ზოგადი მიმოხილვა
რადგან ურანი თქვენს ნიშანს შეუერთდა 2018 წელს, მას შემდეგ თავს ახალი ადამიანივით გრძნობდით. თუმცა, ბევრ ასპექტში თქვენ ისევ ძველებური ცხოვრებით ცხოვრობთ. კიდევ რამდენხანს უნდა იცადოთ იქამდე, სანამ ნამდვილი ცვლილება მოხდება? უკვე დროა ყველაფრის მართვა თქვენს ხელში აიღოთ. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ პოტენციურ რისკებს და სანამ ყველაფერს სასწორზე შემოდებთ, დარწმუნდით იმაში რომ სწორედ ესაა თქვენი გულწრფელი სურვილი. ვენერა თქვენი ნიშნის სახლს უბრუნდება 4 მარტს და უერთდება ურანს რვაში, რაც შეგახსენებთ იმას, რომ თქვენი თავის სიყვარული სწორედ თქვენი ნამდვილი სახის შენარჩუნებას ნიშნავს მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ სხვები.
ვენერა არაორდინალურად დიდ ხანს გაატარებს ტყუპებში წელს, 3 აპრილიდან 7 აგვისტომდე და მისი უკან დაბრუნებისას 13 მაისიდან 24 ივნისამდე მოგცემთ საშუალებას დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გიყვართ, რას აფასებთ და რისკენ მიიღწვით ყველაზე მეტად ცხოვრებაში. ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ამ ასპექტებიდან რომელიმე სრულიად შეცვლილი დაგხვდებათ. გააცნობიერეთ, რომ თქვენ ვითარდებით. წელს ეს ეფექტი თქვენი ცხოვრების ყველა არეში იგრძნობა. ეს სასიხარულოა, თუმცა დამაბნეველიც შეიძლება აღმოჩნდეს როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვისაც.
შიდა და გარე კონფლიქტებიც წინა ფონზე წამოიწევიან წლის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარსი ვერძს დაუბრუნდება 9 სექტემბრიდან 13 ნოემბრამდე. მერკურის საპირისპირო ნიშან სასწორში ყოფნისას, მაცდუნებლად მოგეჩვენებათ ბრაზისა და სტრესის თქვენში დაგროვება მშვიდობის შესანარჩუნებლად. თუმცა, თქვენთვის ბევრად უკეთესი იქნება თუ მათ პოზიტიური საქციელებისა და კრეატიული კომპრომისებისკენ მიმართავთ.
ეს ენერგია დიდი ალბათობით ოჯახურ დინამიურობაში იჩენს თავს – განსაკუთრებით თქვენ და-ძმებთან, ნათესავებთან და ოჯახის ახალ წევრებთან. კირჩხიბში ორი ეკლიფსის გამო, ეს ურთიერთობები დიდი ცვლილებებისკენ მიდიან 2020 წელს. ოჯახური კავშირები შეიძლება სამუდამო იყოს, თუმცა მათ არასდროს არ უნდა შეგბოჭონ. როდესაც განვითარებას გააგრძელებთ, თქვენი ოჯახიც იძულებული იქნება განვითარდეს – მიუხედავად იმისა, მოეწონებათ ეს მათ თუ არა.
რომანტიკა
თქვენი თავის სიყვარული რადიკალური აქტია კუროებო. ურანის თქვენს ნიშანში ყოფნის გამო თქვენ ამ რევოლუციას შეუერთდით. ამის შედეგად, სიყვარულის თქვენი თავის მიღმა ძებნა მიმზიდველად აღარ გეჩვენებათ 2020 წელს. თუმცა, მაინც ყველაფერი შეიძლება მოხდეს – განსაკუთრებით მარტში, როდესაც ვენერა თქვენს ნიშანს გადაივლის და ურანს შეუერთდება რვაში. თქვენი არაორდინალური სახის გამო, თქვენ მოულოდნელ თაყვანისმცემლებს მიიზიდავთ. უბრალოდ დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ არ ილაშქრებთ მათთან საქმის დაჭერით.
