მორიელი – 2020 წლის ჰოროსკოპი

by Ani

ზოგადი მიმოხილვა:

ცხოვრება, თავისუფლება და ბედნიერება: მორიელებო, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

თქვენი მმართველი მარსის გავლენით წლის დასაწყისში (3 იანვარი – 16 თებერვალი) მოტივირებულები იქნებით არამხოლოდ გასცეთ ამ კითხვებს პასუხი, არამედ იმოქმედოთ მათთვის. ბოლოს და ბოლოს “მე მსურს” თქვენი ნიშნის დევიზია.

საკმარისად გონიერი ხართ და იცით, რომ ნამდვილი ბედნიერება სადღაც გარეთ არ მოიპოვება. ეს შინაგანი საქმეა – თქვენი მმართველი პლანეტა პლუტონი ამ წელს ნანატრ შეკავშირებას მოახდენს იუპიტერსა და სატურნთან, რაც მოგცემთ ძალას შეასრულოთ საკუთარი საქმე.

პირველი, სატურნში 12 იანვარს, გასწავლით აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს ფიქრებსა და სიტყვებზე, გაანალიზოთ მათი ძალა რაღაცის შექმნის თუ განადგურების დროს. ეს კავშირი კირჩხიბში მთვარის დაბნელებას მოსდევს, გაუცნობიერებელი რწმენები ოჯახიდან თუ კულტურიდან ასევე განხილვის საგანი გახდება. თუ ისინი თქვენთვის ჭეშმარიტება აღარაა, მორიელებო, დაიმახსოვრეთ: თავისუფლები ხართ შეცვალოთ სხვებით.

შემდეგი დიდი კავშირი იუპიტერსა და პლუტონს შორის წლის მანძილზე სამჯერ გამეორდება. მეორე, 29 ივნისს დაბნელებების სეზონის შუაში მოხდება (მზის კირჩხიბში 20 ივნისს, მთვარის თხის რქაში 4 ივლისს) და რეტროგრადირებული მერკური კირჩხიბში. დროა პოზიტიურად იფიქროთ, არა უსიამოვნო ემოციების უარყოფით ან გამოხატვით, არამედ შეგნებული არჩევით დაინახოთ ისინი სხვა სინათლეზე.

შესაძლოა ეს ცოტა უცნაური იყოს თქვენი სკეპტიკური მხარისთვის. მაგრამ, მორიელებო, არ არსებობს მიზეზი რომ ლოგიკა და მიზეზი მეტი მისტიკური პერსპექტივით ვერ იარსებებენ ერთმანეთთან. წლის მანძილზე იუპიტერის არსებობა თხის რქაში და ნეპტუნის თევზებში (20 თებერვალი, 27 ივლისი, 12 ოქტომბერი) დაგეხმარებათ მიმართოთ პრობლემების ინტუიციურ, კრეატიულ გადაწყვეტას, რომელიც მანამდე არ გამოგივიდათ.

ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ოჯახის წევრს ეხებოდეს ან მას, ვისთანაც ფიქრობთ რომ ცხოვრებაში გაიჭედეთ. შესაძლოა ერთმანეთს ბოლომდე ვერ გაუგოთ, მაგრამ არის შანსი, რომ ბევრი ასწავლოთ ცხოვრებისა და სიყვარულის შესახებ – განსაკუთრებით 21 დეკემბრის პერიოდში.

 

რომანტიკა:

თუ ურანმა კუროში რაიმე გასწავლათ, ეს არის აზრი, რომ სიყვარული საკუთარ ლოგიკას მისდევს. ის წელს აგრძელებს მოძრაობას თქვენს საწინააღმდეგო ნიშანში, შესაბამისად წარმოდგენა არ გექნებათ რა ხდება თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაში.

რაღაცეები უცნაური გახდება, როცა პლანეტები მერწყულში იმოძრავებენ – თქვენი ემოციების სახლში. ვიღაც გულს აგიჩუყებთ, რაც რაციონალური ან ახსნილი ვერ იქნება. მაგრამ ნუ მისცემთ შიშებს საშუალებას მოგაშოროთ გულის მიყოლისგან.

თუ ურთიერთობაში ხართ, თქვენი პარტნიორი უცებ სხვანაირი მოგეჩვენებათ, რაც რთულს გახდის მიიღოთ რაღაცეები შესაბამისად. შანსები არსებობს, რომ ეს დაეჭვება მათ უფრო სექსუალურს გახდის თქვენ თვალში, განსაკუთრებით მარტში, როცა ვენერა ისევ კუროში იქნება. ამ დროს საუკეთესო პერიოდია რომანტიკის გასაცოცხლებლად.

