მთავარი ასტროლოგია ღორებს ჩვეულებრივი წელი ექნებათ, ვირთხებს არაფერში გაუმართლებთ – აი რა გველოდება ვირთხის წელში აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ღორებს ჩვეულებრივი წელი ექნებათ, ვირთხებს არაფერში გაუმართლებთ – აი რა გველოდება ვირთხის წელში აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

by guramus

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2020 წელი თეთრი ვირთხის წელია. სწორედ ეს ნიშანი იწყებს ახალ 12 წლიან ციკლს ჩინურ ჰოროსკოპში, ამირომაც წელი სავსე იქნება გარდატეხებითა და საკულტო მოვლენებით ყველასთვის. თეთრი ვირთხა განვლილი 12 წლის ქმედებებს შეაფასებს და ყველას რაღაც ახალს აჩუქებს.

იმისათვის, რომ წელი და მთელი 12 წლიანი ციკლი წარმატებულად დაიწყოს, ვირთხას უნდა დაუმეგობრდეთ. წარმოგიდგენთ ჩინელი ასტროლოგის, კევინ ფუნგის პროგნოზს დაბადების წლის მიხედვით:

ვირთხა

ამ წელს ვირთხებს ყველაფერში გაუმართლებთ. ეს თქვენი წელია, რაც ნიშნავს იმას, რომ დროა წარმატება ხელთ ჩაიგდოთ და ყველაზე თამამი ოცნებები განახორციელოთ. გექნებათ შესაძლებლობა გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, პირადი ხასიათის პრობლემები წარმატებით გადაწყდება, ჯანმრთელობა განგიმტკიცდებათ. ნერვიულობის მიზეზი ნაკლები გექნებათ, სიხარული კი მეტი. განსაკუთრებით კარგია ეს წელი მათთვის, ვინც საკუთარი საქმის გახსნას გეგმავს. წლის დასაწყისში დიდი ძალისხმევის გაღემა მოგიწევთ, მაგრამ ეს ამად ღირს. ყველაფერი დაფასდება თუ საკუთარ ბიზნესს განახორციელებთ. წლის შუაში თავს იმის ნებას დართავთ, რაზეც დიდიხანი ოცნებობდით. მაგალითად, ძვირადღირებული ტექნიკა. წლის ბოლოს გექნებათ საშალება მსხვილად გამოიმუშაოთ თანხა.

ხარი

ვირთხის წელი თქვენთვის არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ ნაყოფიერი. აჯობებს თუ თვითგანვითარებაზე მობილიზდებით. ეს დაგეხმარებათ ახლებურად შეხედოთ რაღაცეებს და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. პროდუქტიული სამუშაო საკუთარ თავზე წლის შუა რიცხვებში გამოიღებს შედეგს. არასტაბილური პერიოდი იქნება გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი, მშვიდად უნდა განვლოთ. სავარაუდოდ მოგიწევთ სამსახურის გამოცვლა და შესაძლოა არაერთის. ფინანსური მდგომარეობა მთელი წლის მანძილზე შეიცვლება: უეცარი აღმაფრენები და დაცემები. წლის ბოლოს სიტუაცია დასტაბილურდება და დამშვიდდება. მთავარია მამაცურად მიიღოთ ყველა გაუგებრობა და არ გამოხვიდეთ მწყობრიდან. დაეყრდენით ახლობლების დახმარებას.

ვეფხვი

ვეფხვებს სამსახურსა და პირად ცხოვრებაში ქაოსი ელით. მნიშვნელოვანია ამის პარალელურად არ გამოტოვოთ მხიარული მოვლენები, რომლებიც ასევე არც ისე ცოტა იქნება. კონცენტრირდით სწორედ მათზე და სირთულეებთან ჭდილიც ბევრად მარტივი გახდება. წლის მასპინძელთან ცოტა რამ გაქვთ საერთო, მაგრამ ის თქვენს მიმართ მაინც დადებითადაა განწყობილი. თქვენთვის მნიშვნელოვანია არ იზარმაცოთ და მთელი ძალისხმევა საყვარელ საქმეს მოახმაროთ. მიუძღვენით თავი სამსახურს და ოჯახს მთლიანად, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. მოგიწევთ ძალისხმევის გაღება, მაგრამ ყველაფერი დაფასდება. ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ნუ ელით, მაგრამ ღირს ეცადოთ რათა რაიმე შეცვალოთ. ყველაზე დადებითი პერიოდია – შემოდგომა. კონცენტრირდით საკუთარ ძალებზე და აუცილებლად გაგიმართლებთ!

