მთავარი საკითხავი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტერორისტი გაბედულმა ძაღლმა გამოიჭირა

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტერორისტი გაბედულმა ძაღლმა გამოიჭირა

by guramus

ახლახანს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ძალიან სასიხარულო და ორიგინალური ამბავი მოექცა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გადაწყვიტა სოციალუ ქსელში გამოექვეყნებინა ერთი შესანიშნავი ძაღლის ქების პოსტი, რომელიც ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ძებნის ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას.

გაბედული ძაღლის თანხლებით, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ტერორისტის ციხე-სიმაგრე შტურმით აიღო. სწორედ ამ განსაკუთრებული ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა დონალდ ტრამპმა საკუთარი 66 მილიონი გამომწერისათვის ტვიტერზე:

ასევე თეთრი სახლის პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა სპეცოპერაციის სხვა დეტალებიც გაამხილა. მისი თქმით ძაღლის ფოტო გასაჯაროვდა, თუმცა მისი სახელი მაინც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს. ფოტოზე გამოსახულ ცხოველთან ერთად ჯარისკაცებმა ტერორისტს ტუნელის ბოლომდე მისდიეს, სადაც ძაღლებისგან გაქცევის მიზნით აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ჩიხში შეუხვია და სასოწარკვეთის გამო მკერდზე დამაგრებული ბომბი ააფეთქა. აფეთქებამ მისი და კიდევ 3 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

ტექსასის წარმომადგენელმა ჯოდი არრინგტონმა აღნიშნული ფაქტის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა:

“ ადამიანის საუკეთესო მეგობარი ასევე თავისუფლების საუკეთესო მეგობრად იქცა. ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას ჩვენს ოთხფეხა მებრძოლს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ემსახურა მამაცი სპეცდანიშნულების რაზმის წევრების გვერდით, რომელმაც ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი  გაანადგურა.”

ოპერაცია, რომელიც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ჩამოგდებით დასრულდა, სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განხორციელდა. ამ ოპერაციის შეფასებისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ტერორისტი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაასამართლა და იგი მკვდარია.

ტრამპა ასევე განაცხადა, რომ ISIS-ის ლიდერი ტირილითა და ყვირილით დაიღუპა მას შემდეგ, რაც ჩიხში ამოყო თავი. იგი ძალიან ცდილობდა სხვების დაშინებას, თუმცა სიკვდილის ბოლო მომენტები თვითონ გაატარა შიშში, ამერიკული ძალების მიერ წარმოქმნილ პანიკაში;

“იგი მშიშარასავით მოკვდა. მსოფლიო ახლა ბევრად უფრო უსაფრთხოა” – განაცხადა ტრამპმა.

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის უამრავი ჯარისკაცი დაიღუპა ოპერაციის დროს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არცერთი მებრძოლი არ დაკარგა ამ შეტევის დროს.

ჯარისკაცების შექებისას, ტრამპმა დაამატა:

“რეიდი იდეალური იყო და მხოლოდ სხვა კონკრეტული სახელმწიფოებისა და ხალხის დახმარების წყალობით გახდა შესაძლებელი. 

“მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთს, თურქეთს, სირიას და ერაყს, ასევე სირიელ თურქებს, იმ კონკრეტული დახმარებისთვის, რომლის მოცემაც მათ შეძლეს”

თამამი ძაღლის გმირული საქციელისა და მისი ფოტოს მიმართ სოციალურ ქსელებში საქებარი სიტყვების ბუმი ჯერ კიდევ გრძელდება.