პიროვნული მახასიათებლები მუდმივად სტაბილური არ არის, ისინი შესაძლოა შეიცვალოს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხშირად პატარა დეტალებიც კი მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ტიპის ადამიანი ხართ. მაგალითად, სიარულის მანერამ შესაძლოა წარმოაჩინოს თქვენი მოწყვლადობის მაჩვენებელი, ტუალეტის ქაღალდის დაკიდების სტილმა კი – თქვენი თავდაჯერებულობის დონე. ამ ტესტშიც თქვენი არჩევანი ბევრს იტყვის თქვენს პიროვნებაზე.
შეხედეთ ამ ხუთ გოგონას, რომლებიც ზურგით დგანან და წარმოიდგინეთ, რომელი იქნებოდა ყველაზე ლამაზი შემოტრიალებისას. ოღონდ არ იხელმძღვანელოთ დღევანდელი სილამაზის სტანდარტებით – ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს აღქმებზე.
გოგონა #1
თუ პირველი გოგონა გეჩვენებათ ყველაზე მიმზიდველად, ესე იგი, ხართ მშვიდი და თავდაჯერებული ადამიანი. არ გეშინიათ გამოწვევებისა და სიახლეების, მზად ხართ გადაჭრათ ყველა სირთულე მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
თქვენი გატეხვა რთულია, ხართ მომთმენი და რაციონალური, ყოველთვის იღებთ იმას, რაც გჭირდებათ. არ ხართ მორცხვი ადამიანი, ხართ გამბედავი და ავტორიტეტული.
გოგონა #2
მეორე გოგონა არის სოციალური ადამიანების არჩევანი, თქვენ მარტივად შედიხართ სხვებთან კონტაქტში. ზოგჯერ ცოტა გულუბრყვილო ხართ და არასერიოზული, ამავე დროს, იცით როგორ მიაღწიოთ დასახულ მიზანს. თქვენთან ურთიერთობა მარტივია, რადგან ხართ მხიარული.
გარშემო ყველას უღიმით, სევდიან განწყობას არავის აჩვენებთ. ცდილობთ დარჩეთ პოზიტიურად და წყენები გულში არ დაიტოვოთ, მაგრამ ზოგჯერ პატარა ნეგატივიც კი გიფუჭებთ ხასიათს.
გოგონა #3
თუ მესამე გოგონა აარჩიეთ, ესე იგი, ხართ მორცხვი და მორიდებული ადამიანი. იშვიათად კონტაქტობთ სხვებთან, მაგრამ თუ ადამიანთან შესაბამისი კავშირი დაამყარეთ, ბოლომდე იხსნებით. გიყვართ ყველაფრის დაგეგმვა და ნაკლებად დგამთ სპონტანურ ნაბიჯებს.
ხართ კეთილი, უკონფლიქტო და დიდხანს არ რჩებით გაბრაზებული. თქვენ სხვების სულში იყურებით და ცდილობთ მათი ემოციები გაიგოთ. არ გეშინიათ არაკომფორტულობის, მთავარია სხვა გააბედნიეროთ. ამ ჰარმონიის პირობებშიც, ხშირად გსურთ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.
გოგონა #4
მეოთხე გოგონას არჩევა გამოხატავს მყუდროებას. რთულია თქვენი შერცხვენა ან დაბნევა. ხშირად გონებით მოქმედებთ და არა გულით, იცით, რომ ბევრის მიღწევა შეგიძლიათ, ამიტომ არ გეშინიათ სირთულეების, რაც გზაზე გეღობებათ.
თქვენ ხართ ამაყი ადამიანი და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრობთ. ხართ კეთილი, ცდილობთ არასდროს ატკინოთ სხვებს მიზნის მიღწევისას. შესაძლოა ცივი ჩანდეთ, მაგრამ რეალურად ძალიან სოციალური ხართ.
გოგონა #6
ეს გოგონა გამოხატავს დამოუკიდებელ და მტკიცე ხასიათს. თქვენ მიზნებს ყოველთვის აღწევთ, მუშაობთ საკუთარ თავზე, ხართ თავდაჯერებული და დამოუკიდებელი.
ხართ შეუპოვარი და ადამიანებისთვის რთულია, თქვენი გადარწმუნება. აგრეთვე ადვილად ვერ კონტაქტობთ ახალ ადამიანებთან, თუმცა ვინც თქვენს გულში შემოაღწევს, თქვენი მეგობარი ხდება.
თქვენ რომელი გოგონა აირჩიეთ? დაემთხვა პასუხები თქვენს ხასიათს? გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში! ტესტი კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!