ტესტი: აირჩიე საყურე და გაიგე რა გხდის ბედნიერს ცხოვრებაში

by Ani

ხშირად გვავიწყდება საკუთარი თავი, როცა პრობლემები გვაქვს თავს მოხვეული. საჭიროებებსა და ბედნიერებას მეორეხარისხოვანს ვხდით და სხვაზე ზრუნვით ვანაცვლებთ. არის წვრილმანი რაღაცეები, რაც ჩვენზე ბევრს ამბობს. მაგალითად საყურეები მშვენიერი სარკეა იმისი, თუ რისკენ ვილტვით.

ეს ტესტი დაგეხმარებათ გაერკვეთ სინამდვილეში რა გხდით ბედნიერს დღევანდელ დღეს. აირჩიეთ საყურე ამ სურათიდან, რომელსაც ისურვებდით გქონოდათ და გაიგეთ რა გაბედნიერებთ ამ ცხოვრებაში.

 

No1

ეს საყურეები თქვენს მოთამაშე ფანტაზიაზე მიუთიტებს. მრგვალი ფორმა თავის მხრივ შემოქმედებას ასახავს, რომელიც თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში ჩნდება. თქვენ არ გხიბლავთ მოსაწყენი ან სტერეოტიპული ცხოვრება.

გიყვართ ახალი იმპულსები და ეძებთ სიხარულსა და პოზიტივს ცხოვრების ყველა მხარეს. არ გჭირდებათ ძვირადღირებული რამეები იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ. ყველაფერი რაც გჭირდებათ, ცოტაოდენი სიყვარული და სიხარულია.

No2

ძალიან კარგად იცით რა გსურთ, მაგრამ მიდრეკილი ხართ პასუხისმგებლობის შესრულებისკენ და ხანდახან საკუთარი თავის შესახებ ივიწყებთ. ერთის მხრივ, ეს პოზიტიური ენერგიით და ბედნიერებით გავსებთ, როცა ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. თუმცა, არ გაწყენდათ მოდუნება და ცოტა დასვენება.

დაფიქრებულხართ რა შეუძლია თქვენი გული გაათბოს? ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს და მათ უდარდელ ცხოვრების წესს. იმიტომ რომ, თუ საკუთარ თავზე არ იფიქრებთ, დაიწვებით.

No3

ეს ექსკლუზიური მორთულობა თქვენი ძლიერი ქალური იარაღის გამოააშკარავებას ახდენს. ვერავინ შეძლებს თქვენს მოტყუებას და მარტივად ამოიცნობს ფარსსა და პირფერობას.

ამიტომაც, თქვენი ბედნიერების განცდა რეალურ რამეებზე უნდა დაფუძნდეს. ხშირად შეიძლება მოიქცეთ გამომწვევად, მაგრამ შედეგები არ დაგაკმაყოფილებთ. ხშირად იწვევთ სხვებს.

No4

ემოციებისა და განცდების შესანიშნავი გრძნობა გაქვთ. ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ესაა ალუბლის დადება ტორტზე. რა ტქმა უნდა ძვირადღირებული რაღაცეებით ვერ მოიხიბლებით. თქვენ რეალური ღირებულებებით ამაყობთ, ერთფეროვანი ჟესტები არ განაღვლებთ. გჭირდებათ დასვენება გალანტურ ადამიანთან ერთად.

No5

კონსერვატორული ადამიანი ხართ, რომელიც ტრადიციული ღირებულებებით ამაყობს. ბედნიერი ოჯახი თავს უსაფრთხოდ და დაცულად გაგრძნობინებთ. თქვენს ცხოვრებაში დადებით ემოციებს კარგი რამეები შემოიტანს: ხელოვნება, მუსიკა, ღონისძიებები.

ყველაფერს პასუხისმგებლობით ეკიდებით და ამავეს ითხოვთ სხვებისგან.

No6

მოთამაშე ბუნება თქვენს სექსუალურობას ეხამება. სპონტანური ხართ და დაუგეგმავი სიტუაციები ბედნიერს გხდით. შეგიძლიათ სიხარული ყველაზე მოულოდნელ გარემოებებშიც კი იპოვნოთ.

მეგობრებში პოპულარობით სარგებლობთ, ყველას უყვარს თქვენი კამპანია. დაგეგმვა თქვენთვის არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ სიურპრიზებზე გიჟდებით.

0

ასევე დაგაინტერესებთ