მთავარი ტესტები ტესტი: აირჩიეთ ბაყაყი და გაიგეთ, რა გზები უნდა გაიაროთ გამდიდრებამდე

ტესტი: აირჩიეთ ბაყაყი და გაიგეთ, რა გზები უნდა გაიაროთ გამდიდრებამდე

by Keti

ალბათ, გსმენიათ, რომ ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში ბაყაყი სიმდიდრის, სიბრძნისა და დღეგრძელობის სიმბოლოდ ითვლებოდა. ბრძენები ამბობდნენ, რომ ყველა ადამიანს თავისებურად ესმის სიმდიდრის ცნება და თავის პირად გზას ირჩევს.

ჩვენ გთავაზობთ ასეთ ტესტს – 16 ბაყაყიდან შეარჩიეთ ერთი, რომელიც მოგეწონებათ და ის იქნება თქვენი პოტენციური სიმდიდრის წყარო.

მაშ ასე, რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად?

  1. თქვენი სიმდიდრის წყარო არის პუბლიკაციასთან, რეკლამასთან და სახელთან დაკავშირებული პროფესია. თქვენ უნდა იზრუნოთ გარეგნობაზე, კარგ გემოვნებაზე. უნდა იყოთ ეფექტურები, თქვენი იდეები კი – ეფექტური. შესაძლოა თქვენი მოწოდება იყოს – ჟურნალისტიკა, სილამაზის სალონი, სამოდელო ბიზნესი, ბრენდირებული ნივთების გაყიდვა. აგრეთვე შესაძლოა გახდეთ მომღერალი ან მსახიობი.
  2. თქვენი სიმდიდრის წყარო ხართ თავად თქვენ. თქვენი იდეები, ლოგიკა და აზრები. შეგიძლიათ მოიფიქროთ ახალი სისტემა ან მოახდინოთ ძველის რეკონსტრუქცია. თქვენ ფიქრობთ რაციონალურად, გიტაცებთ ფინანსების, იურისპრუდენციის, მეცნიერების სფერო. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად ფიქრი.
  3. თქვენი გამდიდრების წყარო არის რწმენა. ეს თქვენთვის უმთავრესია. აქ საუბარი არ არის მაინცდამაინც რელიგიაზე, შეგიძლიათ გჯეროდეთ საკუთარი ოცნების, ძალის ან საქმის, რასაც აკეთებთ და გარშემომყოფი ადამიანების. უნდა ისწავლოთ ამ რწმენის გაზიარება სხვებისთვისაც. თქვენ ნებისმიერი სამუშაო მოგიხდებათ: პედაგოგის, ექიმის, მღვდლის…
  4. თქვენი ძლიერი მხარე კოლექტივში მუშაობაა, თანამოაზრეების გარემოცვაში. შეგიძლიათ იმუშაოთ ოფისში, სახლში ან სათავეში ჩაუდგეთ საკუთარ ბიზნესს. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენთვის მნიშვნელოვანია ახლოს გყავდეთ საყვარელი ადამიანები: ნათესავები, ბავშვობის მეგობრები, მეუღლე, საიმედო პარტნიორი. ანუ ის, ვინც მუდამ მხარს დაუჭერს თქვენს იდეებს.
  5. თქვენი სიმდიდრის წყარო არის ყველაფერი, რაც სახლის წესრიგს ეხება. თქვენი გატაცება სხვადასხვა კერძების მომზადება, სამზარეულოს ტექნიკები, მისი რემონტი, მებაღეობა და სიმყუდროვის შექმნაა. შესაძლოა ფლობდეთ სიმპატიურ კაფეს ან მაღაზიას, იყოთ ქსოვილების ინდუსტრიაში, უვლიდეთ მცენარეებს, ქმნიდეთ ინტერიერს.
  6. თქვენი სიმდიდრის წყარო არის – აქტიურობა, მოძრაობა და წინსვლა. თქვენი უცვლელი დევიზია ,,მოძრაობა – ცხოვრებაა!” თქვენი პროფესია აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს მოგზაურობებს. ასევე სასურველია დრო სპორტს დაუთმოთ. თუ მიმდებარე სფეროებში არ მუშაობთ, აირჩიეთ ამ ტიპის ჰობი. სულით არ დაბერდეთ, იმოძრავეთ!
