მთავარი ასტროლოგია ლომი – 2020 წლის ჰოროსკოპი

ლომი – 2020 წლის ჰოროსკოპი

by guramus

ზოგადი მიმოხილვა:

ბევრი იმუშავეთ, უკეთესად ითამაშეთ – ლომებო ეს დაგეხმარებათ ცხოვრების დალაგებაში. ამჯერად მარსი თქვენს ნიშანში განსაკუთრებულად იჭრება და კვალსაც დატოვებს. 2020 წელს ის თავისუფალ მშვილდოსანს 3 იანვრიდან 16 თებერვლამდე სტუმრობს, წლის მეორე ნახევარს კი იმპულსურ ვერძებთან გაატარებს. თქვენ მოუთმელობა შეგიპყრობთ გამოიკვლიოთ ახალი ტერიტორია და აღმოაჩინოთ ახალი ჰორიზონტები. მზად თუ არ ხართ, ეს მაინც მოგიწევთ!

თუმცა, ხანდახან გონივრული იქნება შეჩერდეთ. 5 მაისიდან რთული გახდება გაიგოთ როდის მოიმოქმედოთ რაიმე და როდის არ აკეთოთ ზედმეტი. თუ სანთლის დაწვას ორივე მხრიდან გააგრძელებთ, ხელსაც დაიწვავთ.

5 ივნისის მთვარის დაბნელება მშვილდოსანში უკანასკნელი ამოსუნთქვა იქნება სანამ სადავეებს ხელთ დაიპყრობთ. 20 ივნისს მთვარის დაბნელება კირჩხიბში გადაინაცვლებს და საკუთარ ემოციებთან დაგაკავშირებთ. საკუთარ თავს მეტად შეიცნობთ. შესაძლოა ეს არ იყოს ის თავგადასავალი რაზეც გონებაში ფიქრობდით, მაგრამ საკუთარი თავის ანალიზი და მოგზაურობა შინაგანი მეს გაცნობისთვის ბევრ ამაღელვებელ რამეს გპირდებათ.

4 ივლისიდან ჯანმრთელობის და კარგად ყოფნის საკითხები მოექცევა ღრმა ფოკუსში. წლის ორი ყველაზე ძლიერი კავშირი თქვენს მეექვსე ჯანმრთელობის სახლში შეიკვრება და დროა სერიოზულად დაფიქრდეთ საკუთარი თავის, სხეულის, გონების და სულის მოვლაზე.

სატურნი და პლუტონი წლის დასაწყისშივე მოახდენენ ზემოქმედებას – 12 იანვრიდან. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ცხოვრების სტილის შეცვლა მოგიწევთ, რათა 2020 წელს და მის შემდეგ უფრო ძლიერი იყოთ.

ტრანსფორმაცია რთული პროცესია, ლომებო. მაგრამ, თქვენ საკმარისზე მეტი ენერგია, ენთუზიაზმი და ძალა გაქვთ ეს ყველაფერი განმსჭვალოთ და ვერც რეტროგადირებული მარსი (9 სექტემბრიდან 13 ნოემბრამდე) ვერ შეგიშლით ხელს!

 

რომანტიკა

ჩვენ ვერ ვწყვეტთ თქვენს შეყვარებას, ლომებო.

იუპიტერი თქვენს რომანტიკის სახლს მართავს, ნეპტუნი კი ინტიმურობასა და სექსს, თქვენ უბრალოდ უძლეველი იქნებით. მიზიდულობა ამ ორ პლანეტას შორის 2020 წელს განსაკუთრებით მაცდურს და მიმზიდველს გაგხდით.

წელს ყურადღება ჟესტებს დაეთმობათ, უფრო მეტად ყოველდღიურ სიყვარულის დამტკიცებას სხვადასხვა სენსიტიური და მტკიცე გზებით. პარტნიორის მანქანის შეკეთება ან სუპერმარკეტის საყიდლებზე გასვლა შესაძლოა სულაც არ ჩანდეს “რომანტიკული”, მაგრამ, დაგვიჯერეთ – ნებისმიერი პატარა რამ რასაც მოიმოქმედებთ და გარკვეულ პასუხისმგებლობას გაინაწილებთ, ძლიერი აფროდიზიაკი გახდება!

