შემოდგომა სრულდება და კარს ზამთარი, შემდეგ ახალი წელი მოგვადგა. ბევრი ადამიანი შეეჩვია იმ აზრს, რომ ამ წელს ბევრი რამის რეალიზება ვერ მოახდინა. თუმცა, ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა. წარმოგიდგენთ 5 ზოდიაქოს ნიშანს, რომელთა მთავარი ოცნებებიც წლის ბოლომდე ასრულდება.
შემოდგომის ბოლოს კუროები ცხოვრების ყველა სფეროში ჰარმონიას იგრძნობენ. მათ დაუბრუნდებათ სიმშვიდე, სული კი აივსება პოზიტივით. ეს დაეხმარებათ კუროებს გადააფასონ ღირებულებები და დაალაგონ ურთიერთობები ახლო ადამიანებთან, რომლებთანაც დიდიხანია კონტაქტი არ ჰქონიათ.
ეს წელი ტყუპებისთვის არც ისე სასიამოვნო იყო. პრობლემები და უსიამოვნებები მათ ბევრი თვის მანძილზე დასდევდათ თან. მაგრამ სულ მალე დასრულდება თქვენი “შავი ხანა” და შვებით ამოისუნთქებთ. ცხოვრება მშვიდად დალაგდება და ეს მათი მთავარი გამარჯვება გახდება.
მშვენიერი და თავდაჯერებული ლომები ამ წელს უეცრად მარტოობაში დარჩნენ. თითქოს მყარი კავშირი დაირღვა, ლომებმა ფეხქვეშ ნიადაგი დაკარგეს. შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ყველაფერში მეორე ნახევარს ადანაშაულებდნენ. მაგრამ, ნელ-ნელა გაიაზრეს, რომ დაშორებაში მათი დანაშაულიცაა. ეს საშუალებას მისცემთ ლომებს თავად გადადგან პირველი ნაბიჯი შერიგრბისკენ. მაშინ აშკარა გახდება, რომ ამ ურთიერთობაში ყველა ხიდი ჯერ კიდევ არაა გადამწვარი.
წლის ბოლო მშვილდოსნებს ძალიან იღბლიანებს გახდის. საბოლოოს ახდება მათი ოცნებები ახალ სამსახურზე, რომლის ღირსებიც არიან. კარიერა მათ წინ წაწევს, დაიწყება წინსვლა და კეთილდღეობა. ამიტომაც, მშვილდოსნები საახალწლო არდადებეს მხიარულად შეხვდებიან.
ასტროლოგები მერწყულებს წლის ბოლოს მსუბუქ ცხოვრებისეულ გასეირნებას უქადიან. მათ ყველაფერი გამოუვათ, ის რაც გუშინ არ გამოსდიოდათ. მერწყულები, როგორც იქნა შეწყვეტენ წარუმატებლის იმიჯის მორგებას. სამსახურში წარმატებას ახლობლებს შორის ურთიერთობების დალაგებაც მოყვება.