ზოგადი მიმოხილვა:
სასწორებო, თქვენ ყველას საყვარელი სოციალური პეპელა ხართ. მაგრამ, 2020 როგორც კი დაიწყება შესაძლოა უკან, აბრეშუმის პარკში შეძვრეთ.
10 იანვრის მზის დაბნელება კირჩხიბში დამცავი ნიჟარის შექმნას გაიძულებთ. 12 იანვრის სატურნისა და პლუტონის შეერთება თხის რქაში კი შინაგან მეტამორფოზას გამოიწვევს. ამ დროს ბუნებრივი იქნება რომ საკუთარი სახლის პირად სივრცეს ამჯობინებთ. უსაფრთხო ადგილი გჭირდებათ, სადაც ემოციებს გაანალიზებთ. ეს კიდევ სამჯერ მოხდება – 4 აპრილს, 29 ივნისსა და 12 ნოემბერს.
მიდრეკილი იქნებით გულჩათხრობილობისკენ როცა საქმე თქვენი გრძნობების გამოხატვას ეხება და როცა დრამატული სიტუაციის შემსუბუქებას მოინდომებთ. მაგრამ, იუპიტერი და პლუტონი კარიბჭეს გახსნიან და თქვენი ნამდვილი გრძნობებიც გამოკრთება. არ აქვს მნიშვნელობა მზად იქნებით თუ არა. ზაფხულის დაბნელების სეზონი 5 ივნისსა და 4 ივლისს დრო იქნება ყველაფერი ამოიღოთ გულიდან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ოჯახს ეხება.
თუ ყველაფერი მძიმედ გამოიყურება სასწორებო, ნუ შეშინდებით. თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა დააბალანსებს ყველაფერს, რადგანაც მეტ დროს გაატარებს ტყუპებში (3 აპრილი – 7 აგვისტო, 12 მაისი – 24 ივნისი). სახლში ყოფნით დაწყებული წელი ამ შეერთების გამო უკან, ფართო სამყაროში გაგტყორცნით. დაგეგმეთ შორეული მოგზაურობა, დატკბით ხედებით და მოუსმინეთ ხმებს სხვა კულტურიდან ან დაიწყეთ რაიმე ახალი საგნის შესწავლა – ყველაფერი რაც თქვენს წარმოსახვას და შეგრძნებებს განავითარებს.
ეს ძიებანი სასიამოვნო იქნება… თუმცა, მათ ასევე შეუძლიათ თქვენი ცხოვრება სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანონ. ეს ნათელი არ გახდება მზის დაბნელებამდე 20 ივნისს, მაგრამ ერთი რამ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ: თვითგამოხატვის ახალი ხერხები და პირადი მიღწევები გელით.
“ახალი თქვენ” გამოჩენას დაიწყებს, მაშინ როცა მერკური, მზე და ვენერა თქვენს ნიშანში გაივლიან (სექტემბერი-ნოემბერი). შესაძლოა ხელი გკრან მათ, ვისაც “ძველი თქვენ” უყვარდა, განსაკუთრებით 9-19 ნოემბრის პერიოდში, მაგრამ, არ იდარდოთ! სასწორებო ეს პროცესი ძალიან მოგეწონებათ.
რომანტიკა
თქვენ არასდროს გაღელვებდათ პარტნიორის ფრთების ქვეშ ყოფნა. მაგრამ, თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა 2020 წელს 4 თვეს ცვალებად ტყუპებში გაატარებს (3 აპრილი – 7 აგვისტო, 12 მაისი – 24 ივნისი), რაც ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ფრთების გამობმას დაიწყებთ. გარეთ საოცარი, შესანიშნავი სამყაროა და თუ ურთიერთობა ჰორიზონტების გაფართოებაში ხელს გიშლით, ვერ გაფრინდებით.
სატურნის მერწყულში მოხვედრის პერიოდში (21 მარტი – 1 ივლისი), ჩვეულებრივი კავშირებიც კი თავს შევიწროვებულად გაგრძნობინებთ. თუ გსურთ დაცემას თავი აარიდოთ, ერთი ფეხით საყრდენი უნდა გაიმაგროთ, მეორე კი მაღლა დადგათ, სადაც თქვენი საზღვრები გადის. მაშინ, როცა დეკემბერში სატურნი თავისუფლებისმოყვარე მერწყულს დაუბრუნდება და 2021 წელში იუპიტერს შეხვდება, კმაყოფილი იქნებით, რომ ასე მოიქეცით.
