მთავარი ასტროლოგია ასტროლოგი: აი, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ 2020 წლის მაისში ზოდიაქოს ნიშნები

ასტროლოგი: აი, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ 2020 წლის მაისში ზოდიაქოს ნიშნები

by Keti

გთავაზობთ ანჟელა პერლის პროგნოზს 2020 წლის მაისისთვის. მისი პოზიტიური რჩევები ბევრ ადამიანს ეხმარება.

2020 წლის მაისის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ვერძი

იმის მიუხედავად, კარანტინი გაგრძელდება თუ არა, ვერძისთვის ეს თვე აქტიური იქნება. გადაწყვეტილებებს სწრაფად მიიღებს, სასურველია დაკავდეს სპორტით. შესაძლოა ძველი მეგობრობის აღდგენა. თვის მეორე ნახევარში სასურველია, რომ დიდი ყურადღება გარეგნობას დაეთმოს. გაიკეთეთ სახის ნიღაბი, მიიღეთ ქაფიანი აბაზანები…

კურო

კუროს ცხოვრებაში მაისიდან ცხვლილებები დაიწყება. საჭიროა კარდინალური გადაწყვეტილებების თამამად მიღება. შესაძლოა საცხოვრებლის შეცვლა, აგარაკის შეძენა, ფინანსური მდგომარეობა და ჯანმრთელობა სტაბილური იქნება.

ტყუპები

მაისის პირველ ნახევარში ტყუპებმა ფული ფრთხილად უნდა ხარჯონ. რა თქმა უნდა, არ უნდა იშიმშილონ, მაგრამ უაზრო ხარჯებისგან, სჯობს, თავი შეიკავონ. უნდა დაფიქრდეთ ბიზნესის ან სამუშაო გრაფიკის გარდაქმნაზე, რათა უფრო მეტი შემოსავალი მიიღოთ.

კიბო

ამ თვეში კიბოს უმართლებს. მოგიწევთ მრავალი დაბრკოლების გადალახვა, რაც თქვენს ხასიათს გამოაწრთობს. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ დაისვენოთ და მოდუნდეთ. რელაქსაცია თქვენს ჯანმრთელობას წაადგება.

ლომი

ეცადეთ შეინარჩუნოთ ჰარმონია, თქვენ შიგნით და ოჯახში. მაშინ აღარაფერი შეგაშინებთ. დროა დასახოთ ზაფხულის გეგმები. სამსახურში ორმაგი დატვირთვა მოგიწევთ, თუმცა ყველაფერს მარტივად დასძლევთ. ჯანმრთელობა კვლავ მტკიცე გექნებათ.

ქალწული

მაისი ქალწულებისთვის განსაკუთრებით მსუბუქი და პროდუქტიულია, იგრძნობთ ძალების მოზღვავებასა და სიმშვიდეს. წარმატებები გექნებათ ფინანსებშიც. მაისის მეორე ნახევრიდან კიდევ უფრო სწორად დაგეგმავთ მომავალს, ეს თვე ნამდვილად თქვენია.

სასწორი

საჭიროა გონივრული მოქმედება და არა გულის ძახილის მიხედვით, თორემ პრობლემები შეგექმნებათ. გაჩნდება წინააღმდეგობები სახლშიც და სამსახურშიც, ეცადეთ ყველა პრობლემა გაწონასწორებულმა გადაჭრათ და დაიცვათ ბალანსი. იმისთვის, რომ ჯანმრთელობის პრობლემები თავიდან აირიდოთ, ეცადეთ არ ინერვიულოთ.

მორიელი

ყველა გრძნობისმიერი საკითხი მაისში წინა პლანზე წამოვა. გექნებათ საიმისო ძალები, რომ ადრე დასახული მიზნები მაისში განახორციელოთ. გაგიჩნდებათ მნიშვნელოვანი არჩევანის შესაძლებლობა, რაც თქვენს მომავალზე მნიშვნელოვნად აისახება. ეცადეთ არ შეშინდეთ და გაბედულად იმოქმედოთ.

მშვილდოსანი

მაისში თქვენ წარმატებები გელით, გაგიჩნდებათ შესანიშნავი ფინანსური შემოსავალი. სამსახურშიც პოზიტიური ცვლილებები გექნებათ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად და ჰარმონიულად წარიმართება. დაკავდით ზომიერი ფიზიკური ვარჯიშებითა და სწორი კვებით. ასე თქვენი ჯანმრთელობაც შენარჩუნდება.

თხის რქა

ამ თვეში თქვენ უნდა ენდოთ საკუთარ ინტუიციას, ის მოვლენები, რომელთა ინიციატორიც პირადად თქვენ იქნებით, წარმატებით დასრულდება. დააკვირდით გარშემო ყველა წვრილმანს, ნებისმიერი დეტალი გადამწყვეტი შტრიხი იქნება დასახული მიზნის მიღწევის საქმეში. არ მიეძალოთ ცხიმიან და შემწვარ საკვებს, ბევრი დრო გაატარეთ ბუნებაში.

მერწყული

მაისის თვეში თქვენ სიმშვიდისა და კმაყოფილების პერიოდი დაგიდგებათ. დაკავდით თქვენი საქმიანობით და დატკბით პროცესით. შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებული იქნება. თვის მეორე ნახევარში ემოციური მდგომარეობა სტაბილური გექნებათ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას ინტენსიური სამუშაო რიტმის გამო.

თევზები

ნიჭიერმა თევზებმა დიდი დრო უნდა გაატარონ ახლობლებთან და ნათესავებთან. ეს დრო შემდეგ ორმაგად დაგიბრუნდებათ. თქვენ შეძლებთ მცირე დროში მოიხვეჭოთ ავტორიტეტი ახლობლებში. ემოციური მდგომარეობა დადებითი გექნებათ, ჯანმრთელობა კი – მტკიცე. ეცადეთ იყოთ ფიზიკურად აქტიური და ბევრი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, კვება კი ბალანსირებული უნდა იყოს.

თქვენ რას იტყვით ამ პროგნოზების შესახებ? დაუგდებთ ანჟელას რჩევბს ყურს? აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შეხედულებებიც!