უპასუხეთ მხოლოდ 3 შეკითხვას.
გულწრფელად გაეცით მათ პასუხი და არ ითვალთმაქცოთ პასუხების ყურების დროს. ადამიანის ტვინი პარაშუტს ჰგავს – კარგად მუშაობს, როცა გახსნილია.
ამრიგად, აიღეთ ფანქარი და ქაღალდი და ჩაიწერეთ თქვენი პასუხები. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ბოლოსკენ შედეგები შეაჯამოთ. ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რეალურად როგორი ადამიანი ხართ.
საუკეთესო პასუხი – ეს პირველივე რამ არის, რაც თავში მოგივათ. იყავით გულწრფელები!
შეკითხვები:
1. განალაგეთ შემდეგი 5 ცხოველი იმ წესით, რომელიც მოგწონთ:
ძროხა, ვეფხვი, თხა, ცხენი, გოჭი.
2. დაწერეთ თითო სიტყვა, რომლითაც აღწერთ ქვემოთ მოცემულ სიტყვებს:
კატა – …
ძაღლი – …
ვირთხა – …
ყავა – …
ზღვა – …
3. იფიქრეთ 5 ადამიანზე, რომლებიც თქვენც გიცნობენ და მნიშვნელოვნები არიან თქვენს ცხოვრებაში. ეცადეთ ყოველი მათგანი რომელიმე ფერს მიუსადაგოთ.
ყვითელი – …
ნარინჯისფერი – …
წითელი – …
თეთრი – …
მწვანე – …
ახლა კი ნახეთ ტესტის პასუხები:
1. ამ პუნქტით თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები განისაზღვრება:
ძროხა – კარიერული წინსვლის სიმბოლოა.
ვეფხვი – საკუთარი ღირსების შეგრძნების სიმბოლოა.
თხა – სიყვარულის სიმბოლოა.
ცხენი – ოჯახს განასახიერებს.
გოჭი – ფულის სიმბოლოა.
2. თქვენ მიერ ძაღლის აღწერა გულისხმობს თქვენ საკუთარ პიროვნებას.
თქვენი აღწერილი კატა – გულისხმობს თქვენი პარტნიორის ყურადღებას.
ვირთხის აღწერა კი გულისხმობს თქვენს მტრებს.
ყავის აღწერა ნიშნავს თქვენ დამოკიდებულებას სექსის მიმართ.
თქვენ მიერ აღწერილი ზღვა გულისხმობს თქვენს საკუთარ ცხოვრებას.
3. ნარინჯისფერი – არის ადამიანი, რომელსაც თვლით ნამდვილ მეგობრად.
წითელი – ადამიანი, ვინც ნამდვილად გიყვართ.
ყვითელი – ადამიანი, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ.
თეთრი – თქვენი მონათესავე სული.
მწვანე – ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრებათ.
გაუზიარეთ ეს ტესტი თქვენს მეგობრებსაც!