მთავარი ასტროლოგია 10 ფაქტი მორიელების შესახებ, რომელიც მათ სულ სხვა თვალით დაგანახებთ.

10 ფაქტი მორიელების შესახებ, რომელიც მათ სულ სხვა თვალით დაგანახებთ.

by Keti

მუსირებს აზრი, რომ ყველაზე მზაკვარი ზოდიაქოს ნიშანი – მორიელია. ასეა თუ არა ეს? და რა ქნან მათ, ვისაც მთელი ცხოვრება მორიელთან აქვთ ურთიერთობა?

მოდით, გავარკვიოთ, ნამდვილად ასეთია ხასიათით მორიელი, როგორც მის შესახებ ამბობენ?

მორიელის ხასიათი

უნდა აღინიშნოს, რომ მორიელები ყოველთვის ბოლომდე მიდიან, მათ უკან დახევა არ სჩვევიათ. ეს თვისება მათგან ყველამ უნდა გადაიღოს. გარდა ამისა, მორიელის შესახებ უნდა იცოდეთ 10 ფაქტი.

1. ყველაფერში სწორხაზოვნები 

თუ მათ რამე აწუხებთ, ამის შესახებ პირდაპირ იტყვიან. ეს თვისება ყველას არ მოსწონს და შესაძლოა მორიელები უხეშებად ჩათვალონ. თუმცა ჯობს მკაცრი პასუხი, ვიდრე თვალთმაქცობა.

2. უკიდურესად მაქსიმალისტები

მათ ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება სურთ, ამიტომ თავდაუზოგავად შრომობენ. ასეთივე სრულ თავგანწირვას მოითხოვენ გარშემომყოფებისგანაც. ამის გამო მორიელი უფროსის ხელში ნამდვილად არ გაზარმაცდებით.

3. არაფერი ავიწყდებათ

მორიელს კრიტიკა რთულად გადააქვს. ვინც მათ აწყენინებს, უნდა ელოდოს სამაგიეროდ მიზღვევასაც.

4. ფლობენ შესაშურ ინტუიციას

მორიელი ფლობს განვითარებულ ინტუიციას. თუ რამდენჯერმე ენდობით ასეთ ადამიანს სიტყვაზე, დარწმუნდებით მის მუდმივ სიმართლეში.

5. საკმაოდ ჩაკეტილები არიან

ერთი შეხედვით მორიელი მხიარული ჩანს, რეალურად კი მას შეუძლია ემოციების შენიღბვა. დიდი პრობლემების მიუხედავად, მორიელს შეუძლია თავი უზრუნველ და მხიარულ ადამიანად მოგაჩვენოთ.

რატომ არის მათთან ურთიერთობა საინტერესო

6. უყვართ გარისკვა

ხიფათი მათ არ აშინებთ, ამიტომ ექსტრემალური დასვენება და რთული მოგზაურობა სწორედ რომ მორიელისთვისაა.

7. ფლობენ შემოქმედებით უნარებს

მათ შეუძლიათ კრეატიული აზრების გაზიარება სხვებისთვის. თუ მორიელი გატაცებულია შემოქმედებით, აღმოჩნდება, რომ მას ნამდვილად აქვს ტალანტი.

8. ურთიერთიბაში ვნებიანები არიან

თუ მორიელი შეყვარებულია, ის დაბრკოლებას ვეღარ ხედავს. მისი გრძნობები იმდენად ძლიერია, რომ ის მათ ვერ ფარავს. ეჭვიანობის სცენები და ვნებიანი კოცნები – მორიელის მეორე ნახევარს ამ ყველაფერთან შეგუება მოუწევს.

9. უყვართ ხუმრობა

მორიელი საკმაოდ გონებამახვილია. თანამოსაუბრეს ყოველთვის ამხიარულებს მისი ისტორიები. მათთან არავინ მოიწყენს.

10. არ ჩერდებიან ერთ ადგილას

მათი ცხოვრება – მუდმივი ბრძოლაა. ისინი სამყაროს, გარშემომყოფებს და თავიანთ თავსაც კი ეწინააღმდეგებიან. ამ პროცესში მორიელი ყველაფერ ზედმეტს იშორებს, რათა სრულყოფილებას მიუახლოვდეს. და ეს კოლოსალური გარჯა სხვების აღფრთოვანებას იწვევს.

აი, ასეთები არიან მორიელები: სწორხაზოვნები, ჯიუტები, ზომიერად ავმეხსიერებიანები. მათთან მეგობრობა იოლია, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობები რთული, მტრობა კი წარმოუდგენელი. ასეთ ადამიანებთან გულგრილი ურთიერთობა თითქმის წარმოუდგენელია!