მთავარი ადამიანები ქალმა სახლში შეპარული ლომი იპოვა და მისი გაგდებისთვის ყველაზე საოცარ ხერხს მიმართა

ქალმა სახლში შეპარული ლომი იპოვა და მისი გაგდებისთვის ყველაზე საოცარ ხერხს მიმართა

by guramus

როდესაც ლორენ ტეილორი სახლში დაბრუნდა, მან აღმოაჩინა რომ გიგანტური მთის ლომი მის მისაღებ ოთახში იჯდა. პარტნიორი, რომელიც ლორენს თან ახლდა, შიშისგან აკივლდა და მაშინვე გაიქცა სახლიდან, თუმცა თვითონ ლორენმა გადაწყვიტა ამ გამოწვევას გაბედულად და მშვიდად შეხვედროდა. იგი პირისპირ დარჩა გარეულ ცხოველთან, რომელიც ხმაურისგან დაფრთხობის გამო უშედეგოდ ცდილობდა დახურული ფანჯრიდან გასვლას, თუმცა როდესაც ეს არ გამოუვიდა, იქვე დაწვა.

მას შემდეგ, რაც შფოთვით შეპყრობილი ლომი ლორენის ოთახის კუთხეში მიიმალა, გაბედულმა ქალმა გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორების ყველაზე ორიგინალური ხერხისთვის მიემართა. მას დიდი გამოცდილება აქვს ენერგიებთან და ცხოველებთან მუშაობის, რისი გამოყენებაც სწორედ ამ შემთხვევაში გადაწყვიტა. მისი თქმით, კატები ექსტრემალურად ძლიერად აღიქვავენ ენერგიებს და ეს ლომიც შიშისა და სიბრაზის ენერგიების ველის საფრთხის ქვეშ იყო, რის გამოც ენერგიის შეცვლის შემდეგ, იგი დამშვიდდა.

გარეული კატა სავარძლის უკან დაიმალა, რის გამოც ლორენმა გარეთ გადაწყვიტა გასვლა და ფანჯრიდან შეიხედა ლომის დასანახად. ფანჯარასთან მიახლოების ხმაურმა ლომი გააღვიძა, თუმცა ლორენი არც ამ შემთხვევაში არ დაიბნა. მან კატებისთვის ნაცნობი თვალების დახამხაბების ტექნიკებით დაამყარა კომუნიკაცია დიდ კატასთან. ამის დამსახურებით ცხოველი დამშვიდდა. ქალის მოწადინებით დაუპატიჟებელ სტუმარს 6 საათი ეძინა: ” ლომმა აშკარად უსაფრთხოდ იგრძნო თავი და წასვლის ნიშნებს არ ამჟღავნებდა ” – განაცხადა ლორენმა. რამდენიმე საათის შემდეგ, ლორენმა გადაწყვიტა იგი სახლიდან გაეშვა ისე, რომ მისი პანიკა არ გამოეწვია.

მე ტელეპათიური სურათები გავუგზავნე სახლიდან გასასვლელი გზის, ღია უკანა კარის, უკანა ეზოს ბილიკის და მდელოს გადასასვლელი გზის ღია ველისკენ, მთებისკენ” – გაამხილა ლორენმა. შემდეგ მან დრამებზე დაკვრა დაიწყო, ამ ხმაზე მთის ლომი ადგა და მშვიდად, ჩუმად დატოვა სახლი უკანა კარიდან. გაბედულმა ქალმა ეს ისტორია სოციალუ ქსელში გამოაქვეყნა და უამრავი ადამიანისგან დაიმსახურა საქებარი სიტყვები და მოწონებები. მისი საქციელით და ნიჭით საზოგადოება ძალიან აღფრთოვანდა.

ასევე გაირკვა, რომ სავარაუდოდ ცხოველი ორეგონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის გამო იყო გაქცეული და მისგან თავის დასაცავ თავშესაფარს ეძებდა. არავინ იცის ზუსტად რამ გადააწყვეტინა გარეულ მთის ლომს სახლის მშვიდად დატოვება და ლორენის სურვილების შესრულება. იყო ეს გაბედული ქალბატონის უნიკალური ნიჭის დამსახურება, თუ უბრალოდ დიდ დამთხვევას ჰქონდა ადგილი ამ ორი არსების ურთიერთობისას? ნებისმიერ შემთხვევაში ეს არაორდინალური სიტუაცია მართლაც საინტერესო ისტორიად იქცა.