რომელ თვისებას ამჩნევენ თქვენში როცა პირველად გხედავენ?
1. აირჩიეთ ვარცხნილობა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ:
№1
ადამიანები პირველ რიგში ხედავენ, რომ არაორდინალური პიროვნება ხართ. თქვენი პრინციპები და ცხოვრებისეული წესები გაქვთ, რომლებსაც მკაცრად იცავთ. დიდი ხანია გამოხვედით ჩეულებრივი აზროვნების ჩარჩოებიდან და თქვენი სამყაროს მიმართ შეხედულება მაქსიმალურად განსხვავდება ზოგადისგან.
№2
პირველი შეხედვისას ადამიანები თქვენში მაშინვე წინდახედულობას და სიფრთხილეს ამჩნევენ. ყოველთვის გემოვნებით გაცვიათ, სამოსი დაუთოვებულია, თმა სუფთა და მბრწყინავი – ერთი სიტყვით, სიკოხტავე თქვენი მეორე სახელია. თუმცა, ეს განსაზღვრება ეხება არამხოლოდ გარეგნობას, არამედ შინაგან მოწესრიგებულობასა და ორგანიზებულობას.
№3
პირველივე შეხედვისას შენიშნავენ თქვენში, რომ მზრუნველი და მეგობრული ადამიანი ხართ. ამაზე ყველაფერი საუბრობს – თქვენი თვალები, სავსე სიყვარულით, ლამაზი ღიმილი და დალაგებული საუბარი. ადამიანები მაშინვე იგებენ, რომ მათ წინაშეა ადამიანი, რომელსაც შეუძლიათ ენდონ.
№4
პირველად თქვენი დანახვისას, ადამიანებისთვის ნათელი ხდება, რომ მათ წინაშე ნამდვილი პერფექციონისტი დგას. გეტყობათ, რომ ხართ ადამიანი, რომელიც ყველაფერში სრულყოფილებას ეძებს. ეს ჩანს იდეალურად გასუფთავებულ და დაუთავებულ სამოსში, იდეალურ ვარცხნილობაში, აბსოლიტურ წესრიგში ჩანთასა და სახლში. ყველაზე საინტერესოა, რომ ამის შესახებ ვერც კი ხვდებით.
№5
პირველ რიგში ადამიანები თქვენში ამჩნევენ ჩიტის მსგავს თავისუფლებას. თქვენ აფასებთ თავისუფლებას ცხოვრებაზე მეტად. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საკმარისად პირდაპირი ხართ, საკუთარ თავში გონივრულობის, თვითდაჯერებულობისა და რწმენის განსაკუთრებულ სიმაღლეს მიაღწიეთ.
№6
ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ გაიგონ თქვენ ჩამოყალიბებული ადამიანი ხართ. იცით კონკრეტულად რა გჭირდებათ ამ ცხოვრებაში და მიზნისკენ პირდაპირ მიდიხართ, არ ჩერდებით არცერთი დაბრკოლების წინ. ასევე, საოცრად კეთილის მსურველი ხართ და გულწრფელი საკუთარ გამოთქმულ აზრებში.