მთავარი ასტროლოგია ქალწული – 2020 წლის ჰოროსკოპი

ქალწული – 2020 წლის ჰოროსკოპი

by guramus

ზოგადი მიმოხილვა

ამ წელს სუპერ-სერიოზული თხის რქის კავშირები (12 იანვარი, 4 აპრილი, 29 ივნისი და 12 ნოემბერი) თქვენი გართობის და დასვენების სახლში განხორციელდება.

ქალწულებო ისინი გასწავლიან აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ბედნიერებაზე ცხოვრების სტრუქტურირებით, რაც კრეატიულობას, სპონტანურობას და ხალისიანობას მოიტანს. ეს ნიშნავს განთავისუფლდეთ შიშებისგან და ეჭვებისგან, რომლებიც აქამდე მოგიცავდათ. ეს ასევე ნიშნავს უთხრათ “დიახ” შინაგან ბავშვს.

მთელი წლის მანძილზე ურანის კუროში ყოფნით თქვენ ადვილად შეძლებთ ჩვევების და აზროვნების შეცვლასაც კი. 3 რეტროგრადული ციკლის განმავლობაში თქვენი მმართველი პლანეტა მერკური სხვადასხვა რამეს გთავაზობთ:

პირველი (თებერვალი 16 – მარტი 9), დაგეხმარებათ დაინახოთ ყველა ადამიანი სხვა რაკურსით. შეყვარებულებიდან მეგობრებამდე, ოჯახის წევრებიდან თანამშრომლებამდე, გაგიკვირდებათ თუ რამდენად კარგად იცნობთ ამ ახლობელ სახეებს.

მეორე (ივნისი 18 – ივლისი 12) მიგიყვანთ შეკითხვამდე სად ტყუის თქვენი ერთგულება. გაზიარებული ისტორია, კულტურა და ოჯახური კავშირები გაგაერთიანებთ – მაგრამ საკმარისია კი ეს მომავლის ასაშენებლად?

მესამე (ოქტომბერი 13 – ნოემბერი 3) დროა გადახედოთ საკუთარ ფიქრებს და რწმენებს. არანაირი განკითხვა, უბრალოდ დარწმუნდით, რომ იგივე უმწიკვლო სტანდარტებს იცავთ საკუთარი თავის მიმართ, რასაც სხვებს უწესებთ.

თქვენი ჯანმრთელობა გამხნევებთ იყოთ გონებაგახსნილი ამ წელს. კარგად ყოფნის ტრენდები თქვენ ინტერესს მოიცავს, მაგრამ დაუთმეთ ცოტაოდენი დრო საკუთარ დავალებას სანამ დღიურ რუტინაში ჩაერთვებით.

21 მარტიდან 1 ივლისამდე სატურნი მერწყულს სტუმრობს და ნიშანში ხელახლა 16 დეკემბერს შემოვა. რადგანაც ახალი 20 წლის ციკლი იწყება, განახლებისთვის სრულ მზადყოფნაში იქნებით.

 

რომანტიკა

სიყვარული მისტიკაა, ქალწულებო, მაგრამ რადგანაც ნეპტუნი აგრძელებს თქვენი ურთიერთობების სახლში ყოფნას, მის საიდუმლო გზებს ამოხსნით.

როგორი საზღვრებიც არ უნდა იყოს თქვენსა და ნამდვილ სიყვარულს შორის, ნეპტუნი თევზებში დაგეხმარებათ ამოხსნათ ისინი. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, ზოგიერთი შეზღუდვა კარგ მიზანს ემსახურება – მაგალითად ფანტაზიასა და რეალობას შორის გავლებული ხაზი, ნეპტუნის გარემოცვაში ის უფრო დაბინდული ხდება.

თქვენი ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლება ურთიერთობაში, ტენდეციაა იყოთ ზედმეტად კრიტიკული ან გამკიცხავი. მაგრამ, მას შემდეგ, რაც 27 იანვარს ვენერა ნეპტუნთან გაერთიანდება და 3 აპრილს მერკურიც მოყვება, უფრო მეტად მოგიცავთ სასიყვარულო ფიქრები თქვენს პარტნიორზე და აარჩევთ კეთილ სიტყვებს მათთან საკომუნიკაციოდ. უფრო ღია, გულგახსნილი ხასიათი ყველა სახის ურთიერთობაში სასწაულებს მოახდენს.