კურდღელი

კურდღლებს ამ წელს დიდი გარდატეხები ელით: ახალი მეგობრები, ახალი სამსახური, ახალი სიყვარული. შესაძლებელია ახალ სახლსაც დაეუფლოთ. თუ შემოთავაზებული იქნება საზღვრებს მიღმა გადასვლა, უარს ნუ იტყვით. ვირთხის წელი ყველაზე დადებითი წელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და გრანდიოზული ჩანაფიქრების რეალიზებისთვის. ახალი შესაძლებლობები თავდაჯერებას შეგმატებთ. ნუ გაურბით ახლობლების რჩევებს, ისინი დაგეხმარებიან. თავს ზედმეტად მაღლა ნუ აწევთ, თორემ რაიმე მნიშვნელოვანს გამოტოვებთ. ცხოვრება ძალით აგავსებთ, უბრალოდ გამოიყენეთ შანსი!

დრაკონი

ვირთხის წელი თქვენთვის საკმაოდ სავსე იქნება. გიჟური წარმატებების პერიოდები სირთულეებით განეიტრალდება. მთავარია არ ჩამოუშვათ ცხვირი მაშინაც კი, თუ რაღაც რიგზე არ იქნება. ყველაფერი გამოსწორებადია, ნებისმიერი წარუმატებლობისგან ახალი გამოცდილების და სარგებლის მიღება შეიძლება. ამ წელს დიდ მხარდაჭერას გამოგიცხადებენ ახლობლები და ოჯახის წევრები, ისინი ზურგს გაგიმაგრებენ. ნუ კრავთ ხელთ და მოემადლიერეთ. სამსახურში განსაკუთრებული გარდატეხები არ გელით, თუმცა ყველაფერი სტაბილურად იქნება. ზაფხულის ბოლოს მოგეცემათ საშუალება განავითაროთ საკუთარი პროფესიონალური უნარ-ჩვევები: კონფერენციები ან სემინარები. აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რაც დასაწყისი იქნება კარიერულ კიბეზე აღმასვლის. მაქსიმალური დრო გამოუყავით ოჯახს, ვირთხა გულუხვად დაგაჯილდოვებთ.

გველი

თეთრი ვირთხა გველებს შემოსავლების გაზრდას პირდება. ამისთვის ტყუილად არ გიშრომიათ. სწორედ ამ წელს გამოისყიდება თქვენი ყველა ძალისხმევა და დაჯილდოვდებით. მაგრამ თავს ნუ დაიტანჯავთ, ვირთხა არ დაგიფასებთ და დაგაბრკოლებთ. იმოქმედეთ გონივრულად და წლის შა რიცხვებში თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება. შემოსავალი გაიზრდება. მაგრამ, ამის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ ავანტიურებს და საეჭვო წინადადებებს. შესაძლოა ამის გამო ფული დაკარგოთ. მოსალოდნელია სირთულეები ოჯახში, მაგრამ ყველაფერი გულწრფელი საუბრით მოგვარდება. საბოლოოდ, წელი ძალიან წარმატებული და პროდუქტიული გექნებათ.

ცხენი

2020 წელს ბევრი სასიამოვნო მომენტი გელით. ისინი დაკავშირებული იქნება არამხოლოდ პირად ცხოვრებასთან, არამედ სამსახურთან. რაც მთავარია გელით დამსახურებული ჯილდოები. ვირთხა ხელგაშლილი იქნება და მატერიალურ უზრუნველყოფას გაჩუქებთ. შეძლებთ თავს ნება მისცეთ დაისვენოთ და იმოგზაუროთ. შეწყვიტეთ გარშემო ყველაფერზე დარდი და დაფიქრდით საკუთარ თავზე. ახალი შთაბეჭდილებები ცხოვრებისეულ ტონუსს აღგიმაღლებთ. ნუ გააკეთებთ ეკონომიას საკუთარ თავზე: დართეთ ნება მიირთვათ გემრიელად, ჩაიცვათ ლამაზად და ჩაერთოთ გასართობ ღონისძიებებში. ზაფხულის დასაწყისში რაღაც სასიამოვნო მოხდება.