პასუხისმგებლობებზე საუბრისას სატურნი თქვენს საწინააღმდეგო ნიშანთან, მერწყულთან გამართავს ფლირტს 12 მარტიდან 1 ივლისამდე, სანამ საბოლოოდ არ დალაგდება 16 დეკემბერს. შემდეგ, 2021-ში მოხდება დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ძლიერი დაკავშირება. ეს ნიშნავს, რომ 2020 ურთიერთობების მოაზრებით დაიწყება. შესაძლოა მზად ხართ ვინმესთან კავშირი ოფიციალური გახადოთ ან შესაძლოა დროა თავი მას მეტად მიუძღვნათ. თუ იმედოვნებთ, რომ წელს ვინმე ახალს შეხვდებით, მეტი სერიოზულობის გამოჩენას დაიწყებთ იმ მიმართულებით თუ რას ფიქრობთ პარტნიორზე. ან შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თქვენი მოლოდინები გარკვეულ რეალურ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს, რაც უფრო რომანტიკულ ხასიათზე დაგაყენებთ.

ურთიერთობის როგორი სტატუსიც არ უნდა გქონდეთ, 2020 წელი მას რეალურს გახდის, განავითარებს ან გაზრდის. რაც უფრო ზრდასრული იქნებით სიყვარულში, მით უფრო ტკბილი იქნება ის.

ამ ყველაფრის დიდი ნაწილია ისწავლოთ სიყვარულის ობიექტის დანახვა როგორც ინდივიდუალური ადამიანის თავისი უფლებებით – არა უბრალოდ საკუთარი თავის არეკვლა. ეს დაგეხმარებათ აჩვენოთ მათ რომ გჭირდებიან და შექმნის კავშირს, როცა ორივეს ექნება თავისი სივრცე და დატკბება საკუთარი საქმიანობით.

 

კარიერა

გრძნობთ დედამიწის მოძრაობას, ლომებო?

ურანი კუროში მოეწყობა, რაც თქვენს კარიერას შეაჯანჯღარებს. გარემოებები მუდამ შეიცვლება და მიზნები, რომლებიც წარსულში დაისახეთ, აღარ მოგეჩვენებათ დამარწმუნებლად.

ეს შესაძლოა სტრესის მომტანი იყოს, მითუმეტეს მაშინ, თუ ამ მისწრაფებებით შემოხვეულებმა იცხოვრეთ. მაგრამ, შეიძლება რადიკალური ტრანსფორმაციის მიზეზიც გახდეს, საკუთარი თავის განახლების. რადგანაც მზე, მერკური, ურანი და ვენერა თქვენ ნიშანში იტრიალებენ, მოახერხებთ საკუთარი თავის განვითარებას და მიზნების განახლებას.

საბედნიეროდ, ვენერა წელს ტყუპებში მეტ დროს გაატარებს (3 აპრილიდან 7 აგვისტომდე) და თქვენ წინაშე ბევრი ახალი შესაძლებლობა წამოიჭრება. თქვენი მოქნილობის და ალღოს წყალობით, პოტენციური პარტნიორები და მოკავშირეები თქვენით მოხიბლულები იქნებიან.

რეტროგრადული ვენერა (12 მაისიდან 24 ივნისამდე) შეგახსენებთ იმ ღირებულებებს, რაც მოგანიჭათ თავადვე დასმულმა კითხვამ “რატომ” რაღაცის კეთებისას.

წელს ძლიერი კავშირები – 12 იანვარს, 4 აპრილს, 29 ივნისს და 12 ნოემბერს გაჩვენებენ რომ მეტად დამოუკიდებელი ხდებით და სამუშაო ადგილას დიდ ძალაუფლებას და ავტორიტეტს იძენთ. ეს ასევე გამოამჟღავნებს იმ ლიდერულ სტილს, რასაც ხშირად ამჯობინებთ.

შესაძლოა იყოთ ბოსი, მაგრამ მეტის მიღწევაც შეგიძლიათ თუ ამ ძალას სხვებსაც გაუზიარებთ და მათი წინამძღოლი გახდებით. 21 მარტიდან 1 ივლისამდე სამსახურეობრივ ურთიერთობებში ჯანსაღად ამოისუნთქებთ.

სატურნი მუდამ ბრუნდება თქვენს ნიშანში, რაც წლის მეორე ნახევარში იდეებით აგავსებთ: ჯგუფური მუშაობა საოცნებო სამსახურს ქმნის!