ქლოროფილიპტს უწოდებენ ,,ზურმუხტის საოცრებას”. ის საკმაოდ იაფია, მაგრამ არის უნივერსალური საშუალება. ჩვნ მოგიყვებით, როგორ უნდა გამოიყენოთ ქლოროფილიპტი სხვადასხვა ვითარებაში.
ეს ნივთიერება შეიცავს ქლოროფილ A და B-ს ექსტრაქტს, რომლებიც გამოიყოფა ევკალიპტის ფოთლებიდან. ეს მცენარე კი ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით.
როგორ გამოვოყენოთ ქლოროფილიპტი გაციების, ანგინისა და ფარინგიტის დროს
ამ შემთხვევებში გამოიყენეთ სპირტიანი ქლოროფილიპტი. გახსენით ერთი ს. კ. ერთ ჭიქა თბილ წყალში, ამ ნარევით გამოივლეთ ყელი, ჭამის შემდეგ დღეში 4ჯერ.
როგორ გამოვოყენოთ ქლოროფილიპტი ტრონზილიტის დროს
ნუშურა ჯირკვლების დეზინფიცირებისთვის გაიწმინდეთ ისინი ზეთოვან ქლოროფილიფტში დასველებული ბამბის ტამპონით, დღეში სამჯერ. ნუშურებს შორის ადგილი კი გაიწმინდეთ სპირტიანი ქლოროფილიპტით. გახსენით ის ერთი ჩ. კ. 150 მლ წყალში.
ქლოროფილიპტი ცხვირის დაცობისა და სურდოს დროს
აიღეთ ბამბის ტამპონი და მსუბუქად დაასველეთ ზეთოვან ქლოროფილიპტში, მოითავსეთ ბამბა 10-15 წუთით ცხვირის ნესტოში. გაიმეორეთ პერიოდულად გამოჯანმრთელებამდე.
ოქროსფერი სტაფილოკოკის წინააღმდეგ
ამ დროს რეკომენდებულია ზეთოვანი ქლოროფილიპტის გამოყენება. გამოივლეთ ყელი და 2-2 წვეთი ჩაიწვეთეთ ცხვირში.
ქლოროფილიპტის გამოყენება ჩირქოვანი გამონაყარისა და ჰერპესის წინააღმდეგ
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბამბის ჩხირი დაალბეთ სპირტიან ხსნარში და მიიჭირეთ პრობლემურ ადგილას. გაიმეორეთ პროცედურა. იგივე მეთოდით ხდება ჰერპესის წინააღმდეგ ბრძოლა.
ღრძილების ანთებისა და სტომატიტის სამკურნალოდ
ამისთვის ერთი ჩ. კ. სპირტიანი ქლოროფილიპტი გახსენით ერთ ჩ. კ. სოდასთან ერთად თბილ წყლიან ჭიქაში და გამოივლეთ პირის ღრუში ჭამის შემდეგ.
ჭრილობების შესახორცებლად
ჭრილობის დეზინფიცირებისთვის გამოიყენეთ სპირტიანი ქლოროფილიპტი. სწრაფი შეხორცებისთვის კი დაზიანებულ ადგილას მთელი ღამით დაიდეთ ზეთოვან ქლოროფილიპტში დასველებული ბამბა.
ქუსლის ნახეთქებთან ბრძოლა
გაიკეთეთ ფეხის აბაზანა. 2 ს. კ. სოდა გახსენით 3 ლ წყალში. გაისუფთავეთ გაუხეშებული კანი, შემდეგ ფეხები გაიმშრალეთ და ზეთოვანი ქლოროფილიპტის კომპრესი დაიდეთ პრობლემურ ადგილებზე. ჩაიცვით თბილი წინდები.
ქლოროფილიპტი დამწვრობის შესახორცებლად
დამწვრობის წინააღმდეგ გამოიყენეთ ზეთოვანი ქლოროფილიპტის აპლიკაციები. ისინი გამოიცვალეთ დღეში 2ჯერ, სანამ დამწვრობა შეხორცდება.
ქლოროფილიპტი ანტიბაქტერიული საპნის დასამზადებლად
აიღეთ საპნის ფუძე, რომელიც მარკეტებში იყიდება და შეურიეთ ის 2 ს. კ. ზეთიან ქლოროფილიპტს. ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ.
ჭარბოფლიანობასთან ბრძოლა
ოფლიანობის შესამცირებლად 3 ს. კ. სპირტიანი ქლოროფილიპტი, ერთი ს. კ. სოდა და რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი გახსენით ერთ ჭიქა თბილ წყალში. ხსნარი წაისვით იღლიებში და შეიშრეთ. გაიმეორეთ დილა-საღამოს. შედეგს რამდენიმე დღეში იხილავთ. ხსნარი გამოიყენება ფეხებისთვისაც.
ქლოროფილიპტი სოკოს წინააღმდეგ
ამისთვის გაიკეთეთ სპირტიანი ქლოროფილიპტისა და სოდის აბაზანა. პროდეცურის შემდეგ შეიზილეთ ჩაის ხის ზეთი პრობლემურ ადგილებში.
აუცილებლად გამოიყენეთ რომელიმე ვარიანტი და დარწმუნდებით, რამდენად სწრაფი და ეფექტურია ეს იაფიანი საშუალება. ალერგიულები ყურადღებით იყავით!
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!