ზოდიაქოს ნიშანის ადამიანში ბევრ რამეზე ახდენს გავლენას. ის აისახება მათ ხასიათსა და ცხოვრებისეულ პოზიციებზეც. განვიხილოთ ის ახალი წლის მაგალითზე.
ვერძი
დღესასწაულისთვის მზადებაში ვერძს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ დაუდევარი. მას არ უყვარს სტუმრების მიღება, მენიუს დაგეგმვა და საჩუქრების არჩევა. მათთვის უფრო მარტივია თავად იარონ სტუმრად. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ შეახსენოთ დაპატიჟების შესახებ რამდენჯერმე.
თევზები
თევზებიც არანაკლებ გულგრილნი არიან ამ დღესასწაულის მიმართ, როგორც ვერძები. ამ ნიშნის წარმომადგენლები ცოტა დროს ხარჯავენ საჩუქრებზე, მისალოც ბარათებსა და მზადებაზე. ამასთან, ისინი არ თვლიან, რომ ახალი წელი რამით გამორჩეულია – ის მორიგ დასვენების დღეს წარმოადგენს.
კურო
კუროები თავის მხრივ ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანები არიან. მათ უყვართ დღესასწაულები და თუ ორგანიზებას ჩაიბარებენ, დეტალებს თავიდა ბოლომდე გაწერენ: სტუმრების სიას, მენიუს, საჩუქრებს, სახლის მორთულობას. იყაბით დარწმუნებულები, რომ თქვენ თავს არაფერზე შეიწუხებთ.
კირჩხიბი
აი ვისთვისაა რთული ახალი წლის გადატანა. ამ ნიშნის წარმომადგენლები განიცდიან ნებისმიერ წვრილმანს, ცდილობენ დღესასწაულის კონტროლს ნაძვის ხის შეძენიდან ბოლო სტუმრის წასვლამდე. დაელოდეთ. დილას აუცილებლად დაგირეკავთ და გკითხავთ შთაბეჭდილებების შესახებ.
ლომი
ლომები ბუნებით ადამიანი – ფეიერვერკები არიან. ისინი გიჟდებიან ახალ წელზე თუნდაც იმიტომ, რომ ეს მხიარულებაა. ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდი სიქმოვნებით აორგანიზებენ შოუ-კონკურსებს, მღერიან და ცეკვავენ. მაგრამ საჭმლის მომზადებასა და დალაგებაში მათ დამხმარეებად ნუ დაიგულებთ.
ქალწული
ქალწულები მშვიდები არიან. ისინი ცდილობენ სტუმრების გულის მოგებას. დეკორით, კერძებით და გასართობებით მათ გაოცებას. ისინი ამ დროს არ წუწუნებენ არც ფულზე და არც დროზე. აღნიშვნის მომენტში კი სიხარულით დაფრინავენ.
სასწორი
სასწორებს დიდი კამპანია უყვართ. ისინი მაგიდასთან აგროვებენ ყველა ნათესავს, მეგობარს, კოლეგას და მეზობელს. რა თქმა უნდა მსგავსი სუფრისთვის წინასწარ უნდა მოემზადონ. მაგალითად აირჩიონ საჩუქრები და შეადგინონ მენიუ ნოემბერში.
თხის რქა
თხის რქა დღესასწაულის ორგანიზებას ძალიან გააზრებულად უდგება. ისინი ფულის ეკონომიას რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. პროდუქტებს ნაადრევად ყიდულობენ, იცავენ დიეტას და ახლობლებს სურვილებზე გამოკითხავენ.
მორიელი
მორიელების ცხელი ტემპერამენტი მათ წინასაახალწლო განწყობაზეც აისახება. ამ ნიშნის წარმომადგენლები არ ზრუნავენ მენიუზე, სახლის დალაგებასა თუ საჩუქრებზე. მორიელებს სურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა: სხვებზე უფრო ლამაზად, უფრო გაცისკროვნებულად და უფრო ხმამაღლა. მათ აუცილებლად შეამჩნევთ მასაში.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ზამთრის დღესასწაულს მთელი წელი ელიან. ისინი ბევრს და გამალებით შრომობენ, რათა ახალი წლის წინა დღეებში სამსახურთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტონ. ამ პერიოდში ისინი მთლიანად იხსნებიან: მიირთმევენ ბევრ საყვარელ კერძს, ერთობიან და ბევრს ხარჯავენ.
მერწყული
ისინი ყოველ ახალ წელს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. წარსულში ეგვიპტეში, ახლა აგარაკზე, შემდეგ წელს ქუჩაში აპირებენ…. ახლობლებს ორი კვირის მანძილზე ულოცავენ. აღნიშნავენ ფართო მასშტაბებზე.
ტყუპები
ტყუპები ამ პროცესში არც ისე იძირებიან. საჩუქრებს და მისალოცებს უკანასკნელად, ბოლო საათებში ყიდულობენ. რაც შეეხება თავად აღნიშვნას: მათ ბევრი მეგობარი ყავთ და ვინმე სადმე დაპატიჟებთ.