  7. თქვენი სიმდიდრის წყარო არის სურვილი! ეს დაკავშირებულია არა სიხარბესთან, არამედ, მაგალითად, სიცოცხლის, სიხარულის ან სიამოვნების მიღების სურვილთან. თქვენ გართობის სფეროში ისე იგრძნობთ თავს, როგორც თევზი წყალში. ცხოვრებისგან ელით სიხარულს, გიზიდავთ ყველანაირი გასართობი და სიტუაციით ტკბობა. აუცილებელია თქვენ გიყვარდეთ თქვენი სამსახური!
  8. წვეულებები და ფესტივლები – ეს არის თქვენი გამდიდრების წყარო. შეგიძლიათ შექმნათ საბავშვო გასართობები, იმუშაოთ ფოტოგრაფად, იყოთ თამადა ან მუსიკოსი. თქვენგან ნიჭიერი დიზაინერი, მხარვარი ან ფლორისტი გამოვიდოდა.
  9. თქვენი სიმდიდრის წყარო არის თანაგანცდა, ემპათიის უნარი. თქვენ გესმით სხვების, შეგიძლიათ მათ ადგილას დააყენოთ თავი. თქვენგან კარგი ფსიქოლოგი გამოციდოდა, თუმცა შესაძლოა ამ საქმეში ხელი თქვენს ემოციებს შეეშალა. თქვენთვის ზედგამოჭრილია ყველანაირი შემოქმედებითი სამუშაო, რათა საკუთარი გრძნობები გამოხატოთ.
  10. თქვენი გასაღები მკაცრი სიკეთეა! გსურთ ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიკეთე აკეთოთ! ხშირად ეხმარებით ადამიანებს და თვლით, რომ გაჭირვებულებს თევზის მიცემის ნაცვლად თევზის ჭერა უნდა ასწავლოთ. მოგიხდებოდათ პოლიციელობა ან ჯარში სამსახური.
  11. თქვენი გამდიდრების წყარო – თქვენივე ბიზნესია! კარგი იქნება, თუკი ის მშენებლობას დაუკავშირდება. თქვენ ხომ სულ რაღაც ახლის შექმნა გსურთ, იმის, რაც ადამიანებს დიდხანს გამოადგებათ. თქვენ სერიოზული და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი ხართ, ხართ თვითკრიტიკული და შეცდომებზე სწავლობთ.
  12. სიმდიდრის წყარო არის ყველაფერი, რაც მეტალთან და სიჩქარესთანაა დაკავშირებული – ავტომობილებით დაწყებული, თვითმფრინავებით დამთავრებული. თქვენ თანამედროვე ადამიანი ხართ, თქვენთვის მნიშვნელოვანია სიჩქარე. აგრეთვე სანდოობაც და ხარისხიც. ზოგჯერ თვლით, რომ სულ ჩქარობთ და ცხოვრებას ვერ ეწევით. ასეთ დროს საჭიროა ცოტა განიტვირთოთ.
  13. თქვენი სიმდიდრის წყარო არის სითბოსა და სიყვარულის გაცემა. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან არ შეწუხდეთ წვრილმანებით, ამას სხვა ადამიანებმა მიხედონ. თქვენი ამოცანაა – იდეების მოფიქრება, საფუძველის შექმნა და შემოქმედება.
  14. თქვენი გამდიდრების წყარო არის იომორის გრძნობა. ამას იდეალურად არგებთ ნებისმიერ სფეროს. ბევრგან უბრალოდ შეუცვლელიც ხართ! თქვენი მახვილგონივრულობა ნამდვილ მეგობრებს გაპოვნინებთ და წინ წასწევს თქვენს კარიერას. მთავარი პირობაა, რომ თქვენი ხუმრობები ბოროტი არ იყოს.
  15. თქვენი სიმდიდრის წყარო არის ნებისმიერი პროფესია, რომელიც სისუფთავეს უკავშირდება. იდეალური იქნება ექიმის ან მეცნიერის კარიერა. ცხოვრებაში ფიქრებიც სუფთა უნდა გქონდეთ, იყოთ სასურველი ადამიანებისთვის და გულწრფელი. ყველაზე მეტად თქვენ არ გაქვთ მოტყუებისა და ცუდი ქმედებების ჩადენის უფლება.
  16. თქვენი გამდიდრების წყარო არის შორეულ ქვეყანაში წასვლა. ერთი სიტყვით, ეს უნდა იყოს ზღვა. სჯობს, შეარჩიოთ კარიერა, რომელიც წყალს უკავშირდება. აუცილებელი არ არის გახდეთ მეთევზე ან სანტექნიკოსი. შეგიძლიათ დაივინგით დაკავდეთ ან იყიდოთ აკვარიუმი, დააკვირდეთ თევზებს და მოუაროთ მათ.

გაუზიარეთ ტსტი თქვენს მეგობრებსაც!