შემდეგ ვენერა ტყუპებში გადაინაცვლებს, სადაც შემდეგ 4 თვეს გაატარებს (3 აპრილიდან 7 აგვისტომდე). სიყვარულის ქალღმერთი თქვენი სექსის და ინტიმურობის სახლში ხშირად გათქმევინებთ: “მესაუბრე სექსუალურად” და “გააშიშვლე სული ჩემ წინაშე”. ბოლოს და ბოლოს, მორიელებო თქვენ ყველა მიმართულებით ვნებიან კავშირს ეძებთ – ტანი, გონება, გული და სული. გამოიყენეთ 12 მაისიდან 24 ივნისამდე პერიოდი სურვილების, ფანტაზიების შესრულებისთვის – დარწმუნდით, რომ გააკეთებთ მეტს, ვიდრე უბრალოდ მათზე საუბარია.

როცა იუპიტერი თქვენი კომუნიკაციების სახლში მოექცევა და თქვენს მმართველ პლუტონს დაუკავშირდება, გაიზრდება ცდუნება ილაპარაკოთ ძალიან ბევრი, იფიქროთ ძალიან ბევრი და ყველაფერი უფრო სერიოზულად მიიღოთ. საბედნიეროდ, 20 თებერვლის, 27 ივლისის და 12 ოქტომრბის პერიოდებში უფრო მარტივი გახდება გამოიჩინოთ მხიარულება, კრეატიულობა და სპონტანურობა.

ერთადერთი რაც დაგრჩენიათ, მორიელებო, მოდუნდით და ნუ ეცდებით ყველაფრის კონტროლს – რაღაც კარგი მოხდება 31 ოქტომბრის პერიოდში.

 

კარიერა:

მოახდინეთ!

არ არსებობს ლიმიტი თუ რისი მიღწევა შეგიძლიათ 2020 წელს მორიელებო, იმ შემთხვევაში თუ ძალისხმევას გაიღებთ. საბედნიეროდ, წლის დასაწყისში მარსი მშვილდოსანში მოექცევა (თქვენი ფულის სახლში), თქვენ მოწყურებული ჩაეშვებით საქმეში. გაიზრდება მოტივაცია და ეს თქვენთვის ნაცნობი იქნება.

5 მაისს ეჭვები ფინანსური უსაფრთხოების შესახებ გაცდუნებთ მიმართოთ უფრო დაცულ გზებს საარსებო თანხის გამოსამუშავებლად. მაგრამ, თუ თქვენი გული მასში აღარაა, ძვირფას ენერგიას და დროს დახარჯავთ: ორი დაბნელება მშვილდოსანში (მთვარის 5 ივნისს და მზის 14 დეკემბერს) დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ შიშებისგან და დაინახოთ უფრო ფართო შემოთავაზებები გარშემო.

მარსი 27 ივნისიდან წლის ბოლომდე თავის სახლში იქნება, მოგცემთ ენერგიას და ძალას მიყვეთ იმ სურვილებს, რისი ახდენაც ასე გსურთ. თუ ყველაფრის თავად გაკეთებას ეცდებით, შესაძლოა გადაიწვათ. საბედნიეროდ, აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში ყველაფერი დალაგდება.

არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად გჯერათ თქვენი საქმის, კავშირები და გაცვლა-გამოცვლა ხშირად არაგულწრფელი გეჩვენებათ. მაგრამ 16 აგვისტოს აგეწევათ თავდაჯერება და მოგეხსნებათ შიში იყოთ “მორცხვი თვით-დამწინაურებელი” სადღაც კუთხეში.

ბოლოს და ბოლოს, მორიელებო ეს თქვენზე არაა, ეს სამსახურს ეხება. თქვენ კი გაქვთ პოტენციალი ემსახუროთ გარშემომყოფ სოციუმს და მათი საჭიროებები დააკმაყოფილოთ. თუ ასე დაფიქრდებით, ეგოისტობა იქნება ხელი არ შეუწყოთ.

აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით, პლანეტები მხარს დაგიჭერენ ააგოთ სოლიდური სამუშაო ურთიერთობები ინტეგრაციაზე და სერვისზე დაყრდნობით.

0

ასევე დაგაინტერესებთ