თხა

თხებს უჩვეულო წელი ელით. კარიერულ სარბიელზე ყველაფერი მშვენივრად იქნება, პირადზე კი სირთულეებს ელოდეთ. ნუ ჩაიციკლებით საკუთარ თავში, გამოდით ღია საუბარზე და განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. სირთულეები იქნება, მაგრამ მათი გადაწყვეტა საუბრით შეიძლება. წლის დასაწყისი განსაკუთრებით დატვირთული იქნება, ბევრ პასუხისმგებლობას და საქმეს იგრძნობთ. მაგრამ არ მოდუნდეთ, ყველაფერს შეძლებთ. მოითმინეთ. მალე დადგება პერიოდი ბედნიერების. გაზაფხულზე გექნებათ საშუალება გამოიმუშაოთ თანხა მდიდრული გამოცდილების წყალობით. დაიჭირეთ წამი!

მაიმუნი

ეს წელი ბევრ მოგონებას და სასიამოვნო გამარჯვებას გაჩუქებთ. ახალი ნაცნობობა და პირადი ცხოვრება ამ წლის მთავარი თემა გახდება. გარდატეხები გელით არამხოლოდ პირად, არამედ ფინანსურ სარბიელზეც. ბევრს ნუ იფიქრებთ, არ გაუშვათ საკუთარი შანსი. თუ უძრავ ქონებას მოიპოვებთ, სჯობს ეს გაზაფხულის დასაწყისშ გააკეთოთ. იპოვნით ოცნების სახლს, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. მართალია მეტის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ ამად ღირს და შანსს ნუ გაუშვებთ. ასევე ჰელით მატება ოჯახში. თუ პირადად თქვენთან არა, მაშინ ახლობელ ოჯახში.

მამალი

ამ წელს ნებისმიერ სარბიელიდან გამარჯვებული გამოხვალთ. წარმატება მთლიანად თქვენ მხარეს იქნება. სასიამოვნო სიახლეები რეგულარულად და მუდამ მოიცავს თქვენს ცხოვრებას. მიიღეთ საჩუქრები, აიხდინეთ ოცნებები – ყველაფერზე მწვანე შუქი გენთებათ. თქვენი შრომა ამ წელს შთამბეჭდავი იქნება. გაზაფხულზე კარიერულს კიბეზე მაღლა აიწევთ და ყველა კონკურენტს ჩამოიშორებთ. ამისათვის ცოტა ოფლის დაღვრა მოგიწევთ. დიდი შენაძენის გაკეთებას ბევრი დადებითად არ შეგიფასებთ.

ძაღლი

ნუ ელით ეშმაკობას და ტყუილს ვირთხისგან, წელი ყველა მიმართულებით მშვენიერი იქნება. მაგრამ, არ ღირს რადიკალურად შეიცვალოთ ცხოვრება და მიიღოთ სასიცოცხლო გადაწყვეტილებები. დატკბით იმით, რაც გაქვთ. განსაკუთრებით ეს ოჯახურ ურთიერთობებს ეხება. სამსახურში სიმშვიდე და სიწყნარე იქნება. ნურც იქ ელით გარდატეხებს. ფინანსები არ გაიზრდება, მაგრამ, სამაგიეროდ სტაბილურობა გელით. სამჯერ დაფიქრდით, სანამ რაიმეს გააკეთებთ. ის არ მოგიტანთ შემოსავალს, მხოლოდ დროს და ფულს დახარჯავთ. ფრთხილად იყავით და იზრუნეთ ახლობლებზე.

ღორი

ვირთხის წელში არ გელით მოულოდნელი სიმდიდრე ან სიყვარული. არაფერი იქნება მარტივად, მოგიწევთ ყველაფერს თქვენით მიაღწიოთ. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, ყველაფერი მოგვარდება. იმოქმედეთ, შიშის გარეშე. ყველაფერი იქნება თუ მოინდომებთ. ფრთხილად იყავით სამსახურის საკითხში, ყურადღების გაფანტვამ შესაძლოა უფროსი გააბრაზოს და მასთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. თუ სამსახურში მოგწყინდათ, მას შემოქმედებითად მიუდექით. თქვენი ინიციატივა შეფასებული და ფინანსურად დაფასებული იქნება. ოჯახსაც ნუ დაივიწყებთ. გამოუყავით მათ მეტი დრო, განსაკითრებით მეორე ნახევარს.