ბანანი მალე იღებს ყავისფერ შეფერილობას? გსურთ პური დაიცვათ ობისგან? არ იცით როგორ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე პროდუქტებს? მათი სწორი შენახვა ეკონომიურ სარგებელსაც მოგიტანთ და დროც ნაკლები დაგეხარჯებათ, წარმოგიდგენთ ყოველდღიურ მარტივ ხრიკებს.
1. შეინარჩუნეთ მწვანილი ახალივით
რეჰანის, ოხრახუშის თუ სხვა მწვანილის შესანახად ერთი მარტივი წესი არსებობს. მოეპყარით მათ ისე, როგორც ყვავილების თაიგულს. ჩადგით ჭიქა წყალში. არ დაგავიწყდეთ წყლის ყოველდღე გამოცვლა. დამატებით, შეფუთეთ ისინი პლასტიკურ პარკში ელვაშესაკრავით ტენიანობისთვის.
2. მარწყვის გაჯანსაღება
მათი შენარჩუნება რთულია. დაჭკნობის თავიდან ასაცილებლად, გარეცხეთ 3 ჭიქა წყლის და 1 ჭიქა ძმრის მასაში. ეს მეთოდი მათ ცხოვრებას გაახანგრძლივებს. ძმარი ობის ბუნებრივი მკვლელია. ჭამამდე აუცილებლად გარეცხეთ.
3. ბანანის უფრო დიდხანს შენარჩუნება
ბანანი დიდი სარგებლიანობით გამოირჩევა. თუ გსურთ მათ სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ, შეფუთეთ ხილის გვირგვინი პლასტიკურ პარკში (საკვები პროდუქტების შესაფუთი). ბანანის ღერო ეთილენის გაზს წარმოქმნის, რაც პროდუქტს მალე აჭკნობს.
თქვენს გაქვთ რაიმე ხერხი? გაგვიზიარეთ ან გაუზიარეთ ეს ხერხები მეგობრებს.