მთავარი საკითხავი † წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებანი რაზეც არასდორს არ გიფიქრია

† წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებანი რაზეც არასდორს არ გიფიქრია

by guramus

“ღმერთთან ახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ვინაიდან უფალი ყველგან არის.”

თუ უფალს ყოველთვის ვუჭვრეტთ გონებით, თუკი მუდმივად გვემახსოვრება იგი, მაშინ ჩვენთვის ყველაფერი ადვილი, ყველაფერი მოსათმენი გახდება, ყოველივეს თავისუფლად ავიტანთ და ყველაფერზე ავმაღლდებით.”

დაე, ცოლისთვის ქმარი ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი იყოს, ქმრისთვის კი ცოლი – უსაყვარლესი. ცოლი ყოველთვის ქმრის თანამზრახველი და თანამეინახე უნდა იყოს. ამაზეა დამყარებული მთელი კაცობრიობის კეთილდღეობა.”

თუ უფალს ყოველთვის ვუჭვრეტთ გონებით, თუკი მუდმივად გვემახსოვრება იგი, მაშინ ჩვენთვის ყველაფერი ადვილი, ყველაფერი მოსათმენი გახდება, ყოველივეს თავისუფლად ავიტანთ და ყველაფერზე ავმაღლდებით.”

ჭეშმარიტად თავისუფალია ის, ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს: იგი ყველა უბედურებაზე მაღლა დგას, თუ იგი თავად არ მოისურვებს შეამთხვიოს საკუთარ თავს ბოროტება, მაშინ სხვა ამას ვერასდროს შეძლებს.”

მოყვასის არათუ განკითხვა, არამედ განკითხვის მოსმენაც კი არ შეიძლება.”

სიმდიდრე ის კი არ არის, რომ ბევრი გქონდეს, არამედ ის, რომ მის მოხვეჭაზე არ ზრუნავდე.”

სინანული დაცემულს წამოაყენებს; ცოდვებზე ტირილი სასუფევლის კარს უკაკუნებს, თავმდაბლობა კი ხსნის მათ.”

კეთილი უვიცობა ცუდ ცოდნაზე უმჯობესია.”

არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა.”

ნუ იამაყებ იმით, რომ დგახარ, არამედ გეშინოდეს, რომ არ დაეცე.”

ის, ვინც ცოდვის გამო აქ არ ისჯება, ყველაზე უბედური ადამიანია.”