მთავარი სილამაზე ამ მეთოდს ჩემი ბებია იყენებდა. მეც ვცადე და შედეგი გასაოცარია. არანაირი პიგმენტური ლაქები სახეზე.

ამ მეთოდს ჩემი ბებია იყენებდა. მეც ვცადე და შედეგი გასაოცარია. არანაირი პიგმენტური ლაქები სახეზე.

by guramus

სამწუხაროდ, სახის კანი ყველას თანაბარი ფერის არ აქვს. სხვადასხვა დეფექტები, პიგმენტური ლაქები თუ წარუმატებელი რუჯი დეკორატიული კოსმეტიკის ფენის ქვეშ იმალება. როგორ გამოვიყურებოდეთ გაღვიძებისთანავე ახალგაზრდულად?

შეიძლება მიმართოთ კოსმეტიკას, რომელიც იაფი არაა და შეიძლება თქვენი კანის ტიპს არც მოუხდეს. სიტუაციიდან გამოსვლაში ნატურალური საშუალებები დაგეხმარებათ: პროდუქტები, რომლებიც კანს უფრო ნათელს ხდის და პიგმენტურ ლაქებს აქრობს.

სახის გაბრწყინება სახლის პირობებში

კენკრის წვენი
გამოგადგებათ ძახველი, მარწყვი, წითელი და შავი მოცხარი. მათგან უნდა გამოწუროთ წვენი, გაატაროთ მარლაში და 15 წუთის მანძილზე კომპრესი სახეზე დაიდოთ, შემდეგ ჩამოიბანოთ.

სოდა
1 ჩ.კ. სოდას დაამატეთ რამდენიმე წვეთი წყალი. დაიდეთ კანის პრობლემურ ადგილებზე, მსუბუქად დაიმასაჟეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

ლიმნის წვენი
ციტრუსებზე ალერგიის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ არაჟნის და ლიმნის წვენის ნიღაბი. აურიეთ ინგრედიენტები პროპორციით 1:1-ზე და სახეზე 15 წთ გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.

ნიორი
ნიორში დიდი რაოდენობით ეთერული ზეთებია, რომლებიც პიგმენტურ ლაქებს აღიავებს. გაჭერით გასუფთავებული ნივრის კბილი შუაზე და სახეზე ასრიალეთ დღეში რამდენჯერმე.

თუთია და სელენი
პიგმენტური ლაქების გაჩენის მიზეზი შესაძლოა ამ ორი მნიშვნელოვანი ელემენტის ნაკლებობა გახდეს. განაახლეთ რაციონი პროდუქტებით, რომლებიც მას შეიცავენ. მიირთვით შვრია, თხილი, რძე, სიმინდი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ღვიძლი, სეზამი, ოსპი.

ეს საშუალებები სახეს გაათეთრებენ, ჯანსაღ იერს მიანიჭებენ და პიგმენტურ ლაქებს შეუმჩნეველს გახდიან.