მთავარი ასტროლოგია 2020 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის. ვინ გამდიდრდება უახლოეს მომავალში?

2020 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის. ვინ გამდიდრდება უახლოეს მომავალში?

by guramus

წლის ბოლოს გვსურს გვჯეროდეს, რომ პრემიას აუცილებლად მოგვცემენ, ახალი წელი კი ყველა საქმეში წარმატების გარანტია გახდება. რას ამბობენ ვარსკვლავები ამ თემაზე?

ფინანსური ჰოროსკოპი 2020 წელს უკვე პირდება სიმდიდრეს რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანს. წარმოგიდგენთ სიას, ვინ უნდა ელოდეს ვირთხის წელიწადში ფინანსურ გამართლებას.

ვერძი
ვერძები საქმეები 2020 წელს მნიშვნელოვნად წაიწევს წინ. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კარიერულ კიბეზე აღმასვლას. ამას დაკავშირებით დაგემატებათ საქმე და საჭიროა გამოიჩინოთ მოთმინება. ხანდახან სამსახურში სირთულეები იჩენს თავს, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენგან ყველა რაღაცას ითხოვს. ვერძებს მშვენიერი შესაძლებლობა ექნებათ გადაჭრან საცხოვრებლის საკითხი. ერთადერთი თვე, როცა ფულთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ივნისია. თუ შეძლებთ უარი თქვათ დაუგეგმავ შოპინგზე, მაშინ ფულის დიდ ნაწილს შეინარჩუნებთ.

კურო
კუროებს უეცარი გამდიდრება არ ელით, მაგრამ არც ძლიერ დარტყმებს უნდა ელოდონ. დიდი გამართლება იქნება ნაცნობისგან თანხის დაბრუნება, გამორიცხული არაა გრანტის მიღება საზღვრებს მიღმიდან. თუ პრობლემა გაქვთ საცხოვრებელთან მიმართებაში, შეგიძლიათ აიღოთ კრედიტი წლის ცივ დროს, მაისიდან სექტემბრამდე კი ამის გაკეთება არ ღირს, რადგანაც შესაძლოა შეცდომები დაუშვათ. რაც შეეხება ვალებს, ამ წელს სჯობს თავი შეიკავოთ სესხებისგანაც და გასესხებისგანაც. 2020 წელს გაუშვით ყველაფერი ძველი და გაეხსენით ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის ფინანსურ წყაროებს.

ტყუპები
შემოქმედებითი საქმიანობა ტყუპებს კარგ შემოსავალს მოუტანს, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სიტუაცია არც ისეთი უღრუბლო იქნება. მატერიალურ ფონზე კარგად იგრძნობენ თავს ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ლიტერატურასთან, მხატვრობასთან და მუსიკალურ საქმიანობასთან. ტყუპები ფრთხილად უნდა იყვნენ თაღლითებთან, განსაკუთრებით ივნისის ბოლომდე. შემოდგომა ტყუპებისთვის კარგი პერიოდი იქნება ახალ საქმეში ფინანსური წვლილის შეტანისა და დაგეგმვისთვის.

კირჩხიბი
ახალ წელს კირჩხიბებს მოუწევთ ოფლი ღვარონ, დიდი შემოსავლების ლოდინი კი არ ღირს. რთული შემოქმედებითი სამუშაო ან სამსახური ბავშვებთან შესაძლოა არ დაფასდეს. ნუ გაბრაზდებით, მეგობრები და თანამოზიარეები ფინანსური საკითხის დალაგებაში დაგეხმარებიან. 2020 წელს მნიშვნელოვანიაა მოისროლოთ ყველაფერი ძველი, რაც არაორინალურ ფიქრში ხელს გიშლით და საქმის შემოქმედებით მხარეზე კონცეტრირდეთ.

ლომი
გარდაუვალი წარმატება და სიმდიდრე დაუდგებათ ლომებს 2020 წელს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი საქმე უძრავ ქონებას უკავშირდება. თუ კრედიტის აღებას აპირებთ უძრავი ქონებისთვის, ვარსკვლავებისგან დალოცვილი იქნებით, უბრალოდ, ფრთხილად მიუდექით ბანკის შერჩევას. წარმატება რომ გარანტირებული იყოს, ყველა საქმე 2020 წლის აპრილის ბოლომდე უნდა დაასრულოთ.

