მთავარი ადამიანები წლის დედის წოდება გადაეცემა ამ ქალს, რომელიც ვაჟიშვილთან ერთად სასაცილო ფოტოებს პოსტავს თემაზე “დედის პირადი ცხოვრება”

წლის დედის წოდება გადაეცემა ამ ქალს, რომელიც ვაჟიშვილთან ერთად სასაცილო ფოტოებს პოსტავს თემაზე “დედის პირადი ცხოვრება”

by guramus

იყო მშბელი რთულია. რა თქმა უნდა, მშობლები ფიქრობენ, რომ ეს ამათ ღირს, რადგანაც ბევრი მხიარული მომენტი სდევს თან, მაგრამ ძალიან დიდი და რთული პასუხისმგებლობაა.

ადრე თუ გვიან, ყველა მშობელს დასჭირდება დასვენება პამპერსის ცვლისგან, ბავშვების დაძინებისგან და მუდმივი კითხვების მოსმენისგან. ამას გვაჩვენებს ლი მიდუც, სამხრეთ კორეელი მსახიობი და დედა, რომელიც ინსტაგრამზე ძალიან სახალისო სურათებს დებს იმის შესახებ, თუ როგორია “დედის დასვენება” ჰაშთაგით “დედის პირადი ცხოვრება”.

ლი მიდუმ სოციალურ ქსელში კომედიური ფოტოებით გაითქვა სახელი

ისკორეელი მსახიობია, რომელიც უკვე 15 წელია სხვადასხვა ფილმებში და სერიალებში თამაშობს. ზოგიერთი მათგანია: Happy KillersSpellboundA Millionaire’s First LoveHanbandoForever the Moment და Mother.

ლი დედა 1 წლის წინ გახდა, მას ვაჟიშვილი ნიკოლასი შეეჩინა. მას შემდეგ, ის ცდილობს ოჯახური ცხოვრების ასახვას ფოტოთა სერიით “დედის პირადი ცხოვრება”.

“დასასვენებლად ვიყავით ბანგკოკში. აუზში ვცურავდი, ნიკოლასი კი იქვე კამერაზე იწვა. ქმარმა ფოტოების გადაღება დაიწყო და მთხოვდა სექსუალური პოზები მიმეღო. ვიფიქრე სასაცილო იქნებოდა გადაეღო ნიკოლასი და მის ფონზე მე, გართული ჩემი საქმით.”

მისი ყველაზე პოპულარული ფოტოები კი საბავშვო ზონაშია გადაღებული

როცა აუზის ფოტოები ინსტაგრამზე განათავსა, ხალხმა ის ძალიან კარგად მიიღო: “ბევრი პოზიტიური პასუხი მივიღე, ასე დაიწყო ჩემი კამპანია “დედის პირადი ცხოვრება”.

მას შემდეგ მიდუ რეგულარულად პოსტავს ნიკოლასის ფოტოებს, ფონზე კი თავად იმყოფება. ეს შეიძლება იყოს მისი ვარჯიში, ჰელოუინისთვის გამოწყობა და სხვა ყოველდღიური სიტუაციები.

ლის ფოტოები ეძღვნებათ იმ დედებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ თავიანთი შვილებისთვის და დიდ ძალისხმევას იღებენ.

პატარა ნიკოლასი ყველგან უსაყვარლესია.

ხუმრობა რომგვერდით გადავდოთ, მიდუ დედობას ზეიმობს. “ისინი ეძღვნებათ დედებს, რომლებიც მსხვერპლს წირავენ შვილებს. მე ჩემი ვაჟისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ამავდროულად აქ იმდენი რამაა ბავშვებისთვის, რომ ბევრი დედა პირად ცხოვრებას კარგავს”

იდეა ამ აუზის ფოტოთი დაიწყო

“ბევრი მადლობა მივიღე დედებისგან, რომლებსაც ჩემი ფოტოები მოსწონთ. ისინი კომედიურია და გვასიამოვნებს, იმიტომ რომ დედებს პირადი დრო სჭირდებათ”

თითქოს ნიკოლასმა არც იცის რა ხდება მის გარშემო, რაც ფოტოებს უფრო საყვარელს ხდის.