მთავარი საკითხავი კვლევა: ადამიანები, რომლებიც სახლს საშობაოდ ადრე რთავენ, ბედნიერები არიან

კვლევა: ადამიანები, რომლებიც სახლს საშობაოდ ადრე რთავენ, ბედნიერები არიან

by guramus

ფსიქოლოგები გავრწმუნებენ, რომ თუ სახლის საახალწლო მორთულობას ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში იწყებთ, სხვებზე გაცილებით ბედნიერი ადამიანი ხართ.

“სტრესით და შფოთვით სავსე სამყაროში საშობაო დეკორაციები და ნაძვის ხე გვაბედნიერებს და ბავშვობის სენტიმენტალურ ემოციებს აღძრავს” – აცხადებს ფსიქოლოგი სტივ მაკეოუინი.

მისი აზრით, საშობაო დეკორი გასაღებია უდარდელი ბავშვობის აღტაცებულ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის, ამიტომაც სახლში მათი ადრეული გამოფენა ამ აღტაცებას აასმაგებს. სტივი აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც დეკორაციებს მალევე ამზეურებენ, ამას ნოსტალგიის მიზნით აკეთებენ. მათ სურთ დაიბრუნონ მაგიური განწყობა და კომპენსაცია გაუკეთონ წარსულის უგულველყოფას.”

ისინი, ვინც დგავენ და რთავენ ნაძვის ხეს, აცხობენ ჯანჯაფილის თაფლაკვერის სახლებს, კიდებენ წითელ წინდებს, უფრო მეტად მეგობრული ადამიანები არიან. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Environmental Psychology-ში გამოქვეყნდა, ცხადი გახდა, რომ სახლის საშობაოდ მორთულობასა და მეზობლებთან სოციალური და გახსნილი ურთიერთობის ქონას შორის კორელაცია ნამდვილად არსებობს. კვლევის მიხედვით, სეზონურად მორთული სახლი ადამიანებს გარშემო მცხოვრებ ადამიანებთან დაახლოებაში ეხმარება. ეს ყველაფერი სოციალურ ჩართულობას იწვევს.

მოკლედ, უკვე დროა მორთოთ საკუთარი სახლი რათა გახდეთ უფრო ბედნიერი და მეგობრული ადამიანი!