ქალწული
მომავალი წელი თქვენთვის შესაძლებლობების წელია. ზუსტად იმდენი ფული გაქვთ, რამდენიც საჭიროა გრანდიოზული გეგმების რეალიზებისთვის. თუ დიდიხანია გსურდათ საზღვრებს მიღმა გამგზავრება, უმაღლესი განათლების მიღება ან სულიერი ჰარმონია, 2020 წელი ამის შესაძლებლობას გაძლევთ. წლის პირველ ნახევარშ საჭიროა მაქსიმალურად აქტიურები იყოთ, ხოლო სისუსტის შემთხვევაში რჩევისთვის მეგობრებს მიმართოთ.

სასწორი
სასწორებს კი ნამდვილად გაუმართლებთ უეცარ შემოსავალში. სასიამოვნო სიურპრიზი გახდება მემკვიდრეობა, ვალის დაბრუნება ან კარგი ძღვენი. დადებითი დროა ბიზნესისთვის, უძრავი ქონებისთვის და სასარგებლო რესურსებისთვის. იმის მიუხედავად, რომ ავრსკვლავები გზას გიკვალავენ, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა ხელს არ შეგიშლით. ნუ ისაუბრებთ გეგმებზე წინასწარ.

მორიელი
მორიელებს 2020 წელს სიმდიდრე შეუმჩნეველს არ დატოვებს. მათი შემოსავალი შეიძლება გახდეს სამუშაო სხვადასხვა სახის კავშირებთან, ექსკურსიების ორგანიზების მიმართულებით… მიზნები მოგიახლოვდებათ. თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ და ბავშვებთან ხართ დაკავშირებული, ახალი პროექტებისგან დიდ შემოსავალს და სიამოვნებას მიიღებთ. ერთადერთი, რამაც შესაძლოა გზაზე ხელი შეგიშალოთ, საკუთარი დიქტატორული ჩვევებია.

მშვილდოსანი
მართალია, შემოსავლისთვის მუშაობა გიწევთ, მაგრამ 2020 წელი მშვილდოსნებს ფინანსური საკითხების გადაჭრაში წარმატებას პირდება. შესაძლებელია, შემოთავაზებები საკმარისი არ იყოს, მაგრამ შეძლებთ გადაწყვიტოთ პრობლემები, რომელიც გასულ წელს ვერაფრით მოახერხეთ.

თხის რქა
თხისრქებს ახალ წელს ხეელებაკაპიწებულებს მოუწევთ მუშაობა. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ყველა სირთულემ ერთდროულად იჩინა თავი, მაგრამ არ დანებდეთ. შინაგანი ძალა დაგეხმარებათ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის ფინანსურის. ნუ იტყვით უარს მეგობრების და თანამოაზრეების მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე. ჯანსაღი ხედვა სასურველ შემოსავალს მოგიტანთ და ყველაფერი მოწესრიგდება, მოდუნებას არ გირჩევთ.

მერწყული
შესაძლოა ლატარეაში ვერ მოიგოთ, მაგრამ წარმატება მოლაპარაკებების კუთხით 2020 წელს გარანტირებული გაქვთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ბინის, ანტიკვარის ან პროდუქტების ყიდვის საკითხებს ეხება. ფული შესაძლოა უცებ გაჩნდეს და ასევე გაქრეს. მაგრამ სტაბილური შემოსავალი ექნებათ იმ მერწყულებს, რომლებიც ნებისმიერი სახით ადამიანებს ეხმარებიან.

თევზები
გარკვეულ ასპექტში თევზები ფინანსურად მეგობრებსა და პარტნიორებზე იქნებიან დამოკიდებულები. წარმატება ამ საკითხში დაკავშირებული იქნება მოგზაურობასთან, უმაღლეს განათლებასთან და სულიერ საქმიანობასთან. თუ საინტერესო იდეების იგნორირებას არ მოახდენთ, დიდძალი თანხის შეგროვებას მოახერხებთ.

არ დაკარგოთ ენთუზიაზმი და მოთმინება. ახალი წელი ახალ გამოცდილებას, საინტერესო ნაცნობობას და წარმატებას მოგიტანთ თუ საკუთარი თავის რწმენა გექნებათ.