მთავარი საკითხავი უფროსი ძმის ყოლა დიდი ბედნიერებაა. აი, 10 მიზეზი

უფროსი ძმის ყოლა დიდი ბედნიერებაა. აი, 10 მიზეზი

by guramus

მას, ვისაც დიდი ძმა ყავს, იცის ზრდის პროცესი რთულია, თმცა საუკეთესო რაც კი შეიძლება შეგემთხვათ. ხანდახან ის გაგიჟებთ და გაბრაზებთ, მაგრამ ყოველთვის უსაზღვროდ უყვარხართ და ბევრი მიზეზის გამო მათი თქვენს ცხოვრებაში არსებობა შეუცვლელია.

1. გაზიარებთ სპორტს.

ძმებს უყვართ კონკურენცია და უფროსი ძმა ნიშნავს მუდმივ პარტნიორს ნებისმიერ სპორტში მთელი ბავშვობა. თუ მოგწონთ მსგავსი აქტივობები, ძალიან დასამახსოვრებელი დღეები გექნებათ.

2. გასწავლით, როგორ იყოთ უკეთესი.

უფროს ძმას დიდი გავლენა აქვს თქვენ ცხოვრებაზე და მაშინაც კი მოგხედავთ, როცა ამის შესახებ არ იცით. ის გასწავლით უკანასკნელ ტრენდებს, აღმოგაჩენინებთ კარგ მუსიკას და დაგმოძღვრავთ როგორ მოიქცეთ კარგად შერცხვენის გარეშე.

3. გასწავლით როგორ დაიცვათ საკუთარი თავი.

უფროსი ძმა გასწავლით ყველაფერს, რაც იცის ცხოვრების შესახებ და უშიშარ ადამიანად დაგაყენებთ. ხშირად ისინი ერთგვარი საიმიჯო მოდელები არიან უმცროსი ძმისთვის და არ მოგცემენ საშუალებას სამყაროს მოუმზადებელი შეერკინოთ.

4. თქვენ მისი მეგობრების მეგობარიც ხართ და აუცილებლად დაგიცავენ.

არამხოლოდ უფროსი ძმა, არამედ მისი მეგობრებიც დაგიცავენ და გასაჭირში თქვენთან გაჩნდებიან. უფროსი ძმის მეგობრები მოგექცევიან ისე, როგორც ნებისნიერს მათ რიგებში.

5. არ მოგცემთ საშუალებას დაუშვათ იგივე შეცდომები რაც მან დაუშვა.

თქვენი ძმა მუდამ ერთი ნაბიჯით წინ იქნება ცხოვრებაში და გამოცდილების საფუძველზე გეტყვით როგორ მოიქცეთ. მან უკვე გაიარა ის გზა, რომელიც თქვენ უნდა გაიაროთ.

6. იცის რა არის უკეთესი თქვენთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გაწვალებთ, არ მოგცემთ საშუალებას არასწორი არჩევანი გააკეთოთ. ის დარწმუნდება რომ სწორ გზაზე ხართ. მაშინაც კი თუ გგონიათ ვერ ხედავს, ყოველთვის აკონტროლებს რომ რაიმე სულელური არ ჩაიდინოთ.

7. მას შეუძლია დაცემა შენს მაგივრად აიტანოს…

შეისაძლოა ჩაგიშვათ მშობლებთან თუ მის ტკბილეულს მოიპარავთ, მაგრამ ნამდვილ პრობლემაში არ გაგხვევთ. ხანდახან თავსაც გაწირავს დაუფიქრებლად, თუ ეს საჭირო იქნება.

8. …და დაგეხმარებათ წამოდგომაში როცა დაეცემით.

უფროსი ძმა ნიშნავს საუკეთესო მეგობარს ცხოვრებაში. ყოველთვის შეგიძლიათ მათ დაეყრდნოთ, სერიოზულ პრობლემებშიც კი. დიდმა ძმებმა იციან რას ნიშნავს შეცდომის დაშვება და არასდროს გაგკიცხავენ ამისთვის.

9. გაიგებთ ნამდვილი სიყვარული – სიძულვილის ურთიერთობას.

იქნება დღეები, როცა იფიქრებთ რომ უფროსი ძმა ყველაზე მაგარი ტიპია, ვისთანაც დროის გატარება შეგიძლიათ, მაგრამ იქნება დღეები, როცა უბრალოდ სახეში გატყმა მოგინდებათ. ძმასთან არსებული ურთიერთობა გასწავლით სიყვარული-სიძულვილის ურთიერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ იჩხუბებთ ხოლმე, იცით რომ ერთმანეთზე დიდხანს მაინც ვერ იქნებით გაბრაზებული.

10. რაც მთავარია, ის ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით.

ის არ გაგაკრიტიკებთ და მუდამ მხარს დაგიჭერთ. სესაძლოა გაამახვილოს ხოლმე ყურადღება თქვენს ნაკლზე მაგრამ ყოველთვის იზრუნებს. რაც არ უნდა მოხდეს მუდამ გექნებათ მისი იმედი.

ახლა გესმით, რამდენად იღბლიანი ხართ? ეთანხმებით მათ მნიშვნელობად ცხოვრებაში? თავად როგორი ურთიერთობა გაქვთ?