803
ადამიანთა უმეტესობა საკუთარ თავს კარგად არ იცნობს, ეს მეტისმეტად გავრცელებული საკითხია. ფაქტობრივად, ჩვენი მთელი ცხოვრება თვითაღმოჩენისკენ მიმავალი გზაა. თქვენს პიროვნებაში არის ისეთი დამალული რაღაცები, რის გამოკვლევასაც პატარა დახმარება და ბიძგი სჭირდება.
ჩვენ გთავაზობთ საკუთარი თავის აღმოჩენის ახალ გზას. ამ ტესტის საშუალებით ცოტათი კიდევ უფრო უკეთ გაიცნობთ თქვენს პიროვნებას. მთავარია გონებაში დააფიქსიროთ, რას დაინახავთ პირველად ამა თუ იმ სურათზე.
რა დაინახეთ პირველად?
1.
- გასაღები: თქვენ გიყვართ იმის კვლევა, რაც არ იცით, მოგწონთ ახალი რაღაცების სწავლა და კომფორტის ზონიდან გასვლა. შესაძლოა ახლა ვინმე ახალი ადამიანიც გაინტერესებთ, ამიტომ თამამად დაიწყეთ მასთან საუბარი.
- მტირალი ფიგურა: თქვენ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ თქვენს ემოციებს და მოუსმინოთ თქვენს სურვილებს. ამავე დროს, აუცილებელია მოდუნება და გონების გაწმენდა.
2.
- სახე: თქვენ სოციალური ადამიანი ხართ და გაინტერესებთ სხვების ცხოვრება. თქვენთვის ყველაფერი უნიკალური და საინტერესოა, ყურადღებას აქცევთ იმას, რაც ზედაპირზეა, დეტალებს ნაკლებად უღრმავდებით.
- თევზები: თქვენ ბედნიერი ხართ თქვენი ცხოვრებით. გჯერათ იღბალისა და კარგი მომავლის. თქვენთვის ჭიქა ყოველდთვის ნახევრად სავსეა, დეტალებს კი დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ.
3.
- ღია კარი: თქვენ მზად ხართ ცვლილებებისთვის და სწორი მიმართულებით გაქვთ გეზი აღებული. მომავალს პირისპირ უყურებთ და შიშის ნაცვლად აღელვებას გრძნობთ. სხვებისთვის თქვენ ინსპირაციის წყაროს წარმოადგენთ.
- მუსიკალური ნოტი: საკუთარი თავის გამოხატვა თქვენთვის მნიშვნელოვანია. გრძნობთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაქვთ სამყაროსთვის გასაზიარებელი. არ დაიხიოთ უკან და გარისკეთ!
4.
- ანტიკური სვეტები: თქვენთვის ცოტა რთულია კომფორტის ზონიდან გასვლა. თქვენ ხართ წყნარი და საკუთარზე მეტად სხვების შეხედულებებისა და აზრების გეშინიათ. მოდუნდით, თქვენ იმაზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ, ვიდრე გგონიათ.
- ხალხი: თქვენ თავდაჯერებული ადამიანი ხართ და ზუსტად იცით, რა არის თქვენთვის სრულყოფილი ცხოვრება. სწორედ მის მოსაპოვებლად იბრძვით მუხლჩაუხრელად. თქვენ დიდხანს არ ფიქრობთ ამა თუ იმ მოვლენაზე და მუდამ ეხმარებით სხვებს.
5.
- სახე: ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ინტუიცია, მხიარულება, სიბრძნე, კმაყოფილება და ცნობისმოყვარეობა.
- ვაშლი: თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ცდილობს სულ სწორად მოიქცეს, ჰქონდეს სათანადო მდგომარეობა და დალაგებული ურთიერთობები.
- მდჯომარე ადამიანი: ცოცხლად და ბალანსირებულად ყოფნა მნიშვნელოვანი ნიუანსია თქვენი არსებობისთვის.
6.
- მანქანა: თქვენთვის სამყარო სავსეა მისტიურობით. ის სავსეა სხვადასხვა მოვლენებით, რაც ყოველთვის ასტიმულირებს თქვენს წარმოსახვას.
- ადამიანი ბინოკლით: თქვენ ზრდილობიანი ხართ სხვების მიმართ და არ აკრიტიკებთ არც მათ და არც საკუთარ თავს.
- ასო ”A”: ხშირად გეცვლებათ ხასიათი, მაგრამ არა ექსტრემალურად. შესაძლოა ბედნიერი იყოთ და მალევე დანაღვლიანდეთ. გახსოვდეთ, რომ პირადი ცხოვრება და სამსახური უნდა დააბალანსოთ.
7.
- ნიანგი: თქვენი ცხოვრება სავსეა უამრავი ფერით და ყველაფრის მიმართ გაქვთ კრეატიული მიდგომა.
- მთები და წყალი: თქვენ არც ძალიან სტანდარტული ხართ და არც ძალიან ინდივიდუალისტი. თქვენ ხართ ოპტიმისტი და უმეტესწილად კონსტრუქციული.
- ადამიანები ნავში: თქვენ ხართ სოციალური და კარგად უგებთ სხვებს. ხართ თავგადასავლების მოყვარული და ადვილად უმკლავდებით სოციალურ სიტუაციებს.
8.
- კურდღელი: თქვენ უფრო ტექნიკური ტიპის ადამიანი ხართ, ვიდრე მზრუნველი, რადგან თქვენი ტვინის მარცხენა ნახევარსფეროა დომინანტური.
- იხვი: ამ შემთხვევაში, მარჯვენა ნახევარსფერო დომინირებს მარცხენაზე, ასე რომ, ძალიან ჰუმანური ადამიანი ხართ.
9.
- კატა ადის კიბეებზე: თქვენ არ აქცევთ ყურადღებას დეტალებს. თქვენ ალბათ ცოტათი არეული და გულუბრყვილო ხართ. გწამთ ყველაფრის, რასაც ხედავთ და ეს გაყვარებთ ცხოვრებას.
- კატა კიბეებზე ჩამოდის: თქვენ ხართ ძალიან ყურადღებიანი ადამიანი და გაქვთ კარგი ინტუიცია. დიდ ყურადღებას აქცევთ დეტალებს და გიყვართ გამოწვევები.
10.
- მოხუცი ქალი: თქვენ გამოცდილი ადამიანი ხართ. გაქვთ კრიტიკული გონება და ცხოვრებას ყველა კუთხიდან აანალიზებთ.
- ახალგაზრდა ქალი: თქვენ ხართ ოპტიმისტი და იმპულსური. აგრეთვე ძალიან ბედნიერი.
აბა, როგორ გრძნობთ თავს? გაიგეთ რაიმე ახალი საკუთარი თავის შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში! ჩვენ მეტი რამის გაგება გვსურს თქვენ შესახებ. ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!