მთავარი ადამიანები მამაომ უპატრონო ძაღლების გაშვილების ყველაზე უნიკალური ხერხი იპოვნა

მამაომ უპატრონო ძაღლების გაშვილების ყველაზე უნიკალური ხერხი იპოვნა

by guramus

ბრაზილიაში უსახლკარო ძაღლები რეგულარულად ესწრებიან ეკლესიაში ლოცვების ცერემონიებს, თუმცა ეს მათში უეცრად გაჩენილი ღმერთის რწმენის დამსახურება ნამდვილად არაა. ამის მიზეზი მამაო ჟოაო გომესი გახლავთ, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო და მათ დასახმარებლად ყველაზე ორიგინალურ ხერხს მიმართა.

იგი იწვევს ქუჩაში მიტოვებულ ძაღლებს ეკლესიაში, რათა მის მიერ ჩატარებული ცერემონიების მონაწილენი გახდნენ და ამ გზით იპოვონ ახალი ოჯახი. მისი გული, როგორც ეკლესიის კარები, მუდამ ღიაა დახმარების საჭიროების მქონე ცხოველებისათვის და მართლაც ვინ არ დაესწრება საეკლესიო ცერემონიას, თუკი იქ საყვარელი ძაღლების ხილვაა შესაძლებელი?

კეთილშობილი მღვდელი საკუთარი კალთის ქვეშ იფარავს მიუსაფარ ძაღლებს. მას ისინი ეკლესიაში იმ იმედით მიჰყავს, რომ მათ უცნობი ადამიანები შეამჩნევენ და დაუმეგობრდებიან. სწორედ ამიტომ, ყოველ კვირა დღეს, იგი განსაკუთრებით ცდილობს მისი ოთხფეხა მეგობრები ყურადღების ცენტრში მოაქციოს და ყველაზე საპატიო ადგილას დასვას.

მიუხედავად დიდი სიყვარულისა და ერთგულებისა, ძაღლები მაინც ძაღლები არიან და ყოველთვის უდიდეს ყურადღებასა და მოფერებას ითხოვენ, შუა ცერემონიის დროსაც კი. თუმცა ჟოაო პაულო არც ამაზე წყვეტს მათ გულს და არასდროს იშურებს მათთვის დროს ცერემონიების დროს.

“ეს ღმერთის სახლია და ისინიც ღმერთისანი არიან, ამიტომ ყოველთვის შეძლებენ შემოსვლას, დაძინებას, ჭამას, წყლის დალევასა და უსაფრთხო თავშესაფრის პოვნას აქ” – განაცხადა მღვდელმა სოციალურ ქსელში. იგი აქტიურად მოუწოდებს მის ირგვლივ არსებულ დიდ საზოგადოებას, რომ მოიწვიონ ცერემონიებზე მათ ირგვლივ არსებული ადამიანები, რომლებიც დაინტერესდებიან ახალი მეგობრების შეძენითა და მათთვის ახალი თავშესაფრის ჩუქებით. მისი მგრძნობიარე მოწოდებები და მოქმედებები აქტიურად აუმჯობესებს მის ქალაქში შექმნილ სიტუაციასა და მენტალიტეტს.

მამაოს გულმოდგინე ქცევების დამსახურებით, უსახლკარო ძაღლების რიცხვი ქალაქი გრავატას ქუჩებში, რომელიც 228 ათასი ადამიანის საცხოვრებელს მოიცავს, მნიშვნელოვნად შემცირდა. უამრავმა ძაღლმა იპოვა ახალი, სიყვარულით სავსე სახლი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უამრავ საყვარელ ცხოველთან ურთიერთობისას ვერც თვითონ კეთილშობილმა მღვდელმა ვერ გაუძლო სიკეთის ცდუნებას და ზოგიერთი მათგანი  თვითონაც კი იშვილა.

მე გულის პრობლემების მქონე რამდენიმე ძაღლს დავეხმარე. მათი ნაწილი თავშესაფარში მივიყვანე და შემდეგ ისინი იშვილეს. სამი მათგანი ჩემთან დარჩა. დღეს ისინი ჩემი შვილები არიან და ჩემ საწოლში სძინავთ” – განუცხადა მამაომ ჟურნალისტებს. მისმა კეთილშობილურმა ქმედებებმა ინტერნეტი მოიცვა და უამრავი ადამიანისგან დაიმსახურა მოწონება.