ყველას სურს შეიტყოს რა ელის მომავალში. იქნება ეს სიხარული თუ წარუმატებლობა? გაგვიმართლებს თუ არა სიყვარულში ან კარიერაში? კითვა ბევრია, პასუხები კი პრაქტიკულად არა. თუმცა მაინც არსებობს გზები გარკვეული ჭეშმარიტების გასაგებად. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:
2020 წლის ტარო პროგნოზი უახლოეს მომავალზე მოგიყვებათ:
ამ სამ სურათს შორის აირჩიეთ მხოლოდ ერთი. შეხედეთ და არჩევანი გააკეთეთ იმაზე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ ან სასიამოვნო ემოციებს აღგიძრავთ.
პირველი კარტი
პირველ კარტზე ხეა გამოსახული. ის აყვავებას და წარმატებას გპირდებათ. ნათელი და ლამაზი ნაყოფი მიუთითებს იმაზე, რომ მალე სარგებელი გელით. ეს აუცილებლად ფინანსური წარმატება არ იქნება. შესაძლოა არა ფულის სახით, არამედ მნიშვნელოვანი მიღწევის სახით მიიღოთ: აალი გამოცდილება, ახალი ნაცნობობა, ახალი სტატუსი.
ასევე, ეს კარტი გპირდებათ იმას, რომ ახლო მომავალში წარმატებას მიაღწევთ. გამოიყენეთ ეს იღბალი გონივრულად. თუ სწორად იმოქმედებთ, ყველაფერი სასარგებლოდ შემოგიტრიალებათ.
მეორე კარტი
მეორე კარტი ბარაქით იწონებს თავს. მის ამომრჩეველს ის ბევრ რამეს პირდება. უახლოეს მომავალში აქტიური მოგზაურობა, მოვლენები და გარდატეხები გელით. ყველაფერი ერთად და მაშინვე. პერიოდი რთული იქნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მშვიდი ადამიანი ხართ. მაგრამ, ამას თქვენს სასარგებლოდ გამოიყენებთ და დრო პროდუქტიული იქნება.
თქვენ წინაშე ახალი გზები გაიხსნება და საკუთარი უნდა აირჩიოთ. არ არსებობს სწორი ან რთული გზა, ყველა მათგანი მართებულია, მაგრამ მხოლოდ ერთია თქვენი. წინ გელით ბევრი გარდატეხა, რა თქმა უნდა უკეთესობისკენ.
მესამე კარტი
მესამე საბედისწერო მოვლენებს ეხება. უახლოეს მომავალში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება: შეხვედრა თუ სიახლე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება თავიდან ბოლომდე ამოტრიალდება. თქვენთვის ეს მოულოდნელობა იქნება, ძლიერი ქაოსი. გარდატეხა შეიძლება მთლიანად დადებითი არ იყოს, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი იქნება.
საბოლოოდ, ყველაფერი მაინც სასარგებლოდ შემოტრიალდება, მაგრამ დიდი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. არც ისე მარტივი პერიოდი გელით, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. იყავით ფხიზლად, გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე, ეცადეთ არ გამოტოვოთ არაფერი მნიშვნელოვანი.