აირჩიეთ პლანეტა და გაიგეთ როგორი მეორე ნახევარი შეგეფერებათ

by Ani

დაფიქრდით, რომელი პლანეტაა ყველაზე საინტერესო თქვენთვის მზის სისტემიდან….

გააკეთეთ არჩევანი: მარსი / მთვარე / ვენერა / სატურნი

მარსი

აქტიური პიროვნება ხართ და მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა გხიბლავთ. შეგეფერებათ ადამიანი, რომელიც შეძლებს თქვენს მიღებას და ამ შინაგანი ცეცხლის შეყვარებას, რომელიც თქვენში დილით იღვიძებს და გვიან ღამემდე გიზგიზებს. ნაკლებად იპოვნით მეწყვილეს სამკითხველო დარბაზში.

მთვარე

გიყვართ სიწყნარე და ბინდი სანთლების თანხლებით. ამიტომაც, თქვენი რჩეული მშვიდი და გაწონასწორებული უნდა იყოს, კლასიკური მუსიკის ან ჯაზის მოყვარული, ლაუნჯისა და დასვენების. ეძებეთ ის ჩაფიქრებული მზერით და ლამაზი მანერებით.

ვენერა

თქვენ გამოირჩევით შესაძლებლობით გამოხატოთ სიყვარულის განცდა და დატკბეთ სილამაზითა და მომხიბვლელობით. მაგრამ, რჩეულის არჩევისას მხოლოდ მისი სექსუალობა არ გიტაცებთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია ის კარგად გამოიყურებოდეს, ელეგანტურად იცმევდეს და საკუთარ თავს კარგად წარადგენდეს. მაგრამ, ცხოვრებაში პრაქტიკულობაც და შრომისმოყვარეობაც საჭიროა.

სატურნი

თქვენ ძალიან პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. არ ირჩევთ ალფონსებს – ისინი თქვენ არ შეგეფერებიან. თქვენი ტიპი – მომთმენი, სტაბილური, გონიერი და რეალისტია. სიმკაცრეს და სიუხეშესაც გადაიტანთ, მაგრამა რა ტყუილსა და გულგრილობას.

0

ასევე დაგაინტერესებთ