ტაილანდელი ძაღლი პატრონებს 4 წლის განმავლობაში ზუსტად იმ ქუჩაზე ელოდა, სადაც ის დაკარგეს. მისი ისტორია ახლახანს გამოქვეყნდა ინტერნეტში ანუჩიტ უნჩაროენის მიერ. მისი განცხადებით, მან ძაღლი რამდენჯერმე შენიშნა ქუჩაში, თანაც შეატყო რომ იგი დაკარგულს ჰგავდა.
მან ასევე ქალი დაინახა, რომელიც ძაღლისთვის საჭმლის მოსატანად მოდიოდა ხოლმე. მან შემჩნეული ცხოველის შესახებ გაიკითხა გარშემო მყოფებს შორის და აღმოაჩინა გასაოცარი და ამასთანავე გულსატკენი ისტორია. საწყალი ლეო როგორც აღმოჩნდა მის პატრონებს ერთი და იგივე ქუჩაზე 4 წლის განმავლობაში ელოდა.
ძაღლზე მზრუნველმა ქალმა, რომელიც უპატრონო ცხოველს ხშირად კვებავდა, აღიარა რომ მისი სახლში წაყვანაც კი სცადა, რადგან ძაღლი ძალიან გამხდარი იყო და დაავადებებითაც კი იტანჯებოდა.
თუმცა, მიუხედავად იმისა რომ პინუჩავეტი სახლში მიყვანილ ძაღლს კარგად უვლიდა და თბილად ექცეოდა, იგი მაინც გაიქცა გულთბილი ქალის სახლიდან და ჩვეულ ქუჩას დაუბრუნდა.
ძაღლი მას აღარ მიჰყვებოდა სახლში, ამიტომაც ქალი იძულები გახდა ქუჩაში დაეწყო მისთვის საკვების მიტანა, რათა უპატრონო ცხოველი შიმშილობისგან დაეცვა. ზოგჯერ, როდესაც იგი დაკავებული იყო, მის მაგივრად ლეოს მისი ოჯახის წევრები აჭმევდნენ.
როდესაც ხალხმა მიტოვებული ძაღლის გულსატკენი ისტორია წაიკითხა სოციალურ ქსელში, მისი გაზიარება დაიწყეს იმის იმედით, რომ მიტოვებულ ცხოველს პატრონებიც მოკრავდნენ თვალს ინტერნეტში. საბედნიეროდ, არცისე დიდი ხნის გასვლის შემდეგ, პოსტის ავტორ უნჩაროენს ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ფოტოზე ასახული ძაღლი მათ შინაურ ცხოველ ბონბონს ჰგავდა, რომელიც 4 წლის წინ დაკარგეს.
როგორც მათ განმარტეს, 4 წლის წინ ისინი ნათესავებთან იმყოფებოდნენ სტუმრად და მათი ძაღლის თან ჰყავდათ წამოყვანილი. როდესაც ისინი ბენზინგასამართ სადგურზე შეჩერდნენ, შეამჩნიეს რომ ბონბონი დაკარგული იყო. ნოიმ, ერთ-ერთმა პატრომნა ჩათვალა, რომ ძაღლი შეიძლება მანქანიდან გადამხტარიყო რაღაც საინტერესოს დანახვის გამო. თუმცა, როდესაც ისინი უკან დაბრუნდნენ, ძაღლი ვერსად ვერ ნახეს. შესაბამისად, სამწუხაროდ მათ ჩათვალეს, რომ ბონბონი გზაზე დაიღუპა და როდესაც წლების შემდეგ გაიგეს, რომ იგი ცოცხალი იყო, მათ ძალიან გაუხარდათ. სოციალურ ქსელში აღმოჩენილი ისტორიის შემდეგ ისინი ძაღლის ადგილსამყოფელს ესტუმრნენ ბონბონის სახლში წასაყვანად.
ისინი როგორც იქნა დაუბრუნდნენ ერთმანეთს. ბონბონი სიხარულისგან კუდს აქიცინებდა, თუმცა ნოის სახლში მაინც არ გაჰყვა. საბოლოოდ დიდხნიანი ფიქრის შემდეგ ნოიმ და პინუჩავეტმა გადაწყვიტეს, რომ პინუჩავეტი გააგრძელებდა ძაღლზე ზრუნვას, ხოლო ნოი დროდადრო ესტუმრებოდა მათ დასახმარებლად. ვეტექიმთან შესამოწმებლად წაყვანის შემდეგ იღბლიანი ძაღლი მის ახალ სამუდამო საცხოვრებელში დააბინავეს.