მთავარი ასტროლოგია აი, ვისთვის იქნება ვირთხის წელი წარმატებული – პაველ გლობის ჰოროსკოპი

აი, ვისთვის იქნება ვირთხის წელი წარმატებული – პაველ გლობის ჰოროსკოპი

by guramus

ახალი წელი ახლოსაა და ჩვენ, როგორც პატარა ბავშვები, ვიმედოვნებთ, რომ 2020 წელს ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. მაგრამ, რა მოხდება რეალურად? რას უნდა ველოდოთ ვირთხის წლისგან?

დღეს ყურადღებას გაგამახვილებინებთ პაველ გლობის ზუსტ ჰოროსკოპზე 2020 წლისთვის. ცნობილმა ასტროლოგმა ალბათ იცის, რა გამოწვევები ელის თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს. ის გამოკვეთს სამ ნიშანს, რომელსაც ბედნიერება ელის მთელი წლის მანძილზე.

ასტროლოგის აზრით მომავალი წელი დატვირთული იქნება საინტერესო მოვლენებით, რომლებიც დიდხანს დარჩება თითოეულის მეხსიერებაში. ყველაზე წარმატებულები ამ წელს იქნებიან ისინი, ვინც გამოირჩევიან ენერგიულობით, მიზანდასახულობით და სიმტკიცით. ასეთი ინდივიდები მიზნებს ნამდვილად მიაღწევენ.

პაველი გვირჩევს არ ვიზარმაცოთ და 2020 წლის თითოეული დღე გამოვიყენოთ, რათა უკეთესები გავხდეთ, ვიმოძრაოთ კარიერულ კიბეზე და გავაუმჯობესოთ ჩვენი კეთილდღეობა. ვირთხა დააფასებს შრომისმოყვარეობას და დაგეხმარებათ მიაღწიოთ შედეგებს, რომელზეც ადრე ოცნებობდით.

ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს წარმატება იანვრის პირველივე დღეებიდან გაყვებათ. ენერგიულობა და ძალების მოზღვავება საშუალებას მოგცემთ დაკავდეთ მნიშვნელოვანი საქმეებით მაშინვე და ცხოვრებაც სწრაფად შემოტრიალდება სწორი მიმართულებით. ამიტომაც, დაპირება, რომელიც იწყება სიტყვებით: “ახალი წლიდან….” თქვენთვის ხმამაღალი ნამდვილად არ არის. მთავარია ცოტაოდენი სურვილი გამოიჩინოთ.

ამასთან, გლობი ვერძებს გირჩევთ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებს შორის, ხშირად გააბათ ახალი ნაცნობობა. სწორედ ახლო ადამიანები დაგეხმარებიან გადაწყვიტოთ ის პრობლემები, რომლებსაც მარტო მარტივად ვერ გაუმკლავდებოდით.

კურო 

ამ წელს ბევრი საქმე გექნებათ, რომლებიც მშვიდ კუროებს აიძულებენ ხშირად იჩქარონ და იაქტიურონ, რაც მათთვის დამახასიათებელი არაა. მოგეთხოვებათ ასევე იყოთ მეტად პასუხისმგებლობით აღსავსე, რათა შეასრულოთ ნებისმიერი საქმე ისე, როგორც საჭიროა. გამაღიზიანებელი სიტუაცია ბევრი იქნება, ამიტომაც პაველი გირჩევთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იყოთ დიპლომატიურები სხვა ადამიანებთან მიმართებაში.

ტყუპები

ურთერთობა ახლო ადამიანებთან პირველ პლანზე გადავა, გადადებთ კარიერასაც და სწავლასაც. მაგრამ ისინი, ვინც მეორე ნახევარს ჯერ არ შეხვედრილან, აუცილებლად იპოვნიან თავიანთ სიყვარულს 2020 წელს.

ასევე, ასტროლოგი გვარწმუნებს, რომ დიდია შანსი გაიჭედოთ დაუსრულებელ საქმეებში, რომლებიც ჭკუიდან გადაგიყვანენ. იმისთვის, რომ ამ ყველაფერში გაერკვეთ, მიმდინარე საზრუნავის გვერდით გადადება მოგიწევთ. მთავარია შეინარჩუნოთ ნერვები და არ იდარდოთ, რომ ოდესღაც თქვენი გეგმები ჩაიშლება.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის წელი არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ თუ ძალას მოიკრებთ, იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე დაკარგავთ. ამ წელს მოგიწევთ დაკავდეთ იმ საქმეებით, რომლებსაც ადრე ამჯობინებით სამარადჟამოდ გადაგედოთ. შესაძლებელია დაგჭირდეთ სერიოზულად დაკავდეთ საკუთარი ჯანმრთელობით.

პაველი გირჩევთ 2020 წელს მეტი დრო გაატაროთ ნათესავებთან, რომლებიც შორს ცხოვრობენ. ოჯახურ ურთიერთობებში წესრიგი მოგცემთ ძალას გაუმკლავდეთ მომავალი წლის ყველა გამოწვევას.

ლომი

მომავალ წელს მოგიწევთ ბევრი იმგზავროთ, მაგრამ ეს სასიამოვნო ქაოსი იქნება. ბედი მოგცემთ საშუალებას დიდი ხნით წახვიდეთ საზღვრებს მიღმა, სადაც იქნება შანსი კარგად მოეწყოთ. ეს ერთგვარი ახალი ცხოვრების დასაწყისიც იქნება.

