ღირებულების) ერთი მძროლის პასუხისმგებლობის ამბავი აღმოჩნდა. დამნაშავეს აღწერდნენ როგორც მამაკაცს რუსული აქცენტით. ის იყო 1.8 მეტრი სიმაღლის და 90 კილოგრამი. ატარებდა მანქანას წარწერით InTech Transportation და ეძებდა სარფიან შეკვეთებს.
როცა კომპანია დაკითხეს, მათ დაადასტურეს, რომ აღნიშნული მამაკაცი მათთან არ მუშაობდა. არავინ იცის რა მოუვიდა მაღ მძღოლს ან რათ უნდოდა იმ რუს კაცს ამდენი კაკალი. სავარაუდოდ ისინი შავ ბაზარზე ნაწილ ნაწილ გაყიდა.
3) ხის კარტელი – ათასწლოვანი ხეები
კანადის “Carmanah Walbran Provincial Park” სავსეა ძველი ხეებით. აქ მაგალითად, წარმოდგენილია 800 წლოვანი კედრები. 2012 წელს, ერთმა მოლაშქრემ შენიშნა, რომ ერთ-ერთი მათგანი მოჭრილი იყო. 50 მეტრიანი ხე გაქრა და შორიახლოს გაფუჭებული ხე-ტყის მოწყობილობა იპოვნეს.
საუკუნოვანი ხეები ეკოსისტემისთვის უმნიშვნელოვანესია. ისინი ყველა სიკეთესთან ერთად, ინარჩუნებენ გადაშენების პირას მყოფ ჩიტებს, რომლებიც მათში ბინადრობენ. სამწუხაროდ, გამოძიებას შედეგი არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ორგანიზაცია ჩაერთო.
კედარი პრობლემის კიდევ პატარა ფრაგმენტი იყო. ერთ ხეს 20 000 $-ის მოტანა შეუძლია, ხანდახან ას ხეს იპარავდნენ ერთდროულად. კარტელმა 100 მილიარდის ხე მოიპოვა.
მსგავსად საშიშ და ბოროტ კარტელს სამწუხაროდ ვერ ებრძვიან.
2) მოთამაშე – დიდი, კომერციული თვითმფრინავი
2018 წელს, რიჩარდ რასელმა დაასრულა თავისი მორიგეობა. ის სიეტლის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობდა. ვერავინ შეამჩნია, რომ ამ რიგითი მომენტის დროს რასელმა წარმატებით მოიპარა თვითმფრინავი: Bombardier Q400.
მას შემდეგ, რაც 76 ადგილიანი თვითმფრინავი აფრინდა, კონტროლმა შენიშნა, რომ რაღაც ვერ იყო წესრიგში. მათ სასარგებლოდ, რასელმა საკომუნიკაციო ხაზი ღია დატოვა. ქურდი ჰაერში საშიშ მანევრებს ახორციელებდა. ერთ-ერთმა პილოტმა სთხოვა დაშვებულიყო, რათა არავინ დაშავებულიყო. რასელმა კი უპასუხა: “არ მსურს დაშვება! ვიმედოვნებდი, რომ ამას გავაკეთებდი”. ფაქტი იყო, რომ აეროპორტის თანამშრომელს სუიციდი გადაეწყვიტა.
რასელმა ბოდიში მოუხადა ოჯახის წევრებს და მეგობრებს ამ ქმედებისთვის, ისევე როგორც კონტროლს. ჰაერში 1 საათი მოძრაობის შემდეგ, თვითმფრინავი კუნძულზე ავარიულად დაეშვა და რასელი შეიწირა. მას არ ჰქონია ფრენის გამოცდილება, მაგრამ შეძლო აფრენა და ჰაერში გარკვეული დროით გაჩერება. მანამდე მან კონტროლს განუცხადა, რომ ფრენისას დახმარება არ სჭირდებოდა, ის წარსულში მსგავს ვიდეო თამაშებს თამაშობდა.
1) ავოკადოს გამტაცებლები – 4 მანქანა დღეში
როცა კრიმინალები ფიქრობენ, რა გაიტაცონ, ავოკადო ნამდვილად არ მოაფიქრდებათ. თუმცა, მიჩოაკანის რეალობა სულ სხვაგვარია. როცა ფერმერები თავიანთ მოსავალს ტრანსპორტირებას უწევენ, მანქანის გატაცების რისკი დიდია. რეალურად, მექსიკის შტატში ყოველდღიურად 4 მანქანას იტაცებენ.
ამ უცნაურ არჩევანს რომ ჩაწვდეთ, უნდა იცოდეთ, რომ მიჩოაკანი კარტელების სამფლობელოა. სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს კონტროლის მოხვეჭაში ეჯიბრებიან, მაგრამ ერთპიროვნული ძალაუფლება ჯერ არავის ჩაუგდია ხელთ. ომები ძვირადღირებულია, ამის გამო კარტელებს შემოსავლის სარფიანი წყარო სჭირდებათ. მწვანე ბოსტნეული კი კარგი არჩევანია.
აშშ-ს ავოკადოს დაახლოებით 80 % იმპორტირებულია მიჩოაკანიდან. შედეგად, აქ ავოკადოს სექტორი მილიარდ დოლარიანი ინდუსტრიაა. იდეალური მაფიისთვის. 20 დაჯგუფება დასდევს ავოკადოს მანქანებს, იჩენენ ძალადობას. ამ სიტუაციამ შესაძლოა ბიზნესი მალე მოკლას.