ტესტი: გვითხარი შენი ზოდიაქო და ჩვენ გეტყვით რა აღიზიანებთ ადამიანებს თქვენში

by Keti Alaverdashvili

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს აქვს ისეთი ხასიათის თვისებები, რომელიც ნებისმიერს გამოიყვანს წყობიდან. გსურს იცოდე რით აღიზიანებ ადამიანებს შენ? მაშინ აირჩიე შენი ზოდიაქოს ნიშანი და გაიგე შედეგები.

ვერძი

ამ ზოდიაქოს წარმომადგენლები თავის თავში დარწმუნებულები არიან. მათი აზრი – ეს კანონია. თუ ვერძმა გადაწყვიტა, რომ დედამიწა ბრტყელია და არა მრგვალი, სჯობს, თავი დაუქნიო და გვერდზე დადგე.

კურო

კუროებიც საკმაოდ ჯიუტები და ხარბები არიან. ფულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება სხვებში იწვევს მათდამი ანტიპატიას. გარდა ამისა, კურო იშვიათი ნარცისია, ფიქრობს რა, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს.

ტყუპები

ისინი ერთ დღეს კეთილები და საყვარლები არიან, მეორე დღეს კი აგრესიულები და ფლიდები. მათ შეუძლიათ თავი მოაჩვენონ ადამიანს, თითქოს მთელი გულით უსმენენ, თუმცა ერთი და იმავე 50ჯერ რომ აუხსნა, მაინც არ ესმით. ხშირად ახასიათებთ ინფანტილურობა და თავქარიანობა.

კირჩხიბი

კიბო გამაღიზიანებელია თავისი პრინციპულობით, რომელიც ხშირად აბსურდს ესაზღვრება. არსებობს მხოლოდ მისი აზრი. კიბოს ტოტალური იპოქონდრია ნებისმიერს გამოიყვანს წყობიდან. ასევე მათ ხშირად უყვართ თავის მსხვერპლად წარმოჩენა და უჩივიან უყურადღებობას გარშემომყოფების მხრიდან. არ უყვართ ცუდი ამინდი და სამყაროს არასრულყოფილება.

ლომი

ლომს ჭამასა და სმაზე მეტად არსებობისთვის კომპლიმენტები სჭირდება. 24/7 რეჟიმში ისინი ადამიანებისგან აღფრთოვანებას ითხოვენ. დომინირება და ბრწყინვალება – აი, ეს არის ლომის ცხოვრებისეული დევიზი. ხშირად ის გულუხვია, თუმცა ამჟღავნებს ეგოისტურ თვისებებსაც.

ქალწული

ქალწულები ყველაზე სწორი, საყვარელი და ლოგიკური ადამიანები არიან. ისინი ყოველთვის მიგითითებენ ნაკლზე და ამ დროს სახეზე გამაღიზიანებელი ღიმილი უთამაშებთ. ასევე შეუძლიათ სამტომად წაგიკითხოს ლექცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცე.

სასწორი

სასწორი ყოველთვის მერყევია. მისი ხასიათის ცვლილებები ძალიან გამაღიზიანებელია. დღეს რაზეც თანახმაა, ის ხვალ უკვე აღარ სურს. შესაძლოა შემდეგ შენვე გისაყვედუროს იმაზე, თუ რატომ არ აიძულე რაღაცის გაკეთება, თუნდაც ეს მას არ სდომებოდა. ახსნას არავითარი აზრი არ აქვს.

მორიელი

მორიელი ბოროტი მანიპულატორია. მათ სჯობს არაფერი უთხრა, რადგან ნებისმიერ ინფორმაციას ისევ შენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. არ მოუყვე არც სხვისი საიდუმლოებები ენაზე კბილის დაჭერა, ეს კი ძალიან აღიზიანებთ ადამიანებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ძალიან თავისებური იუმორის გრძნობა აქვთ. მათ შეუძლიათ რაღაც უაზრო ხუმრობა თქვას წესიერ საზოგადოებაში და თავად გადაიხარხაროს, რადგან ეგონოს, რომ რაღაც მახვილგონივრული გამოუვიდა. მათ ასევე არაფრის რცხვენიათ, შესაძლოა შენ შეგრცხვეს მათ მაგივრად, მშვილდოსნებს ეს არ ადარდებთ, რაც მეტისმეტად გამაღიზიანებელია.

თხის რქა

თხის რქა საოცრად პესიმისტია და შეუძლია მხიარულების წუთებში ყველას გაუფუჭოს განწყობა. ისინი განუწყვეტლივ წუწუნებენ. ამ საშინელ თვისებას გადაწონის ის, რომ თხის რქა შესანიშნავი მზრუნველი მეოჯახეა. არც კი ეცადო მათთვის კონკურენციის გაწევა რთულ ხასიათში.

მერწყული

მერწყული საკმაოდ ჯიუტია, დაბეჯითებით იტყვის თეთრზე, რომ ის შავია, თუნდაც იმიტომ, რომ წონასწორობიდან გამოგიყვანოს. ასე მხოლოდ და მხოლოდ მოწყენილობის გამო იქცევა. ფაქტობრივად, ის ადამიანების გამწარებით ერთობა. ამასთან სურს, რომ შენ მას ყველაფერში თანაუგრძნობდე, თავად კი არ ადარდებ.

თევზები

თევზი თავის თავზე ძალიან ბევრს იღებს. ის ფიქრობს, ვინ როგორ შეხედა, ვინ რა თქვა მასზე. ადამიანთა პრობლემებს იღებს, როგორც საკუთარს. თევზებს ყველაფერი სწყინს და უყვარს თავის მსხვერპლად წარმოჩენა. რაც არ უნდა ეცადო, თევზებს ვერ დაარწმუნებ, რომ არანაირად არ გინდოდა მისი წყენინება.

0

ასევე დაგაინტერესებთ