მაინც ვერ იქნებით დარწმუნებული, რომ ყველა მხარს დაგიჭერთ მეტი თავისუფლების და სივრცის მოთხოვნისას. ბოლოს და ბოლოს, სასწორებო თქვენ გიზიდავთ პარტნიორები, რომლებიც ძლიერები, ვნებიანები და თავდაჯერებულები არიან, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ მათ საკუთარი აზრები ექნებათ. შესაძლოა თავში კონფლიქტები დაიბადოს.
თქვენი ტიპური მისწრაფებაა აიცილოთ ურთიერთდაპირისპირება რაც შეიძლება დიდხანს და ნებისმიერ ფასად. მაგრამ, ურანისა და კუროს მოქმედებით წელს ეს არც ისე მიმზიდველი არჩევანი იქნება. ისეთი ტაბუდადებული თემების შემოჭრა, როგორებიცაა სექსი, ფული და ძალაუფლება ყველაფერს მოიცავს, მაგრამ თუ ის ურთიერთობაში სამართლიანობასა და კაპიტალს მოიტანს, რისკად ღირს! ურანისა და ვენერას შერწყმა 8 მარტს გაგახსენებთ, რომ არ უნდა გაყიდოთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ უყვარდეთ.
შემოდგომაზე გარკვეული წინაღობა შეგხვდებათ, როცა პლანეტები თქვენს ნიშანში ერთმანეთის წინააღმდეგ დალაგდებიან. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ვენერა თქვენს ნიშანში დაბრუნდება, თქვენი თავის ფასს შეისისხლხორცებთ, ამიტომაც, სასწორებო, ნუ დაჯერდებით ნაკლებს.
კარიერა
მოემზადეთ დიდებულებისთვის, სასწორებო!
2020 წელი გპირდებათ, რომ თქვენს კარიერაში მონუმენტური იქნება. მაგრამ, მთვარის დაბნელება კირჩხიბში 10 იანვარს, უფრო მეტად ძველ საქმეებში მოფუსფუსეს აღმოგაჩენთ, ვიდრე ახალ პროექტებში. ეს დრო გამოიყენეთ საკუთარი წარმატების აღსანიშნად – დაიმსახურეთ.
სატურნისა და პლუტონის შეერთება თხის რქაში დაბნელებიდან ორი დღის შემდეგ, ფინანსებს ცოტათი შეამჭიდროვებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამსახურებსა და პროექტებს შორის ხართ, მაგრამ, ნუ შეშინდებით, მას შემდეგ რაც კირჩხიბის სეზონი დადგება, ახალი შესაძლებლობები თავს დაგეხვევათ.
მერკური ორ თვეზე მეტს კირჩხიბში გაატარებს (28 მაისი – 4 აგვისტო), გექნებათ საკმარისი დრო კარიერაზე ფოკუსირებისთვის. გამოიყენეთ ზაფხულის თვეები პროფესიონალური განვითარებისა და აქტივობებისთვის.
20 ივნისის მზის დაბნელება კირჩხიბში ძალას მოგცემთ ჩამოიყალიბოთ ახალი ხედვები, დაისახოთ ახალი მიზნები და წამოიწყოთ ახალი საქმეები. ნუ შეგეშინდებათ დიდი ოცნებების – იუპიტერისა და პლუტონის შეერთება 29 ივნისს და მთვარის დაბნელება კირჩხიბში 4 ივლისს თამაშის წესების შემცვლელს გაგხდით.
ცხოვრებისა და მუშაობის ბალანსი ამ წელს მთავარი თემაა. რადგანაც თქვენთვის სამუშაო საყვარელი შრომაა, მხარი უნდა დაუჭიროთ პირად ცხოვრებასაც და მისგან არ განცალკევდეთ. რეტროგრადირებული მერკური თევზებსა და მერწყულში (16 თებერვალი – 9 მარტი) და მორიელსა და თქვენს ნიშანში (13 ოქტომბერი – 3 ნოემბერი) გაგაოცებთ თუ რამდენი შეწირეთ ან ერთ ან მეორე სფეროს.
20 თებერვლის, 27 ივლისის და 12 ოქტომბრის პერიოდები დიდ ძალაუფლებას მოგანიჭებთ მოლაპარაკებებისა და ბალანსის სწორი დაცვისთვის. უფრო მაღალი ხელფასი, მეტი მორგებადი საათები და სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესება – რაც გჭირდებათ, ყველაფერში ხელი მოგემართებათ, რათა საქმე საუკეთესოდ გააკეთოთ. სასწორებო, უკეთესი ცხოვრება გელით! უბრალოდ გამოთქვით საკუთარი პრეტენზია და პოზიცია – ამად ღირხართ!