მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს ეს ქალები ყველაზე ცივი დედები არიან

ზოდიაქოს ეს ქალები ყველაზე ცივი დედები არიან

by guramus

დედობა და ემოციური სიცივე ერთმანეთთან შეუთავსებელი რამეებია? არავითარ შემთხვევაში რ აურიოთ სიცივე სიყვარულის არარსებობასთან! ამ ქალებს უყვართ თავიანთი შვილები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათი აღზრდის მეთოდები დაფუძნებულია სიმკაცრესა და დისციპლინაზე.

დღეს გესაუბრებით იმ ზოდიაქოს ნიშნებზე, რომლებისგანაც დედის სტატუსში ზედმეტ სითბოს და სინაზეს არ უნდა მოელოდეთ. ამბობენ, მკაცრ დედებს უფრო წარმატებული შვილები ჰყავთო.

თხის რქა. ჰოროსკოპში დედის ეტალონს კირჩხიბი წარმოადგენს, ზოდიაქოს წრეს რომ შეხედოთ, დაინახავთ, რომ თხის რქა მის საპირისპირო მხარესაა მოქცეული. თუ კირჩხიბ დედას მგრძნობიარე, მზრუნველი და ემპათიური განწყობა აქვს, თხის რქის შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. დედა თხის რქა შვილებისგან რკინის დისციპლინას ითხოვს. აღზრდაში ფოკუსირდება არა ემოციებზე, არამედ ლოგიკაზე. ის თვლის, რომ დაუმსახურებელი სინაზე ბავშვს გააფუჭებს. მსგავსი მეთოდით პატარასგან დამოუკიდებელი პიროვნების დაყენება შეიძლება, მაგრამ თუ თხის რქა გადააჭარბებს, მაშინ გაზრდილი ბავშვი, განსაკუთრებით თუ ის ჰაერის ნიშნის წარმომადგენელია, ყველანაირ კავშირს გაწყვეტს დედასთან.

ქალწული. პასუხისმგებლობით აღსავსე დედა საკუთარ მოვალეობად თვლის დააკმაყოფილოს სახლის საბაზისო მოთხოვნები: საკვები, კომფორტი, სისუფთავე. მისი შვილი ყოველთვის მოწესრიგებული და თავაზიანია. ქალწული მთელ ძალისხმევას მიმართავს იქითკენ, რომ იდეალური შემსრულებელი გახდეს, მაგრამ ავიწყდება სულიერი სითბო და ის, რომ დედის თანაგრძნობა ბავშვისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წესრიგი ოთახში ან ვახშამი 3 კერძით. დედა ქალწულთან გაუჭირდებათ ემპათიურ კირჩხიბებსა და მეოცნებე თევზებს.

ლომი. როცა ლომი დედა ხდება, მას უწევს დათმოს თავისი ეგო და მთელი საკუთარი ძალისხმევა ბავშვისკენ მიმართოს. მაგრამ, როგორც კი ბავშვი იზრდება  და თავისი ნების გამოხატვას იწყებს, დედა ლომის შიგნით იღვიძებს ეგოისტი და დიქტატორი. მაგალითად, თუ ქალიშვილს სურს კარატეთი დაკავდეს, ლომი ბავშვობაში კი ბალერინობაზე ოცნებობდა, გამოიცანით, რომელ სექციაში მიაბარებს გოგონას. ლომების შვილები მუდმივ მორჩინებაში იზრდებიან და იშვიათდ გამოცდიან ლიდერულ უნრ-ჩვევებს, ეს განსაკუთრებით ეხებათ სასწორებს, კირჩხიბებს და თევზებს. აი ვერძი, კურო და პატარა ლომი კი მას წინააღმდეგობას გაუწევენ.

ვერძი. ბავშვებს კარგ მაგალითს აძლევს, გამოსდის იპოვნოს დრო კარიერისთვისაც და სახლისთვისაც. არავინ გრძნობს თვს გარიყულად. ვერძის პროდუქტიულობის საიდუმლო მთელი რიგი წესებია, რომელიც ყველა ოჯახის წევრმა უნდა დაიცვას. ამ ქალის წესებში არაა მოელაპარაკოს პატარა ჭირვეულს, უფრო ადვილია გაგზავნოს კუთხეში – აი მისი მეთოდი, რომელთან შეგუებაც ძალიან უჭირთ თხის რქებს, კირჩხიბებსა და მორიელებს. ამ ოჯახში კარგი პოლიციელის როლი, როგორც წესი მამას ხვდება წილად. გაუმართლებს თუ კურო ან მშვილდოსანი იქნება, ისინი კარგად მოქმედებენ ვერძთან ტანდებში და ბავშვი ემოციურ სიშორეს არ გრძნობს.