ამასთან, პაველ გლობა დარწმუნებულია, რომ 2020 წელს ლომებს ფინანსური კეთილდღეობა და კარიერული სიმაღლეები ელით. ამასთან, პირად ფრონტზეც არანაკლები გამარჯვება შეგხვდებათ. მთავარია საკმარისად ენერგიულები იყოთ, რათა მიიღოთ სარგებელი ყველა ამ შესაძლებლობიდან და მაშინ წელი მართლაც დაუვიწყარი იქნება.

ქალწული

წელი ემოციური კუთხით არც ისე მარტივი იქნება. მოგიწევთ გადახედოთ ჩვეულ ცხოვრების რიტმს. საჭიროა ახლიდან დაიწყოთ საკუთარი დროის მართვა და ძალების ეკონომიურად გადანაწილება.

მეორეს მხრივ, ესაა შესაძლებლობა მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობას, დაკავდეთ სპორტით, შესაძლებელია მონახოთ დრო რეგულარული ფეხით სეირნობისა თუ აუზისთვის. სამაგიეროდ, შემოქმედებისთვის წელი სასარგებლო იქნება და სცადოთ რაღაც ახალი აუცილებლად ღირს.

სასწორი

ამ წელს დიდია შანსი მოგიწიოთ წარსულის შეცდომების გამოსწორება. მაგრამ, ამასთან ერთად, მიიღებთ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებდათ.

რთული სიტუაცია ბევრი იქნება, სამაგიეროდ ყველაფერში გაერკვევით, შეძლებთ წესრიგის დამყარებას და შინაგანი ჰარმონიის მიღწევას. მთავარია არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და ნუ გეშინიათ სთხოვოთ დახმარება ახლო ადამიანებს – მათ შეუძლიათ დაგეხმარონ იმაზე მეტად, ვიდრე მოელით.

მორიელი

წელი თავბრუდამხვევი მოვლენებით იქნება სავსე. მოიძებნება ადგილი ახალი ნაცნობობისათვისაც, მოგზაურობისთვისაც და ამაღელვებელი მოვლენებისთვისაც. რა თქმა უნდა, თქვენი ძალისხმევის გარეშე ცხოვრება თავად არ ითამაშებს ნათელი ფერებით, ამიტომაც მოემზადეთ სრულფასოვანი ჩართვისთვის.

ამასთან, პაველი გვირჩევს არ ვიყოთ ზედმეტად მიმნდობები, მეტად მოვუსმინოთ საკუთარ ინტუიციას, რადგანაც სხვადასხვა ინტრიგა და მაქინაციები ამ წელს ძალიან ბევრი იქნება, გაექეცით უსიამოვნებებს.

მშვილდოსანი

ამ წელს პირადი ცხოვრება ბევრი ამაღელვებელი და მიმზიდველი მოვლენებით იქნება სავსე. ამიტომაც ღირს გამოიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რათა ხშირად შეხვდეთ ღირსეულ და საინტერესო ადამიანებს.

რაც შეეხება ცხოვრების სხვა სფეროებს, აქაც მოიძებნება ადგილი როგორც აღმასვლებისთვის, ასევე დაცემებისთვის, დაზღვეული არაფრისგან ხართ. ამიტომაც პაველ გლობა გვირჩევს შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გვახსოვდეს, რომ შავი პერიოდის შემდეგ აუცილებლად იქნება თეთრი.

თხის რქა

ვირთხის წელი თხის რქებისთვის ნამდვილი ტრამპლინი იქნება უკეთესი ცხოვრებისთვის. შესაძლებელია მოიპოვოთ უძრავი ქონება, რომელზეც დიდიხანია ოცნებობდით. ასევე შენიშნავთ პროგრესს პიროვნულ სიმაღლეზე. პირად ცხოვრებაში ურთიერთობაც მოწოდების სიმაღლეზე იქნება.

ასეთ დატვირთულ და დადებით წელში აუცილებელია იპოვნოთ დრო და ძალა, დაეხმაროთ ახლო ადამიანებს, რომელთათვისაც თქვენი მხარდაჭერა ისეთივე საჭირო იქნება, როგორც არასდროს.

მერწყული

წარსული დაგაწვებათ და დიდი ხნის დავიწყებული საქმეები ისევ აქტუალურები გახდებიან. შენიშნავთ შეცდომებს, რომლებიც დაუშვით და ეს ღირებულ გამოცდილებას მოგცემთ ახალი სიმაღლეებისთვის.

ამ წელს თქვენ თავში აავნტიურული იდეები დაიკავებენ ადგილს, მოგინდებათ დიდი ფსონი ჩამოხვიდეთ. პაველი გირჩევთ სერიოზული გადაწყვეტილებები კარგად მოიფიქროთ და წარმატება არ გადააფასოთ. ამასთან, ის აღიარებს, რომ მერწყულებისთვის წელი მართლაც წარმატებული იქნება და კარგად გაანალიზებულ რისკზე წასვლა ღირს.

თევზები

თევზებისთვის წელი დინამიური იქნება: ნათელი მოვლენები ერთმანეთს შეენაცვლება. მაგრამ, ასეთი უჩვეულო რიტმი მოგეწონებათ და არ დაგჭირდებათ ძალისხმევის გაღება, რათა შეცვალოთ ძველი რუტინა მორიგი მოვლენებისთვის.

პაველ გლობა გირჩევთ მეტი დრო გაატაროთ მჭიდრო კამპანიაში, ისე რომ ყველა ადამიანი ახლობელი იყოს თქვენთვის. გაცნობებისთვის წელი ნაყოფიერი იქნება, ადამიანებს მაგნიტივით მიიზიდავთ და ახალი კონტაქტების დამყარება მარტივი გახდება. მაგრამ არ დაგავიწყდეთ გამოუყოთ დრო ძველ მეგობრებს.