თუნდაც ურთიერთობაში ყოფნისას, ეს პერსონალური ზრდა მთავარ პრიორიტეტად ითვლება. სავარაუდოდ თქვენ წინააღმდეგობას წააწყდებით თქვენი პარტნიორისგან ან იმედი გაგიცრუვდებათ იმის გამო, რომ ისინი თქვენნაირად სწრაფად ვერ ვითარდებიან. ეცადეთ იყოთ მომთმენი მათტან მიმართებაში. თქვენ ხომ კარგად იცით, თუ როგორ ძალიან გეზიზღებთ თქვენ თვითონ როცა რაიმესკენ გიბიძგებენ ან გაძალებენ.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია დააფასოთ თქვენი თავგადასავალი და საკუთარი სიჩქარით იმოძრაოთ წინ. ამან სეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის, თუმცა ხანგრძლივ პერიოდში ეს საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება თქვენი ურთიერთობისთვის გააკეთოთ.
მთავარი რამ კონუმიკაციის გზების ღიად დატოვებაა: მერკური მთელ შემოდგომას თქვენს საპირისპირო ნიშანში მორიელში გაატარებს ვენერაც მორიელში იქნება 21 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე. ისეთ საკითხებზე საუბარი, როგორიცაა ეჭვიანობა, სექსი, ფული ან ძალების დინამიურობა შეიძლება პანდორას ყუთის გახსნას ჰგავდეს. თუმცა, ეს ასევე თქვენი საუკეთესო შანსია საერთო ბედნიერი მომავლის ქონისათვის. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი გონების შენარჩუნება ძნელი იქნება ასეთ დროს. დიალოგებში შესვლა წინასწარ ჩამოყალიბებული აზრებით იმის შესახებ, თუ ვინაა მართალი და ვინ მტყუანი, არასწორი გზა იქნება თქვენთვის. მიუდექით მათ ცნობისმოყვარეობით. იუპიტერის/პლუტოს მდგომარეობა ხომ იმას ამტკიცებს, რომ ეს საკითხები მცირე პრობლემები არ არის თქვენთვის – ისინი თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი და ღრმა კითხვებია, რაზეც პასუხი უნდა გასცეთ.
კარიერა
ურანის თქვენს ნიშანში ყოფნისას, ყველა სასწორზე დებს – განსაკუთრებით თქვენს კარიერაში. თუმცა როგორ უკონტროლოდაც არ უნდა გეჩვენებოდეთ ეს სიტუაცია, სინამდვილეში სწორედ თქვენ ხართ ის, ვინც ბრძანებებს გასცემს. მერკური წლის პირველი მეოთხედის დიდ ნაწილს წინ მიმართულ მერწყულში ატარებს. ეს ინსპირაციით ავსებს თქვენს პროფესიულ ცხოვრებას და მისი უკან გამობრუნება გადაგაფასებინებთ თქვენს წარსულ წარმატებებს რეალობის შეცვლის მიზნით. ძველი მიზნები უკვე ვეღარ შეგმატებთ მოტივაციას, დროა დაიწყოთ ახალ ოცნებებზე ფიქრი. მათ ასასრულებლად უნდა გაარღვიოთ პოზიციები და გამოაწრთოთ ახალი კავშირები.
სატურნი მერწყულში პირველი ვიზიტისას, 21 მარტიდან 1 ივლისამდე, დაგანახებთ დისციპლინას, გამძლეობას და თავდადებულ მუშაობას, რომელიც დაგჭირდებათ თქვენი იმპერიის თავიდან ასაშენებლად. შესაძლოა რამდენიმე ძველი არეულობაც იყოს, რომლის დალაგებაც მოგიწევთ, თუმცა მათი მოწესრიგება უამრავ თავის ტკივილს აგარიდებთ მომავალში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ დაწვათ არცერთი ხიდი თქვენს ახლანდელ სამსახურის სიტუაციაში. რამხელა მონდომებითაც არ უნდა მიიწევდეთ წინ, ამ სიტუაციაში მაინც გარკვეული ხნის გატარება მოგიწევთ – შესაბამისად მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება ამ პროცესს უფრო მარტივს გახდის. ვენერა 2020 წელს ასევე შეგახსენებთ იმასაც, თუ რაოდენ სილამაზესა და ღირებულებას სძენთ თქვენ გარემოს. თქვენი საფასურის ცოდნა საშუალებას მოგცემთ მარტივად ადაპტირებისა და ამავდროულად იმის შენარჩუნების, რასაც ნამდვილად იმსახურებთ და მოითხოვთ სამყაროსგან.