მთავარი საკითხავი ყველაზე დიდი ოჯახი კიდევ ერთ შვილს ელოდება – დედამ 22-ე ბავშვი დააანონსა

ყველაზე დიდი ოჯახი კიდევ ერთ შვილს ელოდება – დედამ 22-ე ბავშვი დააანონსა

by guramus

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ყველაზე დიდ ოჯახს ჯერ კიდევ არ დაუმთავრებია ზრდა. ამ გრანდიოზული ოჯახის დედის განცხადებით, იგი ოცდამეორე შვილზეა ორსულად. თუმცა, ახალი შვილის დაბადებამდე, რედფორდების ოჯახი უკვე დიდი ხანია რაც ბრიტანეთის უდიდესი ოჯახის სტატუსს თავმომწონედ და დამსახურებულად ატარებს.

2018 წლის ნოემბერში, დედა სუ რედფორდმა 21-ე შვილი, ბონი გააჩინა

დედის განცხადებით, ეს მისი ბოლო შვილი იყო:

” ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მეტი შვილის გაჩენა აღარ გვინდა. ბონიმ ჩვენი ოჯახი შეავსო. ზოგი ადამიანი ორი ან სამი შვილის შემდეგ ირჩევს გაჩერებას. ჩვენ ეს 21 შვილის მერე გადავწყვიტეთ” – განუცხადა ჟურნალისტებს სუმ.

მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, ბრიტანეთის ყველაზე დიდი და მასშტაბური ოჯახი კიდევ უფრო გადიდებას აპირებს. სუ და ნოელ რედფორდებმა ახლახანს განაცხადეს, რომ მალე ოცდამეორე შვილი ეყოლებათ. გაბედული დედის განცხადებით, იგი უკვე ორსულობის მეთხუთმეტე კვირაში იმყოფება და ოჯახი მალე შეიტყობს მომავალი შვილის სქესსაც.

ახალი ამბის შესახებ გამოქვეყნებული ვიდეო 29 სექტემბერს იქნა ჩაწერილი, როდესაც მშობლები სამი თვის თავზე ჩასატარებელ სამედიცინო პროცედურებზე იმყოფებოდნენ. წყვილის განცხადებით ბავშვის სავარაუდო დაბადების პერიოდად მომავალი წლის აპრილი მოიაზრება, ხოლო მის სქესს მალე შეატყობინებენ პუბლიკას.

სუ და ნოელი საცხობს მართავენ მორეკამბეში, ლანკანშირში მათი შვილების დახმარებით. როგორ გასაოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, სუს უკვე საერთო ჯამში მისი ცხოვრების 800 კვირა გაატარა ფეხმძიმედ. იგი 7 წლის იყო, როდესაც პირველად შეხვდა ნოელს და 14 წლის ასაკში მან პირველი შვილი გააჩინა.

სუ ახლა 44 წლისაა, ხოლო ნოელი 48 წლის. მათი ყველაზე უფროსი შვილი 30 წლისაა და ყველაზე უმცროსი 8 თვის. როგორ ჩანს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური და ძნელად გასამეორებელი რეკორდის მქონე ოჯახი ჯერ კიდევ აგრძელებს მსოფლიოს გაოცებასა და გაკვირვებას მათი მასშტაბების ზრდით.

ისინი უკვე საკმაოდ ცნობილი ადამიანები არიან მთელი ბრიტანეთის მასშტაბით და ყოველი შვილის გაჩენასთან ერთად ინტერნეტში სულ უფრო და უფრო დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს მათი ისტორია. ოცდამეორე შვილის გაჩენის ამბის გახმაურებასთან ერთად მათ ირგვლივ კვლავ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი ატყდა და სოციალურ ქსელებში დღემდე არ შეჩერებულა მათ მიმართ სითბოსა და მხარდაჭერის გამომხატველი პოსტების გამოქვეყნების პროცესი.

მიუხედავად ასეთი საოცარი შედეგისა, როგორც ჩანს ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ოჯახი გაჩერებას არ აპირებს.