მთავარი გასართობი 20+ ამაყი კატა, რომლებიც ტოტალურად დომინირებენ თავიანთ პატრონებზე

20+ ამაყი კატა, რომლებიც ტოტალურად დომინირებენ თავიანთ პატრონებზე

by Keti

იცოდით, რომ არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლის მიხედვითაც დგინდება ის საკითხი, თუ ვინ არის სახლში უფროსი – თქვენ თუ თქვენი კატა? დიახ, ეს საყვარელი და თავნება არსებები განუზომელ ძალას ფლობენ და აქვთ უნარი გააკეთებინონ ადამიანებს ის, რაც უნდათ. ქვემოთ მოცემულ ფოტოებში კი ადამიანები უკვე დარწმუნდნენ, რომ მათ დაკარგეს თავიანთი დომინანტობა.

ჩვენ ძალიან გვიყვარს კატები და ვაძლევთ მათ ჩვენზე გაბატონების უფლებას! დღეს გაჩვენებთ ფოტოებს, სადაც ეს პატარა საყვარელი დიქტატორები პატრონებს თავის ჭკუაზე ატრიალებენ.

როცა დედოფალი ჭაღზე თამაშს ითხოვს, მან ჭაღზე უნდა ითამაშოს!

,,მე მისი მოფერება შევწყვიტე და აი რა მივიღე”

დედა: ,,მამას არ უთხრა… მაგრამ (ჩურჩული) ეს ბალიში 70 ევრო ღირდა”

,,ამაზონის ყუთებისგან ჩემს კატებს კოშკი ავუშენე. იმედია მოსწონთ.”

,,ტუტუცი კატა თავს არ მანებებს, სანამ საყვარელ შოუს არ ჩავურთავ. ძალიან უყვარს იუთუბზე არსებული გადაცემები ჩიტებსა და თევზებზე.”

,,ამაზე ტუტუცი კატა გინახავთ? ახლახან გადავედით ახალ სახლში და მისი სათამაშო უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი ავეჯი.”

ოჯახის უფროსს საუზმეს საწოლში ვართმევთ

20+ Spoiled Cats That Totally Dominate Their Owners

,,ჩემი ცოლი ამბობს, რომ კატა ძალიან გათამამებულია. წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს.”

,,დღეს ჩემი დაბადების დღეა, მაგრამ ჩემი საჩუქრები ჩემი კატისთვის არის. თავნება არსებები.”

,,მას ნაგვის შემკრები კაცის ყურება უყვარს. მაგრამ სხვა რამეებს ვერ ითვალისწინებს.”

,,ჩემმა კატამ დივანის დაპატრონება დამასწრო.”

,,მაშინ ხვდები, რომ კატა ძაან გააფუჭე, როცა სამზარეულოში ჭამაზე უარს ამბობს და მხოლოდ იქ მიირთმევს, სადაც შენ.”

,,ჩემს ფეხებს შორის დაეცა და საათობით დამატყვევა.”

,,მსოფლიოში ყველაზე გაფუჭებული კატა ისაა, ვინც იქამდე კნავის, სანამ შუქს არ ჩავაქრობ და შემდეგ საწოლში დაბრუნებამდე ადგილს მპარავს.”

,,ჩემი კატა ინდიგო ზოგჯერ ნიჟარაში ხტება და მთხოვს, რომ წყალი მოვუშვა. მას ნიჟარის წყალი უფრო მოსწონს, ვიდრე თასში ჩასხმული.”

,,კატას აგარაგი ავუშენე.”

,,ჩემი შეყვარებული 3 თვე უშენებდა სახლს ჩემს კატას, რომელშიც მან ფეხის შედგმაც კი ვერ მოახერხა.”

,,როცა ფანქრის ღეჭვა ავუკრძალე, მან გადაწყვიტა ჩემს წიგნზე დაწოლილიყო და შური ასე ეძია.”

,,ყოველი ტუალეტში შესვლის წინ უნდა მოვეფერო. ყოველი. ტუალეტში. შესვლის. წინ.”

,,დედაჩემმა კატის თასში წითელი ხიზილალით სავსე კოვზი ჩადო. მან კი კოვზს ქვიშა მიაყარა და წავიდა.”

,,დღეს ერთი საათი ნიუტონის საყვარელი სათამაშოების შეკეთებას მოვანდომე. ამის შემდეგ არც ერთით არ უთამაშია.”

შესაძლოა თქვენც გყავთ ტუტუცი ფისოები, თუ ასეა გაგვიზიარეთ მათი ამბები კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!