მთავარი ჯანმრთელობა 9 სიმპტომი, რომელიც ორგანიზმში მარილის სიჭარბეზე მიუთითებს. შეამოწმე შენი თავი, ნუ გადადებ!

9 სიმპტომი, რომელიც ორგანიზმში მარილის სიჭარბეზე მიუთითებს. შეამოწმე შენი თავი, ნუ გადადებ!

by Keti

ადამიანი დღიურად 10-15 გრამ მარილს ხმარობს, თუმცა ნორმა 5-6 გრამია. ზღვის მარილი იქნება ეს თუ სხვა სპეციალური მარილები, ისინი 40% ნატრიუმს შეიცავენ. ბევრი ნატრიუმი კი მავნეა ორგანიზმისთვის. მდგომარეობას ამძიმებს ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი და წყლის არასაკმარისად მიღება. ზედმეტი მარილი გროვდება კუნთებში, სახსრებში და სისხლძარღვებში. მარილების სიჭარბე შინაგან ორგანოებზეც მოქმედებს.

ორგანიზმში მარილის სიჭარბის ნიშანია

1. წყურვილის მუდმივი შეგრძნება: ეს საკმაოდ თვალსაჩინო ნიშანია

2. სახისა და კიდურების შეშუპება: ეს ხდება უჯრედებში სითხის შეკავების გამო.

3. ,,დიდი” მუცელი: სითხის შეკავება იწვევს მუცლის შებერვასაც.

4. თავის ტკივილი და თავბრუსხვევა: ამის მიზეზია სისხლძარღვების შევიწროება, მათ შორის, თავის ტვინის.

5. აჩქარებული პულსი და მომატებული წნევა: სისხლის გასქელება იწვევს ქრონიკულ ჰიპერტენიას და პულსის მატებასაც. ეს ყველაფერი კი ზრდის ინსულტის რისკს.

6. საკვები უგემური გეჩვენებათ: მარილის ჭარბი გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას. რაც მეტ მარილს იღებთ, უფრო მეტი გინდებათ.

7. წონა არ იკლებს: შესაძლოა ბევრი დიეტა სცადოთ, მაგრამ წონაში ვერ დაიკლოთ. სხვა მავნე პროდუქტების გამორიცხვასთან ერთად ყურადღება მიაქციეთ მარილის დღეღამურ მოხმარებას. მარილის ჭარბად მიღება იწვევს ღვიძლში ფრუქტოზის კონცენტრაციის გაზრდას, რაც გაცხიმოვნების მიზეზია.

8. ტუალეტით იშვიათად სარგებლობა: თუ იშვიათად შარდავთ და მისი ფერი მუქი ყვითელია ამიაკის მკვეთრი სუნით და თან გაქვთ სისტემატური შეკრულობა, ესეც მარილის სიჭარბეზე მიუთითებს. ყველაზე მეტად ზარალდება თირკმლები, რადგან ისინი იძულებულები არიან რამდენადმე უფრო მეტი დატვირთვით იმუშაონ, რათა ზედმეტი მარილი და ამიაკი გამოყონ.

9. ალერგიული გამონაყარი სხეულზე: მარილზე ალერგია ვლინდება კანზე გამონაყარის სახით. ეს ძირითადად არის სახის, კისრის, ხელების, მუცლის და ზურგის მიდამოში. ეს გართულება მეტად ემუქრებათ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს.

როგორ გადავწყვიტოთ პრობლემა?

1. უარი თქვით მარილის მაღალი შემცველობის პროდუქტებზე

ასეთებია პური, პიცა, გრილზე შემწვარი ქათამი, ნახევარფაბრიკატები და ფასტ ფუდი. ყიდვისას თუ მარილის რაოდენობა 20%ს აღემატება, მასზე უარი უნდა თქვათ.

2. ეცადეთ იკვებოთ სახლში

კაფეებსა და რესტორნებში არსებული საკვები ხშირად ბევრ ნატრიუმს შეიცავს, ამიტომ ჯობს საკვები თან ატაროთ. სვით ჩვეულებრივი წყალი.

3. შეეჩვიეთ ნაკლებ მარილს საკვებში

გემოვნების რეცეპტორები მალე გადაეჩვევა მარილს. ეცადეთ 21 დღის განმავლობაში მაქსიმალურად შეამციროთ მარილის გამოყენება და შემდეგ პროდუქტი აღარ მოგეჩვენებათ უგემურად.

4. მიმართეთ ექიმს

ზოგ შემთხვევაში მარილის სიჭარბისას აუცილებელია მედიკამენტებით მკურნალობა. ზოგჯერ ექიმები საჭმლის დამარილების ნაცვლად ურჩევენ დალიონ სპეციალური მარილის ხსნარი.

მარილზე სრულად უარის თქმა არ ღირს, ის შეიცავს სასარგებლო მიკროელემენტებსაც, რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესისთვის ორგანიზმში. ყურადღება მიაქციეთ რაციონში მარილის რაოდენობას და დაარეგულირეთ ის. ორგანიზმისთვის საკმარისია დღეში დაახლოებით ერთი ჩ. კ. მარილი – ჩვეულებრივი, იოდიზირებული თუ ზღვის მარილი.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებსაც!