მთავარი საკითხავი როგორ მივანიჭოთ ნუგეში გარდაცვლილის სულს?

როგორ მივანიჭოთ ნუგეში გარდაცვლილის სულს?

by guramus

როგორ მივაგოთ პატივი გარდაცვლილ სულს ყველაზე უკეთ?

ხშირად, გარდაცვლილის ნათესავები და ნაცნობები დიდ თანხებს ხარჯავენ, რომ რაც შეიძლება მდიდრულად ჩაატარონ დაკრალვა და მოაწყონ საფლავი, გვირგვინებსა და ყვავილებზე. ამ უკანასკნელთა ამოღება სასახლიდან ჯერ კიდევ დახურვამდე უხდებათ, რადგან არ დააჩქაროს სხეულის გახრწნა

მავანთ, ხანდახან სურთ გარდაცვლილისადმი პატივისცემა და თანაგრძნობა პრესაში გამოქვეყნებული განცხადებით გამოხატონ, თუმცა ეს მათ არასიღრმისეულობასა და სიყალბეზე მიუთითებს. გულწრფელად მგლოვიარე არ გამოასაჯააროვებს თავის მწუხარებას სახალხოდ. თანადგომის და თანაგრძნობის გამოხატვა უფრო თბილადაც არის შესაძლებელი, მაგალითად პირადად.

გარდაცვლილი ადამიანი ყოველივე ამისგან არანაირ სარგებელს არ იღებს. გარდაცვლილი სხეული სულ ერთია სად იწვება, ღარიბულ თუ მდიდრულ საფლავში. ის ამას ვერ გრძნობ, ვერ გრძნობს მისთვის მოტანილი ყვავილების სურნელს. მას არ ჭირდება გლოვის ფარისევლური გამოხატვა. სული ცოცხალია, სხეული კი იხრწნება. ის ვეღარ განიცდის სხეული ორგანოებით გრძნობებით აღქმას. სხვა ცხოვრების დრო დადგა და მას სხვაგვარი დახმარება ჭირდება.

მაინც რა მიანიჭებს ნუგეშს გარდაცვლილის სულს?

  1. გულწრფელად ვილოცოთ მისთვის. ვიკითხოთ საშინაო და ასევე საეკლესიო ლოცვები მოხსენიება ლიტურგიაზე.
  2. ამის ნათელი მაგალითია გარდაცვლილთა გამოცხადებები, რომლებიც მოწმობს თუ რაოდენ დიდ წყალობას იღებენ ისინი მათზე ლოცვების გაღებით
  3. ამას გარდა მიცვალებულთა სულებისთვის ნუგეში მოაქვს,  მათთვის გაღებული მოწყალება – უპოვრის დახმარება. ეს იგივეა ტავად დაეხმარო მას.
  4. ღირსმა დედამ ათანასიამ (ხსენების დღე 12 აპრილი) სიკვდილის წინ დატოვა ანდერძი – მის მოსახსენებლად ღარიბები გამოეკვებათ ორმოცი დღის მანძილზე, თუმცა მონასტრის დედების დაუდევრობის გამო მხოლოდ ცხრა დღის მანძილზე აღასრულებდნენ მის თხოვნას.
  5. მაშინ წმიდანი ორ ანგელოზთან ერთად გამოეცხადა მათ და უთხრა: “რატომ დაივიწყეთ ჩემი ანდერძი? იცოდეთ, რომ სულისათვის ორმოცი დღის მანძილზე გაღებული მოწყალება და მღვდლის ლოცვა მოწყალეჰყოფს ღმერთს: თუ გარდაცვლილთა სულები ცოდვილები იყვნენ, უფალი მათ ცოდვათა მიტევებას ანიჭებს; და თუ იყვნენ მართალნი, მათთვის მლოცველთ ღვთისგან დიდი წყალობა მიეცემათ”.
  6. ყველა ჩვენგანისათვის განსაკუთრებით მძიმე დღეებში უგუნურებაა ფულის ხარჯვა უსარგებლო საგნებსა და საქმეებში, ხოლო თუ მათ გლახაკთათვის გამოვიყენებთ, ერთდროულად ორ ქველ საქმეს გავაკეთებთ – შევეწევით თვით გარდაცვლილს და მათაც, ვისაც აღმოვუჩენთ დახმარებას.

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

ვილოცოთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანებისთვის, რომლებმაც გული დაგვწყვიტეს და ამ ქვეყნიდან წავიდნენ. ისინი მუდამ იქნებიან ჩვენს გულსა და გონებაში. უფალი გვფარავდეს, ამინ.

მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, ცოდვათა მიმტევებელმან და უშჯულოებათა აღმხოცელმან, უძალო-ჰქმენ, მიუტევენ და შეუნდვენ ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი.

იხსენ, უფალო, იგი სამარადისოისა სატანჯველისა და გეჰენიისა მის ცეცხლისაგან უშრეტისა, ნეტარ-ყავ და თანაზიარ იგი საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა, რომელნი განუმზადენ მოყვარეთა შენთა.

დაღაცათუ გცოდა, უფალო, არამედ არა განდგა შენგან, არცა შეორგულდა, არამედ ესავდა სამებასა წმიდასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, და შენ, ერთსა სამებისაგანსა, განკაცებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, და ვიდრე უკანაისკნელად აღმოფშვინვამდე მართლმადიდებლობით აღიარებდა სამებასა ერთარსებასა, ვინაიცა მოწყალე ექმენ მას და რწმენაი მისი შენდა მომართ, ვითარცა ღვაწლი დიდი, მიითვალე და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ.