მთავარი საკითხავი ეს ყველასთვის ნაცნობი საკვები ადრე სულ სხვანაირი იყო. ვერც კი დაიჯერებთ ამ 13 ფაქტს.

ეს ყველასთვის ნაცნობი საკვები ადრე სულ სხვანაირი იყო. ვერც კი დაიჯერებთ ამ 13 ფაქტს.

by Keti

ბანანი და სიმინდი ძალიან სხვანაირი იყო, სანამ ადამიანი კულტივაციას მიჰყოფდა ხელს, სტაფილო სტაფილოსფრად პოლიტიკური მიზეზების გამო აქციეს, ხოლო საზამთრო კი ცოტათი მწარე იყო. ზოგი პროდუქტი, რომელიც დღეს ძალიან გვიყვარს, საკმაოდ საინტერესო ისტორიას ატარებს. ისინი დროსთან ერთად შეიცვალა.

გთავაზობთ თანამედროვე საკვების საინტერესო ტრანსფორმაციებს და 13 ფაქტს, რომელიც შესაძლოა რთულად დაიჯეროთ.

1. პირვანდელი კიტრი მომწამვლელი იყო

ორიგინალი კიტრი ცნობილი იყო, როგორც ველური კიტრი. ის მომწამვლელი იყო და მისი ჭამა არ შეიძლებოდა. ინდოეთში მის კულტივაციას მიჰყვეს ხელი და მედიცინაში იყენებდნენ. კიტრი, რომელსაც დღეს მივირთმევთ, უფრო დიდხანს იზრდება და წყლის შემცველობა ძალიან მაღლი აქვს.

2. ბადრიჯნები ლურჯი არ იყო და მას ეკლები ჰქონდა

ბადრიჯანი ადრე კვერცხის მსგავსი ფორმის იყო და ეკლები ჰქონდა. თან სხვადასხვა ფერის ბადრიჯანს შეხვდებოდით: თეთრს, ყვითელს და ლურჯს. ზოგი ოვალური ფორმის იყო, ზოგი კი მრგვალი.

3. პომიდორს ერთ დროს ,,მოწამლულ ვაშლს” ეძახდნენ

1700იან წლებში ევროპელების ნაწილს პომიდვრის ჭამის ეშინოდა, მას ისინი ,,მოწამლულ ვაშლებს” ეძახდნენ. მათ სჯეროდათ, რომ თუ ჯანმრთელი ადამიანი მას შეჭამდა, მის მონელებამდე დაიღუპებოდა. საქმე ის გახლავთ, რომ თუ მჟავე პომიდვრები ტყვიისგან დამზადებულ თეფშებზე ელაგა, მათი კომბინაცია მართლაც მომწამვლელი იყო.

4. სტაფილო ნარინჯისფრად პოლიტიკური მიზეზით აქციეს

ადრეულ საუკუნეებში სტაფილო მეწამული ფერის იყო. არსებობს თეორია, რომ სტაფილო ნარინჯისფრად აქციეს ჰოლანდიელებმა, რადგან პოლიტიკური მიზეზები ჰქონდათ. ამბავი უკავშირდება უილიამ III-ს, რევოლუციურ ლიდერს, რომლის მხარდასაჭერადაც ფერმერებმა ისეთი სტაფილო შექმნეს, როგორსაც დღეს ვიცნობთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორიაა, ნარინჯისფერთა სახლი დღემდე ნარინჯისფერ სტაფილოს უკავშირდება.

5. სიმინდს ძნელად თუ შეჭამდით

სიმინდი ტეოსინტეზე მოდიოდა – ეს მექსიკური ბალახია. მას ბევრად ცოტა მარცვალი ჰქონდა და რთული იყო მათი გარჩევა. წლების მანძილზე, სელექციურმა გამრავლებამ და მოშინაურებამ სიმინდი ბევრად დიდი გახადა, ადვილად ზრდადი და უფრო კვებითი.

6. ბანანს მარცვლები ჰქონდა

გარეული ბანანი შიგნით დიდ მარცვლებს იტევდა. დღევანდელი ბანანი ველურის შთამომავალია. მას მეტი კვებითი ღირებულება და უკეთესი გემო აქვს.

7. ვაშლები პაწაწინა იყო

ვაშლის წინაპარი, ველური ვაშლი, ძალიან პატარა გახლდათ. ზოგჯერ ერთ ხეზე სხვადასხვა ფერის, ზომისა და არომატების ვაშლი იზრდებდა. 4000 წლის წინ, ვაშლი მოაშინაურეს და გაუმჯობესდა მისი ზომაც, გემოც და არომატიც.

8. ავოკადო უფრო პატარა იყო და დიდი კურკა ჰქონდა

ველური ავოკადო ბევრად პატარა იყო და უფრო დიდი კურკა ჰქონდა. ადრე 10 ცალი ავოკადო დაგჭირდებოდათ, რომ იგივე კვებითი სარგებელი მიგეღოთ, როგორსაც დღეს ამ ხილის თანამედროვე ვარიანტით ვიღებთ.

9. ატამი და ალუბალი ერთი ზომის იყო

ატამი ადრე ძალიან პატარა იყო და მარტივად შესაჭმელიც. ანტიკურ ჩინეთში ის პირველად მოაშინაურეს. ათასობით წლის შემდეგ, სელექციური გამოყვანის წყალობით, ატამი უფრო დიდი და წვნიანი გახდა.

10. საზამთრო ძალიან მწარე იყო

საზამთროს წარმოშობა ეგვიპტურია, 5000 წლის წინ ის პატარა და მწარე იყო. აგრეთვე ფერიც უფრო მკრთალი ჰქონდა და ბევრ მარცვლეულს შეიცავდა. სელექციური გამოყვანის შემდეგ საზამთრო ბევრად ტკბილი გახდა, მისი ზომაც მკვეთრად გაზრდილია.

11. მარშმელოუ მცენარის სახით არსებობდა

სანამ ის ტკბილეულად იქცეოდა, მცენარე იყო. ის ბალბას ოჯახს ეკუთვნის და ჭაობში იზრდება. 1950 წლიდან ის ტკბილეულად აქციეს და გახდა ფუმფულა და გემრიელი პროდუქტი, რომელსაც დღეს ბევრი მოყვარული ჰყავს.

12. საკვების საკონსერვება სამხედროებისთვის გამოიგონეს

საკვები პირველად ნიკოლას აპერტმა დააკონსერვა, რათა ფრანგული ჯარისთვის პროდუქტი მოემარაგებინა. შემდეგ აღნიშნულმა გამოგონებამ კომერციული დანიშნულება მიიღო და ახლა საკვებს იმისთვის აკონსერვებენ, რომ უფრო დიდხანს გაძლოს.

13. საქორწინო ნამცხვარი დამტვრეული იყო პატარძლის კარგი ბედის გამო

საქორწილო ნამცხვრები ხორბლისგან ან ქერისგან მზადდებოდა ქორწილის ცერემონიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ქორწილი დასრულებულად ითვლებოდა, თუ ნამცხვრის დიდ ნაწილს პატარძლის თავზე გატეხავდნენ . ამ აქტით სწამდათ, რომ ახალ წყვილს კარგი ბედი ერგებოდა. შემდეგ სტუმრები ნამცხვრის ნატეხებს მიირთმევდნენ.

ტრანსფორმაციის რომელმა ფაქტმა გაგაოცა ყველაზე მეტად? სხვა საკვებსაც ხომ არ იცნობთ გამორჩეული ისტორია რომ ჰქონდეს? გაგვიზიარეთ კომენტარების სექციაში, ეს საინტერესო სტატია კი აუცილებლად აჩვენეთ თქვენს მეგობრებსაც!