20 თებერვალს, 27 ივლისსა და 12 ოქტომბერს 3 მნიშვნელოვანი შეერთება მოხდება, რაც სიყვარულში დააკავშირებს თქვენს სერიოზულ, მიწიერ, პრაქტიკულ მხარეს მეოცნებე, მაგიურ, რომანტიკულ მხარესთან. მაგრამ ნუ დაელოდებით, რომ რომანტიკა თავად გაიფურჩქნება, მას რომ მაქსიმალური შანსი მისცეთ, მოგიწევთ ბაღის გაშენებისკენ თავად ისწრაფვოთ.

ამ წელს თხის რქის კავშირები (12 იანვარი, 4 აპრილი, 29 ივნისი და 12 ნოემბერი) განამტკიცებს იმას, რომ ხანდახან სიყვარულს დისციპლინა და ბევრი მუშაობა სჭირდება. მაგრამ, თუ ძალისხმევას გაიღებთ, ეფექტი მართლაც ტრანსფორმაციული იქნება.

რომანტიკული და პლატონური ურთიერთობების მსგავსად, კომუნიკაცია ამ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება  – განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადირებას განიცდის მორიელსა და სასწორში (12 ოქტომბერი – 3 ნოემბერი). თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის თანასწორობის და სამართლიანობის საკითხები წამოიჭრება. საბედნიეროდ, ვენერა თქვენს ნიშანშია და შეძლებთ საკუთარი საჭიროებები და სურვილები განიმტკიცოთ.

27 ივნისიდან წლის ბოლომდე შეყვარებულთან კამათი გარდაუვალი იქნება. მაგრამ არ იდარდოთ ქალწულებო, დიდი შანსია, რომ დავის შემდეგ სექსმა თქვენი კამათი უფრო სექსუალური გახადოს.

 

კარიერა

სულ მუშაობა და თამაში არა? ამას მიჩვეული ხართ, მაგრამ წელს ეს შეიცვლება.

ეს წელი ორი მთავარი შეკავშირებითაა ნაწარმოები: 12 იანვარს და 21 დეკემბერს. მათი დახმარებით მიხვდებით, რომ გართობა უმნიშვნელო და არასერიოზული სულაც არაა. ეს კრეატიული პროცესის საკვანძო ნაწილია. შესაძლოა არაინტუიციურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სხვადასხვა გარეშე აქტივობები უფრო მეტად პროდუქტიულს გაგხდით.

საბოლოოდ, მერკური თქვენს ორივე ნიშანს მართავს და ტყუპები კარიერის სახლში გეყოლებათ, ეს ბუნებრივი მდგომარეობა იქნება, რადგანაც გიყვართ მუდამ დაკავებულობა. ვენერა 3 აპრილიდან 7 აგვისტომდე ტყუპებში გაატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალფეროვანი ქუდების მორგებით ისიამოვნებთ.

ვენერა რეტროგრადირებული იქნება 12 მაისიდან 24 ივნისამდე. საშუალებას მოგცემთ უკან გახედოთ კარიერას და შერჩეული გზა შეაფასოთ. აკეთებთ კი იმ საქმეს, რომელიც გიყვართ, თუ უფრო პრაქტიკულ, რესპექტაბელურ მდგომარეობას ინარჩუნებთ? როგორ გამოიყურება წარმატება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, როგორია ის თქვენთვის?

სამომავლო გეგმები და პროექტები წამოიჭრება და მერკური კირჩხიბში 28 მაისიდან 4 აგვისტომდე დარჩება. ამ პერიოდის განმავლობაში გარკვეულ ემოციურ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. თუ გულს მიყვებით, სწორ არჩევანამდე მიგიყვანთ.

ეცადეთ თავი არ მისცეთ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას. 2 დაბნელება კირჩხიბში (10 იანვარსა და 20 ივნისს) დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ძველი ასოციაციებისგან და პროექტებისგან, რომლებიც თქვენთვის აღარ მუშაობენ და ახლანდელ ინტერესებს უკეთეს იდეებს მოარგებთ.

ქალწულებო, თქვენ ერთდროულად ბევრი რამის კეთება შეგიძლიათ. მაგრამ, თუ ჰაერში გამობმულ ბუშტებს შეამცირებთ და იმ ადამიანებსა და პროექტებს მიუახლოვდებით, რომლებიც შთაგაგონებენ, თავს გაინთავისუფლებთ და საქმეს საუკეთესოდ გააკეთებთ.